კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები 2010-2011

originalIDFI-იმ უკვე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მიმოიხილავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2012 წელს დაფინანსებულ ღონისძიებებს. ამჯერად ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ 2010-2011 წლებში სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებული ღონისძიებები

2011 წელი გამორჩეული იყო მასშტაბური ღონისძიებების დაფინანსების კუთხით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სრული სია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2011 წელს დაფინანსებული ღონისძიებებისა, ჩვენ კი მხოლოდ რამდენიმე  მათგანს გამოვყოფთ.

მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2011 წლის 28 იანვარს სამინისტრომ MTV Georgia Live დაფინანსებისთვის გამოყო 2 000 000 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ საზეიმო კონცერტში მონაწილეობდა ცნობილი მომღერალი ენრიკე იგლესიასი, ქართველი შემსრულებლები სოფო ნიჟარაძე, სტეფანე და სხვები. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ჩვენ 2011 წელსაც ვცადეთ. 2011 წლის 5 აგვისტოს, IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს და მოითხოვა MTV-ს კონცერტზე (MTV LIVE BATUMI) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოყოფილი თანხების სრული ოდენობა. კულტურის სამინისტროდან 8 აგვისტოს მიღებული ინფორმაციით სამინისტროს ბიუჯეტიდან  MTV კონცერტის დაფინანსებაზე გამოიყო  1 390 473 ლარი.  როგორც შემდგომში გაირკვა, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს დაემატა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონცერტის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი 973 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი ლარი. შესაბამისად,  MTV Georgia Live დაფინანსების სრულმა ხარჯმა შეადგინა 2 000 000 აშშ დოლარი. თუმცა, აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული რეალური ხარჯი შესაძლებელია კიდევ უფრო გაზრდილი იყოს, რადგან, მაგ. ჩვენს მიერ ბათუმის მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, კონცერტის გამართვის საორგანიზაციო ხარჯებისთვის ქალაქის თვითმმართველობამ გამოყო 139 121 ლარი.

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

დიდი ოდენობის თანხა, ანუ 1 518 642 ლარი გამოიყო აგრეთვე მესტიაში თამარ მეფის ძეგლის დადგმისთვის. საინტერესოა, რომ აღნიშნული ღონისძიება დაფინანსდა 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო კომპანია (შპს “პალეოლითი”) რომელსაც დაევალა პროექტის განხორციელება დაფუძნდა 8 დღით ადრე, ანუ 9 აგვისტოს.   ღია წყაროების მიხედვით, სამინისტროში წარმოდგენილი იქნა პროექტი, რომლის მოწონების შემდეგაც გადაწყდა მისი დაფინანსება. ძეგლის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ავტორთა ჯგუფთან რომელსაც წარმოადგენდა პაატა გიგაური, შპს  “პალეოლითის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2011 წლის 31 დეკემბერს ბათუმში ხულიო იგლესიასის კონცერტის ორგანიზებისთვის გამოიყო 1 735 296 აშშ დოლარი და 761 034 აშშ დოლარი, რამაც ჯამში 2 496 330 აშშ დოლარი შეადგინა. ბათუმში გამართულ გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებაზე, ხულიო იგლესიასმა და სოფო ნიჟარაძემ მიიღეს მონაწილეობა, ხოლო თანხა ამ შემთხვევაში გამოიყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გავლით.

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

მთლიანობაში, 2011 წელს მხოლოდ  თამარ მეფის ძეგლის დადგმის, ჯაზ-ფესტივალისა და მიუზიკლ ქეთო და კოტეს დადგმისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოიყო 3 მილიონ ლარზე მეტი. ამავე დროს ენრიკე და ხულიო იგლესიასების, აგრეთვე კრის ბოტისა და სტინგის კონცერტების ორგანიზებისთვის გამოიყო 5 მილიონ დოლარზე მეტი.

2010 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებულ ღონისძიებებ

2010 წელს ყველაზე მსხვილი ასიგნებები გამოიყო ცნობილი მომღერლების კრის დე ბურგისა (1 484 826 ლარი) და ანდრეა ბოჩელის (2 337 000 ლარი, 5300 ევრო) კონცერტების ორგანიზებისთვის.

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

დეტალური სია 2010 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებებისა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პროექტის ვებ-გვერდზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in დაფინანსებული ღონისძიებები, მთავრობა, მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები 2010-2011

  1. გამოხმაურება: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებები (2013 აპრილი- 2013 ნოემბერი) |

  2. გამოხმაურება: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებები (2013 აპრილი- 2013 ნოემბერი) |

დატოვეთ თქვენი კომენტარი