კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებები (2013 აპრილი- 2013 ნოემბერი)

Georgian_Ministry_of_Culture_logoIDFI  კვლავ აგრძელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. ამჯერად ჩვენს მიერ სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წარმოდგენილი იქნება მონაცემები, რომლებიც ასახავს  2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში დაფინანსებულ ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებს. როგორც ირკვევა აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ ღონისძიებებზე გაწეულია  2 689 992  ეკვივალენტი ლარის (2 609 878 ლარი, 14 111 ევრო და 18 090 გირვანქა სტერლინგი)  ხარჯი.  აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 92 ღონისძიების დაფინანსებაზე, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 327 420 ლარი გამოეყო სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს“ თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.

 2013 წლის აპრილის თვეში დაფინანსდა 10 ღონისძიება 161 079 ლარის და 1 000 ევროს ოდენობით. მათგან ყველაზე დიდი თანხა 58 410 ლარი გამოეყო შპს „ბრავო რექორდს“ ფილარმონიაში შინის კონცერტის ჩასატარებლად.

kult12013 წლის მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებითა რაოდენობა განისაზღვრა 11-ით, რომლებზეც ერთობლივად გამოყოფილია 242 827 ლარი და 11 490 გირვანქა სტერლინგი. მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილია შპს „კინოსტუდია ხომლისთვის“ პროექტი არტერიას განსახორციელებლად.

kult2

2013 წლის ივნისის თვეში 139 293 ლარით სამინისტროს მიერ დაფინანსებულია 10 ღონისძიება, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 31 985 ლარი გამოეყო ააიპ „ასოციაცია ანიკას“ პროექტის ხელშეწყობისთვის.

kult3

2013 წლის ივლისის თვეში დაფინანსებულია 6 ღონისძიება 179 695 ლარით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 98 435 ლარი გამოეყო  ააიპ სტუდია ტელევეზირს პროექტის ხელშეწყობისთვის.

kult42013 წლის აგვისტოს თვეში  11 ღონისძიება დაფინანსდა 487 450 ლარით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა გამოეყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოწყობისთვის.

kult52013 წლის სექტემბრის თვეში დაფინანსდა 13 ღონისძიება 589 129 ლარის და 6600 გირვანქა სტერლინგის ოდენობით. ყველაზე დიდი თანხა გამოეყო ააიპ საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდს პიანისტთა კონკურსის ჩატარებისთვის.

kult6

2013 წლის ოქტომბრის თვეში დაფინანსდა ყველაზე მეტი 24 ღონისძიება 719 191 ლარის და 13 111 ევროს ოდენობით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 327 420 ლარი გამოეყო სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს“ თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.

ოქტომბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხით (101 573 ლარი) დაფინანსდა აგრეთვე  შპს „გაზეთი იბერია“ ლონდონში სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გამოფენის და დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაციის მოწყობისთვის.

kult72013 წლის ნოემბრის თვის მონაცემები მოიცავს მხოლოდ 1 – 8 ნოემბერი პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დაფინანსებულია 7 ღონისძიება 91 215 ლარით. ყველაზე დიდი თანხა 37 000 ლარი გამოყოფილია ააიპ საქველმოქმედო ფონდი ხელოვანები თანადგომისათვის დევნილთა სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.

kult8ჩვენს მიერ ზემოთ, წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით აღნიშნულ პერიოდში 92 ღონისძიებაზე გადანაწილებულია  2 689 992 ლარი. რაც შეეხება 2013 წლის საწყისი სამი თვის მონაცემებს, რომელიც უკვე წარმოდგენილი იყო ჩვენს მიერ, არ გამოირჩევიან  დიდი თანხების გამოყოფით. 2013 წელს დაფინანსებული ღონისძიებები თვეების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:

kult9ზემოთ მოყვანილი 2013 წლის მონაცემები მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ წინა წლებთან შედარებით სამინისტროს მიერ კონკრეტული ღონისძიებებისთვის თანხების გამოყოფა მკვეთრად შემცირებულია.  მაგალითად 2010  წელს  მხოლოდ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ კრის დე ბურგის კონცერტის ორგანიზებისთვის გამოეყო 1 484 826 ლარი. 2011 წელს მხოლოდ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“  MTV GEORGIA LIVE-ის  დაფინანსებისთვის გამოეყო 2 000 000 დოლარი.   2012 წელს მხოლოდ შპს „არტ ბათუმს“  მიუზიკლის ვერის უბნის მელოდიების ორგანიზებისთვის გამოეყო  1 716 985 ლარი.

დეტალურად წინა წლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები 2010-2011

კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები 2012

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in დაფინანსებული ღონისძიებები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s