ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების გაჭიანურებული პროცესი

sataur2013 წლის 1 სექტემბერს  ძალაში შევიდა, საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს №219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ “.  აღნიშნული დადგენილების მიხედვით 2013 წლის 31 დეკემბრამდე მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ „საჯარო ინფორმაციის“ გვერდის შექმნა და დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული 2013 წლის ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე.

დადგენილებაში ასევე ვხვდებით ჩანაწერს, რომ კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია  წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. შესაბამისად მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ორგანოებს 2013 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველეყოთ 2013 წლის საწყისი სამი კვარტალის მონაცემების და იმგვარი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც განახლებას ექვემდებარება  მხოლოდ გარკვეული ცვლილების შემთხვევაში.

აღნიშნული დადგენილება, როგორც მოგეხსენებათ ვრცელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიაზე, სამინისტროებზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებზე.  ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდები, საიდანაც გამოჩნდა, რომ ხსენებული დადგენილებით დაკისრებული ვალდებულება მთელი რიგი დაწესებულებების მიერ კვლავ  არ არის  შესრულებული.

  • მთავრობის კანცელარია, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრის აპარატები

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიამ მთავრობის ვებ-გვერდზე უზრუნველყო საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის უდიდესი ნაწილის განთავსება.

სამინისტროებიდან საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებით გამორჩეულები არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. მათ სრულყოფილად უზრუნველყვეს საკუთარ ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და 2013 წლის 31 დეკემბრამდე დაკისრებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის  უდიდესი ნაწილის განთავსება.

სამინისტროებიდან საკუთარ ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის გვერდი არ შეუქმნიათ  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს.

reitinggggggggg

საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესახებ მდგომარეობა ზემოთ ხსენებულ დაწესებულებებში განსხვავებულია. საკუთარ ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ელექტრონული სისტემა შექმნეს მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. მათ ვებ-გვერდზე შექმნილ განყოფილებებში „საჯარო ინფორმაცის მოთხოვნა“ არსებული ველების შევსებით მომხმარებელს აქვს საშუალება გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხმარებლებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოსათხოვნად ამისამართებს მოქალაქის პორტალზე – my.gov.ge. დანარჩენის შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის საშუალებას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ან დაწესებულების ოფიციალური ელექტრონული მისამართები,

რომლებზეც ხშირ შემთხვევაში არ არის მითითება,  თუ რა ფორმით და რომელ კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე უნდა გააგზავნოს მომხმარებელმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილი.

  • სსიპ-ები და საქვეუწყებო დაწესებულებები

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა 76 სსიპ-ისა და საქვეუწყებო დაწესებულების მდგომარეობა საიდანაც გაირკვა, რომ  17  მათგანს საერთოდ არ აქვს ვებ-გვერდი. ხოლო დანარჩენი 59-დან მხოლოდ 45 მათგანმა უზრუნველყო საკუთარ ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა.

chart

აღნიშნული 45 დაწესებულებიდან, რომლებმაც უზრუნველყვეს საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა გარკვეული ინფორმაცია უდევს მხოლოდ 33 მათგანს, ხოლო დანარჩენებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება ამ მომენტისათვის არ განუხორციელებიათ.

სსიპ-ებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ვებ-გვერდი და არ უზრუნველყვეს მათზე დაკისრებული საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა წარმოადგენენ:

1.    სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
2.    სახელმწიფო ხაზინა
3.    შსს – მომსახურების სააგენტო
4.    სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
5.    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სასწავლო ცენტრი
6.    დაცული ტერიტორიების სააგენტო
7.    გარემოს ეროვნული სააგენტო
8.    სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა
9.    საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
10.  კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
11.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
12.  ღვინის ეროვნული სააგენტო
13.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ლაბორატორია
14.  ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემების და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი

სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში  საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის საშუალებას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ან დაწესებულების ოფიციალური ელექტრონული მისამართები, რომლებზეც ხშირ შემთხვევაში არ არის მითითება,  თუ რა ფორმით და რომელ კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე უნდა გააგზავნოს მომხმარებელმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილი, რაც მომხმარებელს ფაქტიურად არ აძლევს საშუალებას აღნიშნული მომსახურებით ისარგებლოს.

როგორც ზემოთ მოყვანილმა ანალიზმა აჩვენა 2013 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს №219 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ კვლავ არ არის შესრულებული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტრო, რომლებმაც  საერთოდ არ უზრუნველყვეს საკუთარ ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა. სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის, რომლებმაც არ განახორციელეს არანაირი ქმედება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით, სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაქვემდებარებული უწყებები ჭარბობენ.

IDFI- მოუწოდებს საჯარო დაწესებულებებს უახლოეს მომავალში უზრუნველყონ  31 დეკემბრის მდგომარეობით სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი  ინფორმაციის საკუთარ ვებ-გვერდებზე განთავსება.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ., კატეგორიის გარეშე, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s