კულტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს დაფინანსებული ღონისძიებები

Georgian_Ministry_of_Culture_logo2013 წლის 29 მარტს IDFI-მ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე წერილის მიღების მომენტამდე განხორციელებული  სოციალური და კულტურული ღონისძიებებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, ხელშეკრულების მხარეებისა და ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მითითებით. 2013 წლის 12 აპრილს სამინისტრომ სრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში განხორციელებულ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებზე სულ გაწია შემდეგი სახის ხარჯები:

  • 486 582 ლარი
  • 5 987,72 აშშ დოლარი
  • 41 029 ევრო
  • 47 500 რუსული რუბლი
  • 9 750 შვეიცარული ფრანკი

საინტერესოა აღნიშნული თანხების მიზნობრიობა. კერძოდ, ირკვევა, რომ:

  • 99 550 ლარი გადაერიცხა ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირს ცენტრის საქმიანობისთვის;
  • 61 714 ლარი მოხმარდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მონაწილეობას;
  • 50 750 ლარით სამინისტრომ დაფარა პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურ ენაზე გამოცემის ხარჯები.

kultgonisz_1


kultgonisz_2

kultgonisz_3რაც შეეხება თითოეული ღონისძიების ხარჯთაღრიცხვას, ზოგ შემთხვევაში მიღებული ინფორმაცია მეტყველებს დაფინანსებული ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის პირობითობას მაგ. იხილეთ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვა.

kulturamansankan

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა მათ მიერ დაფინანსებული ყველა ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა გარდა პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურ ენაზე გამოცემისათვის გადაცემული თანხისა.

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in დაფინანსებული ღონისძიებები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to კულტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს დაფინანსებული ღონისძიებები

  1. Pingback: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებები (2013 აპრილი- 2013 ნოემბერი) |

  2. Pingback: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებები (2013 აპრილი- 2013 ნოემბერი) |

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s