თბილისის მერიის 2013-2014 წლების ხარჯები

2014 წლის 5 ნოემბერს IDFI-იმ ქალაქ თბილისის მერიას მიმართა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თბილისის მერიას ინსტიტუტის არცერთი მოთხოვნა უპასუხოდ არ დაუტოვებია. მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც უკავშირდება 2013-2014 წლებში ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაცემულ პრემიებს და სახელფასო დანამატებს, სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს და აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგებს.

ქალაქ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წელს მერიის თანამშრომლებზე სულ გაცემულია 11 438 501 ლარის ოდენობის პრემიადა 3 070 724 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი. 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) თბილისის მერიის თანამშრომლებს პრემიის სახით მიღებული აქვთ 7 908 767 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 2 628 079 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში გაცემული პრემიების უდიდესი ნაწილი 7 844 269 ლარი თბილისის მერიის თანამშრომლებზე გაცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

Continue reading

Posted in ავტოპარკის ხარჯები, დაფინანსებული ღონისძიებები, თბილისი, მივლინებები, სახელფასო ფონდები და პრემიები, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები, ქ. თბილისის მერია | დატოვე კომენტარი

თბილისის საკრებულოში გაცემული პრემიები (2013 ნოემბერი-2014 ნოემბერი)

sakrebuloo2013 წლის დეკემბრის თვეში ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო 2013 წლის საწყისი 10 თვის (იანვარი-ოქტომბერი) განმავლობაში თბილისის საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯების, მათ შორის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ ანგარიშში ინსტიტუტი აქტიურად მოუწოდებდა თბილისის საკრებულოს შეწყვეტილიყო დაუსაბუთებელი სოლიდური ყოველთვიური პრემიების გაცემის პრაქტიკა. მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც თბილისის საკრებულოდან მიღებული უახლესი მონაცემებიდან ირკვევა, 2013 წლის ნოემბრის თვის შემდგომ არამცთუ შემცირდა, არამედ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან და მაშინდელი მოქმედი საკრებულოს წევრების უფლებამოსილების მოახლოებულ შეწყვეტასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა საკრებულოში ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა.

კერძოდ, 2013 წლის 1 ნოემბერიდან – 2014 წლის ივნისის ჩათვლით (სულ 8 თვე) თბილისის საკრებულოს წევრებზე გაიცა 1 247 206 ლარის პრემია, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობაზე (439 276 ლარი). მსგავსი მდგომარეობაა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების თვალსაზრისითაც.

 

როგორც მოგეხსენებათ 2014 წლის ივნისის თვეში მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ბატონი ირაკლი შიხიაშვილის მიერ წინასწარ გამოცხადებული იქნა, რომ მათი მოწვევის ბოლო თვეში საკრებულოს წევრებზე პრემია გაიცემოდა თანამდებობრივი სარგოს 300%-ის ოდენობით, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე 200%-ის ოდენობით. 2013 წლის ივნისის თვის დაგეგმილ პრემიებზე საზოგადოების მწვავე რეაქციის გადასაფარად, ბიუროს სხდომაზე მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 300%-იანი პრემიიდან 100% უნდა მოხმარდებოდა ქველმოქმედებას. თუმცა, როგორც თბილისის საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა თბილისის საკრებულოს წევრებზე თანამდებობრივი სარგოს 300% ოდენობით პრემიის გაცემას ერთჯერადი სახე არ ჰქონია და ბატონი ირაკლი შიხიაშვილის მიერ აღნიშნული ოდენობის პრემიების გაცემის გამოცხადების პერიოდისათვის მას უკვე სისტემატური სახე ჰქონდა მიღებული განვლილ თვეებში. ივნისის თვის გარდა საკრებულოს წევრებზე თანამდებობრივი სარგოს 300%-ის ოდენობის პრემია გაიცა 2014 წლის მარტის და აპრილის თვეში.

2013 წლის ნოემბრიდან – 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით (8 თვე) საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 54 516 ლარი, გიორგი მუსხელიშვილს – 45 430 ლარი, გიორგი ტყემალაძეს და ჯაბა სამუშიას – თითოეულს 43 890 ლარი. სხვა საკრებულოს წევრების მიერ მიღებული პრემიების ოდენობა უმრავლეს შემთხვევაში არ ჩამოუვარდება 40 000 ლარს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 6 959 000 ლარი, საიდანაც 2014 წლის საწყისი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიებზე ათვისებულია 3 487 270 ლარი. თუ შევადარებთ განვლილი წლების მონაცემებს ვნახავთ, რომ მაგალითად 2012 წელს მთლიანად თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა (3 664 000 ლარი) , რაც 2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიებზე (3 487 270 ლარი).

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წლის ივნისის თვის შემდგომ ახალი საკრებულოს მოწვევის პირობებში საკრებულოს წევრებზე პრემიები აღარ გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომელთა წახალისების პრაქტიკაც მნიშვნელოვნად შემცირებულია (2014 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 271 390 ლარი) 2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში არაგეგმიურად გაცემული მაღალი ოდენობის პრემიებმა, გამოიწვია თბილისის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა – 2014 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურების გეგმამ უკვე შეადგინა 8 338 000 ლარი. მსგავსი მდგომარეობა თბილისის საკრებულოში შეიქმნა აგრეთვე 2013 წელს. 2013 წლის ბიუჯეტის გეგმით აპრილის თვის მდგომარეობით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 4 585 500 ლარი, თუმცა 2013 წელს შრომის ანაზღაურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 6 377 400 ლარი, რაც უმეტესწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2013 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გაიცა ძალიან მაღალი პრემიები.

როგორც მოგეხსენებათ თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბატონი ირაკლი შიხიაშვილი ამჯერად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზეა. ინსტიტუტი დაინტერესდა აღნიშნულ დეპარტამენტში მისი მოღვაწეობის დროს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციითაც. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა ბატონ ირაკლი შიხიაშვილს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  ხელმძღვანელის თანამდებობაზე არც პრემია და არც დანამატი არ მიუღია.

თუმცა, ზემოთ ჩვენს მიერ მოყვანილი მონაცემები, რომელიც უკავშირდება 2013-2014 წლებში თბილისის საკრებულოში პრემიების გაცემის პრაქტიკას, კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებზე პრემიების გაცემის სისტემის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება.

ამასთან იმედს გამოვთქვამთ, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ქალაქისა და მისი მოსახლეობის წინაშე მდგარი რეალური პრობლემების მოგვარებაზე ვიდრე საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე გაუმჯობესებაზე.

Posted in საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახელფასო ფონდები და პრემიები | Tagged , | დატოვე კომენტარი

რატომ გამკაცრდა სავიზო რეჟიმი საქართველოში?

visa.deniedდღემდე საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა არსებობდა (საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა, ვიზის აღების საშუალება სასაზღვრო პუნქტზე და ა.შ.), თუმცა სიახლეს არ წამოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო საიმიგრაციო პოლიტიკას გამკაცრება. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე მიღებულ იქნა რიგი სამართლებრივი აქტებისა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 2014 წლის მარტში ძალაში შესული უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული ისეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია როგორიცაა საქართველოს მთავრობის დადგენილება იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა დასაქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განახლებული დადგენილება. უნდა აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები, მრავალი ექსპერტის მიერ აღქმული იქნა საკმაოდ კრიტიკულად. ერთ–ერთი ფაქტორი რომელზეც ისინი მიუთითებდნენ იყო ის, რომ განსხვავებით ყოფილი ლიბერალური მიდგომისგან როდესაც 118 ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, რეფორმის შედეგად აღნიშნული აღარ იქნებოდა შესაძლებელი, კრიტიკის ობიექტი გახდა აგრეთვე საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადის 180-დღიან პერიოდში 90 დღით ცვლილება.

IDFI დაინტერესდა იმით, თუ რომელ საერთაშორისო აქტებს ან/და ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრება. შესაბამისად ა.წ. 12 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის მიღების განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავრობას. გვინდა მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან გამოდინარე წარმოგიდგინოთ მოკლე შეჯამება იმ არგუმენტებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში და მოგაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი საკანონდებლო აქტების მომზადების პროცესის შესახებ.

Continue reading

Posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ. | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები

fuliროგორც ცნობილია, საქართველოში თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადებში წარდგენის კონტროლს ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო. მაგალითად, მათი მონაცემებით 2012-2014 წლებში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 თვის ვადაში ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაარღვია ცხრა თანამდებობის პირმა. რვა მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა დაკისრებული სახდელისგან.

ამავე დროს, დეკლარაციის წარდგენის ვადების კონტროლისგან განსხვავებით, დეკლარირებული ფინანსური მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თანამდებობის პირს, რომელიც წარადგენს აღნიშნულ მონაცემებს, თუმცა არცერთ უწყებას არ აქვს აღნიშნული მონაცემების სიზუსტის მონიტორინგის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კანონით გათვალისწინებულ ვადაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამასთან საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ორი კვირის შემდეგაც თანამდებობის პირი არ აღმოფხვრის სამართალდარღვევას), ისევე როგორც ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციაში განზრახ არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისთვის. მოცემული მუხლის თანახმად, კი აღნიშნულ ქმედებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი ჯარიმის, საზოგადოებრივი შრომის, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით.

IDFI პერმანენტულად ახორციელებს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს და ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციაში ჩვენს მიერ დაფიქსირებული არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევები. Continue reading

Posted in თანამდებობის პირები | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 2013-2014 წლების ანგარიში

access

2013 წლის ოქტომბერში ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, განაახლა პროექტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – http://www.opendata.ge, რომელიც წარმოადგენს 2010 წელს ინსტიტუტის მიერ დაწყებული პროექტის გაგრძელებას. პროექტის ფარგლებში ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ძირითად კომპონენტს, წინა პროექტების მსგავსად, კვლავაც წარმოადგენს საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი-შეფასება.

2014 წლის მაისის თვეში IDFI-იმ წარმოადგინა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი-შეფასება საქართველოს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში (პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატები, აჭარის ა/რ მთავრობა და სამინისტროები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, აფხაზეთის ა/რ მთავრობა). ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილია 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, საქვეუწყებო და სხვა საჯარო დაწესებულებებში (სულ 80 საჯარო დაწესებულება).

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ 61 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და საქვეუწყებო დაწესებულებას ინსტიტუტმა მიმართა 1009 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით:

  • ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 429 განცხადებაზე;
  • არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 40 მოთხოვნაზე;
  • უარს ადგილი ჰქონდა 17 შემთხვევაში;
  • უპასუხოდ დატოვებული იქნა 202 მოთხოვნა;
  • 321 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ქვემოთ დიაგრამებზე მოყვანილ პროცენტულ მონაცემებში და ასევე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლების შედგენისას ასახული არ არის საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული იმგვარი პასუხები, სადაც იუწყებიან რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ან კონკრეტული ქმედება არ განუხორციელებიათ. შესაბამისად სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების შემთხვევაში მონაცემები წარმოდგენილია ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ 688 განცხადებაზე მიღებული პასუხების მიხედვით.

Continue reading

Posted in საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები, სტატისტიკა | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან

2014 წლის 1 ივლისს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა სხვადასხვა შინაარსის საჯარო მონაცემები (ჩამონათვალი იხილეთ განცხადებაში).

სამწუხაროდ, პროკურატურის მხრიდან ჩვენს განცხადებას პასუხი არ მოყოლია. საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონმდებლობით გათვალიწინებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის უმოქმედობა ინსტიტუტმა 31 ივლისს გაასაჩივრა ზემდგომ თანამდებობის პირთან, საქართველოს მთავარ პროკურორთან.

3 სექტემბერს ინსტიტუტმა მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება ჩვენს მიერ წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით. წერილში განმარტებულია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არის ღია საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ხაზგასმულია, რომ ადმინისტრაციული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

Continue reading

Posted in სახელფასო ფონდები და პრემიები | დატოვე კომენტარი

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის: აქამდე საიდუმლო დეტალები

20140521130821news_31882007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს “სი-ტი პარკს” შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

IDFI აქამდეც ცდილობდა[1] მოეპოვებინა ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, თუმცა 2013 წლის დეკემბერში ინსტიტუტმა მიიღო ხელშეკრულების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მერიის ცნობით არ წარმოადგენდა შპს „სი-ტი პარკის“ კომერციულ საიდუმლოს.

როგორც თბილისის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით გასაჯაროებული ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ხელშეკრულებისა და დანართების ათობით სხვადასხვა მუხლი და ქვეპუნქტი, დანართების დიდი ნაწილი და ხელშეკრულებაში შესული სამი ცვლილება. Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ლტოლვილის სტატუსის, მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვების გაცემის სტატისტიკა

 

  • ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების სტატისტიკა

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ეს სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში.

IDFI-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 1300-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა, 30 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ძირითად რაოდენობას აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, მაძიებელთა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეიძლება აიხსნას საერთაშორისო მოვლენებით. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა და არსებულმა საომარმა მოქმედებებმა აიძულა ამ ქვეყნების მოქალაქეები დაეტოვებინათ საცხოვრებელი და თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემართათ სხვადასხვა სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის.

თვალსაჩინო მაგალითისათვის, 2005 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა. 2005 წელს თავშესაფარი 23 უცხოელმა ითხოვა, 2006 წელს – 19; 2007 წელს – 21; 2008 წელს 33; 2009 წელს – 43; 2010-ში კი 57. აქედან, უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეადგენდნენ.

ამ ფონზე, თვალშისაცემი გახდა ბოლო ორი წლის მონაცემების მკვეთრი ზრდა. 2012 წელს საქართველოს მთავრობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით 599 განმცხადებელმა მიმართა, მათ შორის იყო 443 ერაყელი წარმომავლობის მოქალაქე. წარმოდგენილი მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 44 განცხადება. 2013 წელს კი თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯამში 717 უცხოელმა ითხოვა მათ შორისაც ჭარბობდა ერაყელი წარმოშობის 478 მოქალაქე. აქედან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი 31 მოქალაქეს მიენიჭა.

ერაყის მოქალაქეების გააქტიურება თავშესაფრის ძიების მხრივ, კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს უკავშირდება. მათი უმრავლესობა მეორედ არის დევნილობაში, თავის დროზე ერაყში მიმდინარე კონფლიქტის გამო მათ დატოვეს თავიანთი ქვეყანა და მიიღეს თავშესაფარი სირიისგან, ხოლო სირიაში განვითარებული მოვლენების გამო მათ ამ ქვეყნის დატოვებაც და თავშესაფრის სხვაგან ძიება მოუხდათ.

Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

მთავრობის კანცელარიის (ადმინისტრაციის) 2013 -2014 წლების სხვადასხვა ხარჯები

 

  • სამივლინებო ხარჯები

 

2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე საქართველოს პრემიერ მინისტრების ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 155 825 ლარი. აღნიშნული თანხიდან ბიძინა ივანიშვილის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 19 613 ლარს (დღიური –  6 899 ლარი, სასტუმრო – 12 714 ლარი), ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის 136 212 ლარს (დღიური – 14 886 ლარი, სასტუმრო – 98 004 ლარი, გზა – 23 332 ლარი). ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძვირადღირებული  ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში – 7 758 ლარი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში – 43 817 ლარი.

 

 

Continue reading

Posted in მთავრობა | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

პროკურატურის მიერ ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია

miyuradebaaa2014 წლის მარტის თვეში IDFI -იმ შემოგთავაზათ ფარული მიყურადების შესახებ სტიტისტიკური ინფორმაციის გასაჯაროების პრაქტიკა სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მაგალითზე.  ხსენებულ  სტატიაში ჩვენს მიერ აღნიშნული იქნა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინსტიტუტის თებერვლის თვეში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე,  რომელიც ეხებოდა 2012 – 2014 წლებში ფარული მიყურადების შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, სრულყოფილი პასუხის გასაცემად მოითხოვა ოთხ თვიანი ვადა (პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზე მოწოდებული იქნა მხოლოდ 2013 წლის 25 ოქტომბრიდან  2014 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში მთავარი პროკურატურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის კავშირგაბმულობის არხებიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ მიმართული შეუმდგომლობების რაოდენობა, რამაც შეადგინა 18 შემთხვევა).

2014 წლის 12 ივლისს (4 თვის  გასვლის შემდგომ) IDFI – იმ საქართველოს პროკურატურიდან დამატებით მიიღო მიყურადების შესახებ დანარჩენი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები. როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 96 შუამდგომლობით კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ და 2 შუამდგომლობით კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე.

  Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი