კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აუდიტის ანგარიში

კუდIDFI- იმ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აუდიტის ანგარიში, სადაც წარმოდგენილია 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები. ანგარიშში წარმოდგენილია უარყოფითი მოსაზრებები დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისობასთან, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, მივლინებებთან, ავტომანქანების შეკეთების ხარჯებთან  და შრომის ანაზღაურებასთან.

  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები

2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს გაფორმებული აქვს 725  ხელშეკრულება, რომელთაგან 58 გაფორმდა ტენდერების საფუძველზე, ხოლო დანარჩენი 667 ხელშეკრულება  გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვით. დეპარტამენტის მიერ ხშირ შემთხვევებში გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად მოტანილია კანონით განსაზღვრული გასაიდუმლოების აუცილებლობის მოტივი, თუმცა დეპარტამენტის მიერ ასეთი მოტივით გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას უგულებელყოფილია კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გამარტივებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ოდენობას, ასევე არ უნდა მოხდეს შესყიდვის განხორციელების გაჭიანურება, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას გადაუდებლად შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა.  მაგალითად დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვით განახორციელა შემდეგი შესყიდვები:

კონდიციონერების მომსახურება – 26 700 ლარი (შპს ჯესკო ჯგუფი)

უნიფორმა- 22 600 ლარი (შპს სამკერვალო მაუდი)

კომპიუტერული მოწყობილობები – 30 100 ლარი (შპს ალგორითმი)

ავეჯი – 41 500 (შპს მოდერნ ვილა)

ყველა ზემოაღნიშნული შესყიდვები წინასწარ გაწერილი იყო სახელმწიფო შესყიდვების გეგმით. წლის დასაწყისიდან დეპარტამენტს ჰქონდა დრო ტენდერების გამოსაცხადებლად და შეეძლო შესყიდვები არ გაეჭიანურებინა.

  •  მივლინებებთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები

2011 წლის იანვრიდან 2012 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ მივლინებებზე გახარჯულია 1 722 300 ლარი, საიდანაც 1 144 700 ლარი დაიხარჯა ქვეყნის გარეთ მივლინებებზე.  ხშირ შემთხვევებში ქვეყნის გარეთ მივლინებები იგეგმებოდა არასწორად  რის, გამოც ხდებოდა მივლინების ვადების გაგრძელება და უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავის  ბილეთების გაუქმება. აღნიშნულ ბილეთებში გადახდილი თანხები უკან არ ბრუნდებოდა და საჭირო ხდებოდა დამატებითი ხარჯების გაწევა.

ქვეყნის შიგნით მივლინებებზე საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას გაწეული იყო იმგვარი ხარჯები, რომელიც აღემატებოდა არა მხოლოდ საქართველოში არსებულ საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ ისეთი ქვეყნებისა მაგალითად როგორიცაა: აშშ, იტალია, ავსტრია და ა.შ. მაგალითად ქ. ბათუმში მივლინებულ ხელმძღვანელ პირს აუნაზღაურდა საცხოვრებელი ფართის დაქირავების დღიური ხარჯი 405 ლარის ოდენობით.

მივლინების ბრძანებები ხშირ შემთხვევაში გამოცემულია მოსამსახურეთა მივლინებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ, არ აქვს მინიჭებული საიდუმლოების გრიფი, მაგრამ მაინც გაურკვეველია გამგზავრების მიზანი.

mivlinebabatumshi

 

  • ავტომანქანების შეკეთებასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები

2011 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისათვის გაწეულია  2 813 400 ლარის ხარჯი, საიდანაც მიმდინარე რემონტის ხარჯმა შეადგინა 2 308 800 ლარი. გარკვეულ შემთხვევებში ავტომანქანების საბალანსო ღირებულებასთან შედარებით გაწეული მიმდინარე რემონტის ხარჯები არაგონივრულად მაღალია:

avtomobilisremonti

ავტომანქანების მიმდინარე რემონტზე 2011 წელს გაწეულია 1 022 650 ლარის ფაქტობრივი ხარჯი, ხოლო 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით 1 132 917 ლარი.

avtomobtveebi

 

  • შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე დეპარტამენტს 2011 წლის განმავლობაში გაწეული აქვს 1 311 200 ლარის საკასო ხარჯი. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო წლიურმა შრომის ანაზღაურებამ 2011 წელს შეადგინა 21 852 ლარი, ხოლო შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო წლიურმა შრომის ანაზღაურებამ – 17 184 ლარი. როგორც გამოჩნდა 2011 წლის განმავლობაში შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო წლიური შრომის ანაზღაურება შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო წლიურ ანაზღაურებას აღემატება 4 668 ლარით, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე კანონდარღვევით გაცემული შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ოდენობამ 2011 წელს შეადგინა 280 100 ლარი. მსგავსი მიზეზით კანონდარღვევით გაცემული შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ოდენობამ 2012 წლის 11 თვეში შეადგინა 25 300 ლარი.

2011 წლის განმავლობაში პრემიის სახით გაცემულია 3 859 700 ლარი, ხოლო 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით 2 626 400 ლარი. 2011 წელს დეპარტამენტის დირექტორს შრომის ანაზღაურების სახით დაერიცხა 104 200 ლარი, საიდანაც პრემიის სახით მიღებული აქვს 66 700 ლარი. ნოემბრის თვეში დირექტორს ერთჯერადად პრემიის სახით დაერიცხა 14 500 ლარი. დირექტორის მოადგილეების 2011 წელს მიღებული პრემიების ოდენობა მერყეობს 29 300 – დან 39 900 ლარამდე.

premiaaa

2012 წლის აგვისტოს თვეში დეპარტამენტის დირექტორს პრემიის სახით მიღებული აქვს 18 750 ლარი. სულ ივლისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პრემიის სახით მიღებული აქვს 39 500 ლარი. მინისტრის ბრძანებებში პრემიის გაცემის საფუძვლად მითითებულია ზოგადად „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის“, თუმცა უცნობია თუ რა კონკრეტული დამსახურებებისათვის არის გაცემული ზემოთხსენებული ოდენობის პრემიები.

 ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი არსებითი ასპექტების გათვალისწინებით აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმულია მოსაზრება, რომ დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობა არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

daskvna

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები, სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s