განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსებული მოქალაქეები

satauradინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია უწყების მიერ 2011-2014 სასწავლო წლებში საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურით  დაფინანსებული მოქალაქეების შესახებ. ანალოგიური შინაარსის მოთხოვნით ინსტიტუტმა მიმართა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად დაფინანსებული მოქალაქეებს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, IDFI- იმ წარმოადგინა კვლევა, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის  სასწავლებლებში დაფინანსებული მოქალაქეები.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2011-2014 სასწავლო წლებში სამინისტროს მიერ სულ გამოყოფილია 9 571 207 ექვივალენტი ლარის (1 515 693 აშშ დოლარი, 805 223 ლარი, 626 519 სტერლინგი, 93 465 შვეიცარიული ფრანკი, 910 000 რუსული რუბლი, 38 322 კანადური დოლარი, 6601 ლარი) დაფინანსება. აღნიშნული დაფინანსება სასწავლო წლების მიხედვით თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული და გამოიყურება შემდეგნაირად:

1მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სასწავლო წლების მიხედვით გამოყოფილი თანხები  თითქმის უტოლდება ერთმანეთს, დაფინანსებულ პირთა რაოდენობა სასწავლო წლების მიხედვით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2011-2012 სასწავლო წლებში საზღვარგარეთ სწავლისთვის დაფინანსებულია 199 პირი , 2012 -2013 სასწავლო წლებში 103 პირი, ხოლო 2013-2014 სასწავლო წლებში – 80 პირი.

2011-2012 წლებში დაფინანსებულთა სიმრავლე ძირითადად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 69 პირი შედარებით მცირე დაფინანსებით (თითოეულს 1332 ევრო) გაემგზავრა მალტაში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე.

2ზემოთ მოყვანილი 2011-2012, 2012-2013 და 2013-2014  სასწავლო წლებში საზღვარგარეთ სასწავლებლად დაფინანსებული პირთა რაოდენობები, მოიცავს ერთი და იგივე პირებსაც, რომლებიც დაფინანსდნენ სხვადასხვა სასწავლო წლებში.  ერთჯერადად და სხვადასხვა სასწავლო წლებში დაფინანსებული ერთი და იგივე პირების რაოდენობა გამოიყურება შემდეგნაირად:

  • ერთჯერადად დაფინანსდა 254 პირი
  • ორ  სასწავლო წელში დაფინანსდა 46 პირი.
  • სამივე სასწავლო წელში დაფინანსდა 12 პირი3
    • საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსება ქვეყნების მიხედვით

2011-2014  სასწავლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსა საზღვარგარეთის 19 ქვეყნის სასწავლებლებში. როგორც დაფინანსებულ პირთა ასევე გამოყოფილი თანხის სიდიდით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები. 2011-2014 სასწავლო წლებში აშშ-ში დაფინანსებულია 107 პირი 3 999 246  ექვივალენტი ლარით (2 392 609 აშშ დოლარი). რიგით მეორეს, ორივე კომპონენტის (გამოყოფილი თანხა, დაფინანსებულთა რაოდენობა) მიხედვით  წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი, სადაც დაფინანსებულია 95 პირი 2 484 879 ექვივალენტი ლარით (931 399 სტერლინგი). რაც შეეხება რიგით მესამეს, გამოყოფილი თანხის სიდიდით, წარმოადგენს ნიდერლანდების სამეფო (780 202 ექვივალენტი ლარი), თუმცა აღნიშნული თანხით დაფინანსებულია მხოლოდ 17 პირი.

42011-2014 წლებში გამოყოფილი თანხის სიდიდით სამივე სასწავლო წლის მანძილზე გამორჩეულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სასწავლებლები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013-2014 სასწავლო წლების განმავლობაში დაფინანსებულია ისეთი ქვეყნების სასწავლებლები, რომლის დაფინანსებასაც წინა სასწავლო წლებში ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, 2013-2014 სასწავლო წლებში, წინა წლებთან განსხვავებით  დაფინანსებულია საფრანგეთის, რუსეთის, ნორვეგიის, კანადის და ესპანეთის სასწავლებლები, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით აღარაა დაფინანსებული ისეთი ქვეყნების სასწავლებლები, როგორიცაა: ესტონეთი, თურქეთი, მალტა, პორტუგალია და უნგრეთი.

5

  • დაფინანსებული პირები  საზღვარგარეთის სასწავლებლების მიხედვით

2011-2012 სასწავლო წლებში საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსა საზღვარგარეთის 12 ქვეყნის სასწავლებლებში.

ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებიდან ყველაზე მეტი პირი (14) აღმასრულებელ მენეჯმენტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაფინანსდა George Mason University -ში, ხოლო ყველაზე დიდი თანხა ერთ პირზე გამოყოფილია Georgetown University- ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე – 61 865 აშშ დოლარი.

დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში ყველაზე მეტი პირი (31) ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე  დაფინანსდა  New College Nottingham-ში, ხოლო ყველაზე დიდი თანხა (34 450 ფუნტი სტერლინგი) ერთ პირზე გამოყოფილია ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

2011-2012 სასწავლო წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილ  10 ყველაზე მსხვილ გრანტს შორის  მოხვდა აგრეთვე ნიდერლანდების სამეფოს სასწავლებელში – Webster University დაფინანსებული მოქალაქე.

სრულად 2011-2012 სასწავლო  წლებში დაფინანსებული პირების შესახებ ინფორმაცია საზღვარგარეთის სასწავლებლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმული 2011-2012.

661

2012-2013 სასწავლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსა საზღვარგარეთის 10 ქვეყნის სასწავლებლებში.

ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებიდან ყველაზე მეტი პირი  (4) მუსიკალური განათლების (ფორტეპიანო, ვიოლინო) მისაღებად  დაფინანსდა Julliard School -ში, ხოლო ყველაზე დიდი თანხა ერთ პირზე გამოყოფილია Emory University – ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე – 50 000 აშშ დოლარი.

დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებიდან 2011-2012 სასწავლო წლების მსგავსად  ყველაზე მეტი პირი (6) დაფინანსდა ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე    New College Nottingham-ში, ხოლო ყველაზე დიდი თანხა (37 500 სტერლინგი) ერთ პირზე გამოყოფილია იმპერიალ კოლეჯ ლონდონი სტატისტიკის სპეციალობაზე.

2012-2013 სასწავლო წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილ 10 ყველაზე მსხილ გრანტს შორის მოხვდა აგრეთვე იტალიის სასწავლებელში –  Mib School of Management დაფინანსებული მოქალაქე.

სრულად 2012-2013 სასწავლო  წლებში დაფინანსებული პირების შესახებ ინფორმაცია საზღვარგარეთის სასწავლებლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმული 2012-2013.

771

2013-2014 სასწავლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსა საზღვარგარეთის 14  ქვეყნის სასწავლებლებში.

ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებიდან ყველაზე მეტი პირი  (3) მუსიკალური განათლების (ფორტეპიანო) მისაღებად  დაფინანსდა Boston Conservatory -ში, ხოლო ყველაზე დიდი თანხა ერთ პირზე გამოყოფილია ნიუ-იორკის კინოაკადემიის  კინორეჟისორის სპეციალობაზე – 63 576 აშშ დოლარი.

დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებიდან  ყველაზე დიდი თანხა (44 150 სტერლინგი) ერთ პირზე გამოყოფილია ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე.

2013-2014 სასწავლო წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილ 10 ყველაზე მსხვილ გრანტს შორის მოხვდა აგრეთვე ესპანეთის სამეფოს , ნიდერლანდების სამეფოს და შვედეთის სასწავლებლებში დაფინანსებული მოქალაქეები.

სრულად 2013-2014 სასწავლო  წლებში დაფინანსებული პირების შესახებ ინფორმაცია საზღვარგარეთის სასწავლებლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმული 2013-2014.

881

  • საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსება სპეციალობების  მიხედვით

სასწავლო პროგრამებისგან განსხვავებით  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებულ  დოკუმენტაციაში შედარებით მცირეა შემთხვევები, როდესაც არ არის კონკრეტულ პირზე მითითება თუ, რომელი სპეციალობით იქნა დაფინანსებული მისი სწავლა საზღვარგარეთ. აღნიშნული ინფორმაცია არ არის მითითებული 22 პირზე გაწეულ 599 892 ლარის დაფინანსებაზე. რაც შეეხება 2011-2014 სასწავლო წლებში საზღვარგარეთ სწავლაზე გაწეული დანარჩენი თანხებიდან  უდიდესი ნაწილი 2 261 835 ლარი გამოყოფილია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი და მენეჯმენტის სპეციალობებზე.

1 490 518 ლარი გამოყოფილია  მუსიკალურ განათლებაზე   (ფორტეპიანო, ვიოლინო, კლარნეტი, ჰობოი, დირიჟორი). შემდეგ  სპეციალობას გამოყოფილი თანხის სიდიდის მიხედვით წარმოადგენს მუსიკალურ განათლებასა    (ფორტეპიანო, ვიოლინო, კლარნეტი, ჰობოი, დირიჟორი) და  ხელოვნებისთვის – 2 233 702 ლარი .  სხვა სპეციალობები  2011-2014 სასწავლო წლებში გამოყოფილი თანხის მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად:

  • ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, მენეჯმენტი – 2 261 835
  • მუსიკალური განათლება  და ხელოვნება – 2 233 702 ლარი
  • ინჟინერია, ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები,არქიტექტურა – 1 483 024 ლარი
  •  სამართალი – 1 235 128 ლარი
  •  უცხო  ენის  შესწავლა –  778 512  ლარი
  •  ექიმ-პათოლოგია – 298 628 ლარი
  •  ჟურნალისტიკა – 158 932 ლარი
  • სხვა სპეციალობები  – 521 557 ლარი

9როგორც ზემოთ აღვნიშნეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტაციაზე 22 პირზე არ არის მითითება თუ, რომელი სპეციალობით იქნა დაფინანსებული მისი სწავლა საზღვარგარეთ. დანარჩენი პირებიდან უმრავლესობა (130 პირი) დაფინანსებულია უცხო ენის შესასწავლად, რომელთაგან 129 დაფინანსდა ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე, ხოლო ერთი თურქული ენის შემსწავლელ კურსზე. შემდეგ სპეციალობას დაფინანსებული პირთა სიმრავლის მიხედვით წარმოადგენს ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი და მენეჯმენტი – 64 პირი. სხვა სპეციალობები  2011-2014 სასწავლო წლებში დაფინანსებული პირების  მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად:

  • უცხო  ენის  შესწავლა –  130 პირი
  • ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, მენეჯმენტი – 64 პირი
  • მუსიკალური განათლება  და ხელოვნება – 58 პირი
  • ინჟინერია, ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები,არქიტექტურა – 53 პირი
  • სამართალი – 24  პირი
  • ექიმ-პათოლოგია – 6 პირი
  • ჟურნალისტიკა – 4 პირი
  • სხვა სპეციალობები  – 21 პირი

10

2011-2012 სასწავლო წლებში ყველაზე მეტი პირი -114 დაფინანსებულიაინგლისური ენის  საზღვარგარეთ შესწავლის მიზნით, ხოლო  ყველაზე დიდი თანხით ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი და მენეჯმენტის სპეციალობებით – 652 389 ლარი .

2012-2013 სასწავლო წლებში ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილია მუსიკალური (ფორტეპიანო, ვიოლინო, კლარნეტი, ჰობოი, დირიჟორი)  განათლებისთვის, ხოლო ყველაზე მეტი პირი – 30 დაფინანსებულია ინჟინერია, ტექნოლოგიები, არქიტექტურა და კომპიუტერულ მეცნიერებებზე.

ყველა პირი (22) , რომელზეც არ არის მითითებული თუ რომელი სპეციალობით იქნა მათვის გამოყოფილი თანხები, დაფინანსებულია 2012-2013 სასწავლო წლებში.   დანარჩენ შემთხვევაში ხსენებულ სასწავლო წლებში ყველაზე მეტი პირი (19) დაფინანსებულია ინჟინერია, ტექნოლოგიები, არქიტექტურა და კომპიუტერულ მეცნიერებებზე, ხოლო ყველაზე დიდი თანხა (782 209 ლარი)  გამოყოფილია  ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის სპეციალობით.

11

  • საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსება  სასწავლო პროგრამების მიხედვით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებული  დოკუმენტაცია სამწუხაროდ ყველა პირზე არ იძლევა ინფორმაციას, თუ რომელ კონკრეტულ სასწავლო პროგრამაზე იქნა დაფინანსებული. 2011-2014 სასწავლო წლებში გამოყოფილი თანხებიდან 3 094 220 ლარის შემთხვევაში არ არის მითითებული სასწავლო პროგრამის კონკრეტული დასახელება. რაც შეეხება დანარჩენ თანხებს, რომელზეც მითითებულია კონკრეტული სასწავლო პროგრამა, ყველაზე დიდი ნაწილი 2 313 454 ლარი  გამოყოფილია სამაგისტრო პროგრამაზე. მას მცირედით ჩამოუვარდება საბაკალავრო პროგრამა – 2 073 456 ლარი. ხოლო სხვა პროგრამები, გამოყოფილი თანხის მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად:

  • სამაგისტრო პროგრამა – 2 313 454 ლარი
  • საბაკალავრო პროგრამა – 2 073 456 ლარი
  • კვალიფიკაციის ამაღლება –  924 164 ლარი
  • ენის შემსწავლელი კურსები – 778 512 ლარი
  • პროფესიული მოსამზადებელი კურსი – 256 485 ლარი
  • დოქტორანტურა – 130 914 ლარი

122011-2014 სასწავლო წლებში დაფინანსებული პირებიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე 66 პირზე არ არის მითითებული კონკრეტული სასწავლო პროგრამა. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ყველაზე მეტი- 130  პირი დაფინანსებულია ენის შემსწავლელ კურსებზე. სხვა სასწავლო პროგრამები დაფინანსებულ პირთა მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად:

  • ენის შემსწავლელი კურსები – 130 პირი
  • ბაკალავრიატი – 68 პირი
  • მაგისტრატურა- 54 პირი
  • კვალიფიკაციის ამაღლება – 53 პირი
  • პროფესიული მოსამზადებელი კურსი – 6 პირი
  • დოქტორანტურა – 5 პირი

13სხვადასხვა სასწავლო წლებში, დაფინანსებული პროგრამების სხვადასხვა ტენდენციები შეინიშნება.  იმ პირების მიხედვით, რომლებზეც მითითებულია სასწავლო პროგრამა 2011-2012 წლებში ყველაზე მეტი პირი დაფინანსებულია ენის შემსწავლელ კურსებზე -114, ხოლო ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილია სამაგისტრო პროგრამებისთვის – 1 020 041 ლარი.  2012- 2013 სასწავლო წლებში  როგორც გამოყოფილი თანხების ასევე დაფინანსებული პირების სიმრავლით გამორჩეულია სამაგისტრო პროგრამა (27 პირი სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსდა 1 215 196 ლარით). რაც შეეხება 2013-2014 სასწავლო წლებს, უმრავლეს შემთხვევაში პროგრამა მითითებული არ იყო, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში როგორც გამოყოფილი თანხების ასევე დაფინანსებული პირების სიმრავლით გამორჩეულია საბაკალავრო  პროგრამა (31 პირი საბაკალავრო პროგრამაზე დაფინანსებულია 905 925 ლარით). ასევე აღსანიშნავია, რომ 2012-2013 წლებში ენის შემსწავლელი კურსების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა არც ერთ პირზე არ არის მითითებული.

14

  • საქართველოს  სასწავლებლებში  დაფინანსებული უცხოელები.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში აგრეთვე ვხდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც  სამინისტრო უფინანსებს   უცხო ქვეყნის   მოქალაქეების საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლას.

2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტში მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა დაუფინანსდა ფიჯის რესპუბლიკის 6 მოქალაქეს, ბურუნდის რესპუბლიკის 3 მოქალაქეს, გაიანას რესპუბლიკის 3 მოქალაქეს, გამბიის რესპუბლიკის 3 მოქალაქეს და სურინამის რესპუბლიკის 5 მოქალაქეს. ფიჯის, ბურუნდის, გაიანას და გამბიის რესპუბლიკების მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსდათ თითოეულს 3 500 ლარით, ხოლო სტიპენდიის სახით სტუდენტებმა მიიღეს 7 200 ლარი. რაც შეეხება სურინამის რესპუბლიკის მოქალაქეებს მათ სწავლა დაუფინასდათ თითოეულს 2 250 ლარით, ხოლო სტიპენდიის სახით მიიღეს 8 400 ლარი.

2013 წელს სწავლა დაუფინასდათ ასევე სომხეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათგან სამს სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო ერთს დოქტორანტურაზე. თითოეულმა მათგანმა სტიპენდიის სახით მიიღო 3 000 ლარი.

15

საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსებული  მოქალაქეების შესახებ ოფიციალური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ უკანასკნელი სამი სასწავლო წლის მანძილზე სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები თითქმის უტოლდება ერთმანეთს.  ამავე დროს, დაფინანსებულ პირთა რაოდენობის კლება ძირითადად განპირობებულია იმ ფაქტორით,  რომ 2013-2014  სასწავლო წლებში, წინა წლებთან  შედარებით, აღარ ხორციელდება საზღვარგარეთ უცხო ენის შემსწავლელი და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსება.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტულ სასწავლო დაწესებულებებს კვლავ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სასწავლებლები. ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2014 სასწავლო წლების განმავლობაში დაფინანსებულია ისეთი ქვეყნების სასწავლებლებში სწავლა, რომლის დაფინანსებასაც წინა სასწავლო წლებში ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, 2013-2014 სასწავლო წლებში, წინა წლებთან განსხვავებით  დაფინანსებულია საფრანგეთის, რუსეთის, ნორვეგიის, კანადის და ესპანეთის სასწავლებლები.

ამავე დროს, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ  2011-2014 სასწავლო წლებში  ყველაზე პრიორიტეტულ სპეციალობებს, რომლებზეც სამინისტრო გამოყოფდა ყველაზე დიდ გრანტებს, წარმოადგენდა ბიზნესის ადმინისტრირებისა და მუსიკალური საკრავების შემსწავლელი  მიმართულებები.

2013-2014 სასწავლო წლებში წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია სამართლის სპეცილობაზე გაწეული დაფინანსება, თუმცა შემცირებულია ინჟინერია, ტექნოლოგიები, არქიტექტურა და კომპიუტერულ მეცნიერებებზე გამოყოფილი თანხები.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in დაფინანსებული ღონისძიებები, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახელმწიფო პროექტები და პროგრამები and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსებული მოქალაქეები

  1. Nika Vibliani says:

    “ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, მენეჯმენტი – 2 261 835
    მუსიკალური განათლება და ხელოვნება – 2 233 702 ლარი”

    თქვენი დებილი დედა მოვტყან ვინც ეს გრანტები ამტკიცეთ!

  2. miriani says:

    ღორობა მუსიკას აქ ვერ ისწავლიან?

  3. mr x says:

    ღორებს მუსიკაში არაფერი გაეგებათ😉

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s