აბორტების სტატისტიკა საქართველოში – 2004-2012 წლები

images52013 წლის 22 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2004-2012 წლებში საქართველოში ჩატარებული აბორტების შესახებ. მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცხრა წლის განმავლობაში (2004-2012)  საქართველოში ორსულობის შეწყვეტის ფაქტებმა საგანგაშო ციფრი 221 160 შეადგინა. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბორტების დინამიკა ყოველწლიურად მატულობს და 2004 წლის მონაცემთან შედარებით 2012 წლის წინასწარი მონაცემი 130%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ხელოვნური აბორტების რიცხვს, 2012 წლის მაჩვენებლებით, ხელოვნური აბორტების რაოდენობა 300 % – ით  არის გაზრდილი 2004 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2011 წელთან მიმართებაში ზრდა 28%-ს შეადეგნს (7394 შემთხვევით მეტი, სულ 34 253 აბორტი). აღნიშნულ პერიოდში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევების დინამიკა წლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე.

Capture

საქართველოში მზარდი ტენდენცია შეინიშნება, როგორც ხელოვნურ ასევე თვითნებური (სპონტანური) აბორტების შემთხვევებშიც. 2004 წლის მონაცემთან შედარებით 2012 წელს თვითნებური აბორტების რაოდენობა გაზრდილია დაახლობით 110% -ით.

xelovn

მნიშვნელოვანია მონაცემები, თუ როგორ გადანაწილდა აბორტები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. როგორც ირკვევა, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები 15 წლამდე მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაშიც არის დაფიქსირებული,  2012 წლის მონაცემებით მათ მიერ ჩატარებული აბორტის 20 შემთხევა დაფიქსირდა (მათ შორის 11 ხელოვნური). 2012 წელს აბორტების ყველაზე  დიდი წილი 48,2% (სულ 18923, მათ შორის ხელოვნური – 16280) მოდის 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე.

asaki

2004-2012 წლებში აბორტების რაოდენობა  ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

asaki2

სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციაში აგრეთვე მოცემულია აბორტების მაჩვენებლები შესაბამისი ასაკის 1000 ქალზე დაანგარიშებით. როგორც ირკვევა 2012 წლის წინასწარი მაჩვენებლით ყოველ შესაბამისი ასაკის 1000 ქალზე აბორტის რიცხოვნობა შეადგენს 31-ს.  აღნიშნული მაჩველებლები წლების  მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:

Capture2

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ საქართველოში აბორტის ძირითადი ოდენობა მეორე და შემდგომ ორსულობაზე მოდის.  2011 – 2012 წლებში პირველი ორსულობის დროს აბორტების კლებადი ტენდენცია შეინიშნება.

pirveliorsuloba

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ საქართველოში მინი აბორტების (ორსულობის 5 კვირამდე პერიოდი) წილი   ორსულობის შეწყვეტის სრული ოდენობის მხოლოდ 34% დან  – 42% მდე მერყეობს.

Capture7

ზემოთ მოყვანილი მონაცემები ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი იქნა აგრეთვე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. მათ მიერ მოწოდებული იქნა 2004-2011 წლების მონაცემები.  სამინისტროდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს შორის გამოვლენილია მცირე განსხვავებები, რომელიც უკავშირდება 2011 წლის მონაცემებს, თუმცა საქართველოში არსებული აბორტების ზრდის საგანგაშო დინამიკა ორივე დაწესებულებიდან მიღებული მონაცემებით დასტურდება.

Capture8

p.s. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოგვიანებით მოწოდებული იქნა 2012 წელს ჩატარებული აბორტების შესახებ მცირედით განსხვავებული (გაზრდილი) მონაცემები. ჩვენს მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები შეცვლილი იქნა სამინისტროსგან მიღებული უახლესი მონაცემებით. 2012 წლის საბოლოო მონაცემებს სამინისტრო 2012 წლის ივნისის თვეში შემოგვთავაზებს. სავარაუდოდ სააბოლოო მონაცემები 2012 წელს საქართველოში ჩატარებული აბორტების შესახებ კიდევ გაიზრდება.

სტატიის გამოქვეყნების შემდგომ, ინსტიტუტს დაუკავშირდა ჯანდაცვის ექსპერტი ბატონი ქართლოს კანკაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ს  დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრისა და საქართველოს დააავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2010 წელს ერთობლივად ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა შემდეგი: საქართველოში აბორტების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to აბორტების სტატისტიკა საქართველოში – 2004-2012 წლები

  1. levanik ამბობს:

    საინტერესო იქნებოდა ასევე ასაკობრი ჯგუფებთან ერთად დაქორწინებულთა სტატისტიკის ნახვა კუმულაციურად. თუმცა პატარა ასაკობრივ ჯგუფებში არასასურველი ორსულობა მაინც სექსუალური განათლების არ ქონით აიხსნება ალბათ.. სწორედ ამიტომ მგონია, რომ საჭიროა ადამიანებს სკოლის ასაკიდან ვასწავლოთ რას ნიშნავს თავის დაცვა სექსის დროს..

  2. ელენე ამბობს:

    დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის. ვეძებდი და ზუსტად მივაგენი იმას, რაც მჭირდებოდა. აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, თქვენი სტატისტიკა ასახავს 2004-2012 წლის სტატისტიკას და ამ პერიოდის დინამიკაში შედარებას, ხოლო საქართველოს დააავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევის ანგარიში (გავეცანი, მადლობა რომ აქვე გაქვთ ბმული) საუბრობს უფრო წინარე პერიოდზე 1999-2005. ამიტომ ბუნებრივია აბორტების სტატიტიკა ერთნაირი ვერ იქნება და თქვენი პოსტის ბოლო წინადადება, რომელიც ანგარიშის ერთგვარ დასკვნას აქვეყნებს “საქართველოში აბორტების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში” ცოტა არ იყოს შეცდომაში შეყავს მკითხველი. საჭიროა დროის მითითება, თუ რომელ წელბთან შედარებით დაიკლო ბოლო 10 წლის მაჩვენებლებმა. განათლება ამ მიმართულებით, რომ საჭიროა ამაზე დღეს აღარ უნდა დავობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ სიბენელში ვართ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი