სამართლიანია თუ არა 112-ის ტარიფები?

1112საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“ -ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 1 იანვრიდან ყველა მობილური ოპერატორის მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტს ხარჯავს საკუთარი ანგარიშიდან ყოველთვიურად გადაიხდის 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირი 0.5 ლარს. IDFI შეეცადა გამოერკვია, რამდენად შეესაბამებოდა გაურკვეველი ეკონომიკური გათვლებით დადგენილი ტარიფებით მიღებული წლიური შემოსავალი, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112“-ის ფუნქციონირებისათვის რეალურად საჭირო თანხებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112“-ის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, 2012 წლის განმავლობაში მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 7 654 906 ლარს, საიდანაც ცენტრის ფუნქციონირებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3 695 766 ლარი (შრომის ანაზღაურება, არაფინანსური აქტივები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები) ხოლო წლის ბოლოსთვის ცენტრს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან ნაშთის სახით დარჩა 3 959 140 ლარი.

ekonomikuri saqmianoba

აღნიშნული თანხა 3 959 140 ლარი განთავსებულია სსიპ „112“ – ის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე.

sabankoangarishi

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ირკვევა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის „112“ -ის 2012 წლის რეალური შემოსავლები გაცილებით მეტია ვიდრე ცენტრის მიერ გაწეული ხარჯები. ხოლო აუთვისებელი თანხა ფულადი სახით ინახება საბანკო ანგარიშზე. როგორც ირკვევა 112-ის მიერ არ ხდება თანხების გადარიცხვა არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში და არც სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არ ჩავთვლით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოგების და დღგ-ს გადასახადებს.112

ზემოთ მოყვანილ ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ 112-ის მომსახურებისთვის დადგენილი მოსაკრებლით ხდება გაცილებით დიდი ოდენობის თანხის მობილიზება, ვიდრე ეს ცენტრის ფუნქციონირებისათვისაა საჭირო. ცენტრის მიერ აუთვისებელი თანხები განთავსებულია საბანკო ანგარიშზე და შესაბამისად გაურკვეველია მათი მიზნობრიობა. ინსტიტუტი გამოთქვამს სურვილს, რომ “112” ის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით დღეს არსებული ტარიფი დადგენილი იყოს რეალურ ეკონომიკურ გათვლებზე დაყრდნობით. ვთვლით, რომ ამგვარი მიდგომა როგორც მინიმუმ გაანახევრებს მობილური ოპერატორის მომხმარებელთა მიერ 112- ის ფუნქციონირებისათვის ყოველთვიურად გადასახდელ მოსაკრებელს.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s