FOI Officers Map

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

საქართველოში არსებული სავალუტო გადამცვლელი პუნქტების რუკა.

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთა რუკა.

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

2013-2015 წლებში ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი ქართველი სამხედროები

2015 წლის 24 აპრილს IDFI-იმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიიღო 2013-2015 წლებში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში (ISAF) მონაწილეობისას დაღუპული და დაჭრილი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახებისათვის გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი 2013 წელს განიცადა, როდესაც დაიღუპა 10 და დაიჭრა 137 სამხედრო მოსამსახურე. 2014 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა საქართველოს 7 სამხედრო მოსამსახურე. Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლისთავთან დაკავშირებით გვსურს წარმოგიდგინოთ რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული და დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირების, მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების და საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შესწავლასთან დაკავშირებით განხორციელებულ საქმიანობის შესახებ მოპოვებული მონაცემები.

აღნიშნული მონაცემები IDFI-ის მიერ წარმოდგენილია, საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან (თავდაცვის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო) მოწოდებული დოკუმენტაციასა და პროაქტიულად ოფიციალურად განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

ათონელის რეზიდენციის ბედი კვლავ უცნობია

atonelii2015 წლის პირველ ივლისს IDFI-იმ გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის არსებული მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდგომ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებაში მთავრობასა და პრეზიდენტთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აგრეთვე საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატიც.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI-იმ ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდანგამოითხოვა ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებული მიმოწერის ასლები. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღებაზე ინსტიტუტს არცერთი უწყებიდან დაბრკოლება არ შექმნია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ დოკუმენტაციის მიღებამდე საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის – for.ge-ზე გამოქვეყნდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის ბოლო პერიოდში არსებული მიმოწერის ასლებიც. ამჯერად, გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სრული დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს 2014 წლის ოქტომბრიდან (როდესაც დღის წესრიგში დადგა უშიშროების საბჭოს აპარატის მთავრობის ადმინისტრაციიდან გადასვლა) დღემდე აღნიშნულ უწყებებს შორის არსებულ მიმოწერას.

2011 წლიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მე-7 სართული. აღნიშნული შენობის უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დატოვების საკითხი აქტუალური გახდა 2014 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში განთავსებულიყო მთავრობის და პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებული უწყებები.

Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსების პრიორიტეტები

image2015 წლის 26 მარტს IDFI-იმ მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 1 აპრილიდან განცხადების მიღების მომენტამდე დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად 2015 წლის 16 აპრილს სამინისტრომ წარმოადგინა ხსენებულ პერიოდში დაფინანსებული ყველა პროექტის შესახებ ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ გაცემულმა დაფინანსებამ სულ შეადგინა 7 410 636.54 ლარი. (პროექტები, რომლებზეც თანხა გამოყოფილია უცხოურ ვალუტაში, ჩვენს მიერ გადაყვანილია ეროვნულ ვალუტაში ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის არსებული კურსის მიხედვით).

სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ყველაზე დიდი თანხა – 4 053 062.15 ლარი მოხმარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას (ფესტივალი, სპექტაკლი, გამოფენა, კონცერტი).

სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ფინანსურ მხარდაჭერაზე მათ შორის საზღვარგარეთ სწავლა, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში (ვორკშოპები, გამოფენები, კონკურსები) მონაწილეობის მიღება, გაწეული ხარჯები შეადგენს – 1,309,428.51 ლარს. 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ სულ დაკმაყოფილდა ამგვარი 101 წინადადება, რომელთაგან საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულია 25 მათგანი.

Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

პროკურატურის რეაგირება 2012 წლის შემდეგ უწყებაში შესულ განცხადებებზე

2014 წლის 22 დეკემბერს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა სტატისტიკური მონაცემები 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობისა და მათზე დამდგარი შედეგების შესახებ.

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას. Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

ხე-ტყის ჭრის, თევზჭერისა და ნადირობის უკანონო ფაქტების სტატისტიკა

2015 წლის 15 აპრილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ IDFI-ის მიაწოდა 2010-2015 წლებში ხე-ტყის ჭრის, თევზჭერისა და ნადირობის უკანონო ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა 2010 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით სულ გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო ჭრის 15 132 შემთხვევა, საიდანაც 13 125 წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2007 სისხლის სამართლის დანაშაულს. ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმ შეთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს მნიშნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.

2010-2014 წლებში ხე ტყის უკანონო ჭრის სისხლის სამართლის დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა (1304) 2014 წელს არის გამოვლენილი. აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აღემატება წინა 4 წლის განმავლობაში ერთად გამოვლენილ ფაქტებს. 2015 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება ხე-ტყის უკანონო ჭრის 111 სისხლის სამართლის დანაშაული. Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა საქართველოში

საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2013 წელს იქნა დაჯარიმებული – 13 572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ ჯარიმათა საერთო ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4 571 000 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში (მაგ. ამფეტამინი, დეზომორფინი), განსაზღვრულია მხოლოდ მათი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, მაგრამ არ არის დადგენილი ამ ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობის ზღვარი. ამასთან, მეტადონისა და ჰეროინის ტიპის ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში არსებობს გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, მათი მცირე ოდენობითაც შენახვა/შეძენა ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები, საერთო სასამართლოების მიერ ნარკოტიკულ საშუალებების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარებისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის შესახებ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმეტესწილად უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კონკრეტულ პირებზე დადგენილ მოხმარების ფაქტებს. Continue reading

Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი