აზნავურის ჰონორარი და “ვერის უბნის მელოდიების” ხარჯთაღრიცხვა

charles_aznavour_reference-1

2013 წლის 21 იანვარს IDFI-იმ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები  რომელიც მიმოიხილავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2012 წელს დაფინანსებულ ღონისძიებებს. გამომდინარე იქიდან, რომ სტატიას საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოყვა, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავღრმავებოდით აღნიშნულ საკითხს და მოგვეძიებინა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენს მიერ მოპოვებული იქნა ინფორმაცია 2010-2011 წლებში დაფინანსებულ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. მანამდე კი გვინდა გაგაცნოთ 2012 წელს ყველაზე მასშტაბური პროექტების ხარჯთაღრიცხვა.

შარლ აზნავურის ჰონორარი

2012 წლის ივნისის, თვეში ყველაზე დიდი თანხა, 1 356 800 ლარი გამოყოფილი იქნა ქ. ახალციხეში კონცერტის ჩატარებისთვის. “16 აგვისტოს ახალციხეში, განახლებული რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში, კონცერტი გამართა სომხური წარმოშობის ფრანგმა მომღერალმა და მსახიობმა შარლ აზნავურმა, რომელიც წარმომავლობით ახალციხიდანაა. გახსნის ცერემონიას და კონცერტს დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოფსი.” ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი რომელიც დაკავშირებული აღნიშნული ღონისძიების ხარჯთაღრიცხვასთან.

კერძოდ, როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან იკვეთება, ფრანგ მომღერალ შარლ აზნავურს, ახალციხეში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით დაერიცხა 789 169 ლარი, სასტუმრო მომსახურება დაჯდა 26 429 ლარი, კეტერინგი (გასვლითი სარესტორნო მომსახურება) 11 443 ლარი, სცენის გაფორმება ყვავილებით 15 000 ლარი, ხოლო კონცერტის ორგანიზატორის (შპს ისთერნ პრომოუშენ) საკომისიომ შეადგინა 100 000 ლარი.

შარლ აზნაურის კონცერტი_Page_2

მიუზიკლ “ვერის უბნის მელოდიების” ხარჯთაღრიცხვა 

2012 წლის ივლისის თვე გამორჩეული იყო სხვადასხვა ღონისძიებებისა და მსხვილი პროექტების დაფინანსების კუთხით. თბილისსა და ოზურგეთში მიუზიკლის “ვერის უბნის მელოდიების” განხორციელებისთვის გამოიყო 1 716 985 ლარი. თუმცა, როგორც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, აღნიშნული პროექტის რეალურმა ხარჯმა შეადგინა 1 679 310 ლარი. დარჩენილი სხვაობა, ანუ 37 673 ლარი, პროექტის ორგანიზატორმა (შპს არტ ბათუმი) უნდა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის ხარჯთაღრიცხვას, მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით მიუზიკლის რეჟისორმა, რედფა კამალ ბენტიეფოურმა ჰონორარის სახით მიიღო 30 000 დოლარი, მიუზიკლის წამყვანმა სახეებმა ჰონორარის სახით მიიღეს ბუბა კიკაბიძემ 51 000 ლარი, ხოლო სოფო ნიჟარაძემ 15090 ლარი. საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ პროექტისთვის საჭირო განათების აპარატურის იჯარა და ტრანსპორტირება თურქეთიდან დაჯდა 229 350 ლარი.

ვერის უბნის მელოდიები_Page_2

ვერის უბნის მელოდიები_Page_3

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in დაფინანსებული ღონისძიებები, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი