შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაცია

შსსწლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მიღება ჩვენთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მაგ. თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნაზე სამინისტროს პასუხისმგებელი პირები მხოლოდ ერთიანი ციფრის მოწოდებით შემოიფარგლებოდნენ ხოლმე, რაც შეუძლებელს ხდიდა მომხდარიყო იმ თანამდებობის პირთა იდენტიფიკაცია ვინც სამინისტროს ბიუჯეტიდან იღებდა ფულად წახალისებას. იხ. მაგ. 01/11/2011 შსს-დან მიღებული არასრულყოფილი პასუხი.

მსგავსი სიტუაცია, იყო იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას მივლინებების, ავტოპარკის ხარჯების, დაფინანსებული ღონისძიებების და სხვა საკითხების შესახებ.

2012 წლის 12  დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. სხვადასხვა საკითხებთან ერთად ჩვენს მიერ მათ შორის მოთხოვნილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია 2012 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე  წერილის მიღების მომენტამდე თვეების მიხედვით;

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წელს შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, შესყიდვის ფასის და გამოშვების წელის მითითებით.

2013 წლის 7 თებერვალს, ანუ თითქმის 2 თვიანი დაგვიანებით, IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია.

პრემიები

სამინისტროს მიერ მოწოდებული იქნა, თანამდებობის პირთა სახელები და გვარები, აგრეთვე მათ მიერ 2012 წლის განმავლობაში მიღებული პრემიების ოდენობა. სამწუხაროდ წერილში არ იქნა მოყვანილი თანამდებობის პირთა სამსახურეობრივი პოზიციები. აღნიშნული დაგვეხმარებოდა იმის გარკვევაში, თუ კონკრეტულად რა თანამდებობას  იკავებდნენ შსს სტრუქტურაში ზოგიერთი თანამდებობის პირი წინა ხელისუფლების პერიოდში.

2012 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ოდენობის ფულადი წახალისება (პრემიები) მიიღეს შემდეგმა თანამდებობის პირებმა:

2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაცემული პრემიები

2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაცემული პრემიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიები

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საინტერესოა რამდენიმე გარემოება. როგორც ცნობილია მინისტრის მოადგილის ხელფასი შეადგენს 2720 ლარს, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი 2950 ლარს. შესაბამისად თანამდებობრივი სარგოს სახით მინისტრის მოადგილეები ერთი წლის განმავლობაში იღებენ 32 640 ლარს, პირველი მოადგილე კი 35 400 ლარს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შსს-ს მინისტრის მოადგილეებმა (შალვა ჯანაშვილმა და გიორგი ლორთქიფანიძემ, აგრეთვე მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ) 10 თვის (იანვარი-ოქტომბერი) სამუშაოს შესრულებისთვის წახალისების სახით წლიურ ხელფასზე გაცილებით დიდი ოდენობის თანხა მიიღეს. ამავე დროს, შსს მინისტრ ბაჩანა ახალიას მიერ ივლისის თვეში დანიშნულმა მოადგილეებმა ნოდარ ხარშილაძემ და ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა 4 თვის (ივლისი-ოქტომბერი) სამუშაოს შესრულებისთვის პრემიის სახით ერთი წლის ხელფასის ოდენობის თანხა მიიღეს.

რაც შეეხება 2012 წლის ოქტომბრის საკადრო ცვლილებების შემდგომ თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემიებს, მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვეულებისამებრ გაიცა ფულადი წახალისება. კერძოდ მინისტრის მოადგილეებმა ნოემბერ-დეკემბერში პრემიის სახით მიიღეს:

ლევან იზორიამ – 7500 ლარი

ალექსი ბატიაშვილმა – 7500 ლარი

გელა ხვედელიძემ – 7500 ლარი

ალექსანდრე ტაბატაძემ – 7500 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიები

სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი სარეკვიზიტო ინფორმაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვახდინოთ იმ ადამიანთა თანამდებობების იდენტიფიკაცია ვინც მიიღო პრემია. გამონაკლისი შეიძლება იყოს რამდენიმე ადამიანი, მაგალითად ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა პრემიის სახით მიიღო 2500 ლარი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსმა ნინო გიორგობიანმა 3600 ლარი.

მთლიანობაში 2012 წელს შსს თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა 1 039 778 ლარი, ხოლო მთლიან სტრუქტურაზე (თანამდებობის პირები და თანამშრომლები) 2 404 516 ლარი.

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

საინტერესო აღმოჩნდა აგრეთვე 2012 წელს შსს-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის შესახებ მოწოდებული ინფორმაციაც.

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ყველაზე ძვირადღირებულ ავტომანქანებს შორის გამოსარჩევია რამდენიმე შესყიდვა. მაგ.:

2012 წელს შსს-ის მიერ ყველაზე ძვირად შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2012 წელს შსს-ის მიერ ყველაზე ძვირად შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

რაც შეეხება ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულ შესყიდვებს, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2012 წლის 27 ნოებერს შესყიდული იქნა ავტომანქანა Lexus Lx 570 ღირებულებით 98 000 აშშ დოლარი. 

 

 

 

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in ავტოპარკის ხარჯები, მთავრობა, სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s