2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები

2015 წლის 25 მარტს IDFI-იმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა 2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და საზღვარგარეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დეტალური (დანაშაულის სახეების და ქვეყნების მიხედვით) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.

2015 წლის 28 აპრილს სამინისტროდან მოწოდებული იქნა, მხოლოდ 23 ქვეყანაში (არგენტინა, აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, დანია, ეთიოპია, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი და ჩინეთი) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და 4 ქალაქში (სალონიკი, ტრაპზონი, განჯა და მაინის ფრანკფურტი) საკონსულო დაწესებულების მონაცემები დაჯამებული სახით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია. 2013 წელს 2010 წელთან შედარებით დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა.

2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე.

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტირების/გამოძევების შემთხვევებს, როგორც ირკვევა 2010-2014 წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მსგავსად, დეპორტირების შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება – 2 280 პირი. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სულ დეპორტირებულია 201 საქართველოს მოქალაქე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოდგენილი მონაცემები აერთიანებს მხოლოდ 27 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას, ამასთან, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლის შესახებაც ინფორმირებულია ხსენებული დიპლომატიური უწყებები, შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ როგორც დაკავების, ასევე დეპორტირების მაჩვენებელი მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით გაცილებით მაღალია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით დანარჩენი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაცია ინსტიტუტს მიეწოდებოდა აღნიშნული უწყებებიდან მიღებისთანავე. სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაცია ინსტიტუტს დღემდე არ მიუღია.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s