სტატისტიკური მონაცემები C ჰეპატიტით და აივ ვირუსით ინფიცირებულთა შესახებ 2006-2014

2015 წლის 28 აპრილიდან C ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ  აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა, ითვალისწინებს C ჰეპატიტით დაავადებულთა უფასო მკურნალობას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ღონისძიებები გულისხმობს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას მკურნალობაში ჩართვამდე, მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარებას და C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას სპეციალური სამკურნალო მედიკამენტებით.

აღნიშნული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გვსურს წარმოგიდგინოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვისსამინისტროდან მიღებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები,  საქართველოში C – ჰეპატიტის და აივ (შიდსი) ვირუსით  ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.

C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობის, შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნაზე სამინისტოდან მოწოდებულია ინფორმაცია, მხოლოდ დარეგისტრირებული ახალი შემთხვევების შესახებ. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013-14 წლებში დაფიქსირდა სულ 4 690 ახალი შემთხვევა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C-ჰეპატიტის ახალი შემთხვევები 644-ით არის მომატებული.

გასულ წლებში (კერძოდ, 2012 წელს) IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში დაახლოებით 200 000 ადამიანია ვირუსული C-ჰეპატიტით ინფიცირებული. მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.

რაც შეეხება აივ-ვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებულ რაოდენობას სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2006-2012 წლებში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელს 3641 რეგისტრირებულ შემთხვევას მიაღწია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3298-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წლის ბოლოს ეს ციფრი 281-ით არის გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია, ბოლო 8 წლის განმავლობაში 2014 წელს აივ-ვირუსით დაინფიცირების ყველაზე ბევრი ახალი შემთხვევა 564 ფიქსირდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აივ-ვირუსით დაავადებული პირების უფასო ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას. 2014 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 4 103 711 ლარი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორში სამინისტროს მხრიდან ნაჩვენებია 2013 წელს გამოვლენილი ახალი შემთხვევების 2012 წელთან შედარებით 7%-ით კლება. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ გაზრდილია.

როგორც UNAIDS საქართველოს 2013 წლის ანგარიშში არის მოცემული, წინა წლებთან შედარებით 2012-13 წლებში აივ ვირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. 12 თვიანი მკურნალობის შედეგად ვირუსის შეკავების ინდიკატორი 2011 წლის ბოლოს გაიზარდა 79%-მდე, 2012 წლის ბოლოს – 85%-მდე, ხოლო 2013 წლის ბოლოს – 86%-მდე; აღნიშნული მონაცემების საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ საქართველო წარმოადგენს რეტროვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის (ART – Antiretroviral Treatment) წარმატებულ მაგალითს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის მკურნალობა საწყის ეტაპზეა და  გარკვეული წარმატებები არსებობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღეიდან დაწყებული c ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ხშირ შემთვევაში მათთვის ხელმიუწვდომელი მკურნალობით, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს c ჰეპატითით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით. IDFI აქტიურად გააგრძელებს C ჰეპატიტის დაავადებასთან საქართველოში არსებული პრობლემებისა თუ მიღწევების გაშუქებას, რომლისთვისაც ინსტიტუტის პარტნიორებთან ერთად შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი www.stopc.info.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s