მთავრობის კანცელარიის (ადმინისტრაციის) 2013 -2014 წლების სხვადასხვა ხარჯები

 

  • სამივლინებო ხარჯები

 

2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე საქართველოს პრემიერ მინისტრების ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 155 825 ლარი. აღნიშნული თანხიდან ბიძინა ივანიშვილის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 19 613 ლარს (დღიური –  6 899 ლარი, სასტუმრო – 12 714 ლარი), ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის 136 212 ლარს (დღიური – 14 886 ლარი, სასტუმრო – 98 004 ლარი, გზა – 23 332 ლარი). ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძვირადღირებული  ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში – 7 758 ლარი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში – 43 817 ლარი.

 

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 2013 -2014 წლებში საქართველოს პრემიერ მინისტრის ყველაზე ძვირად ღირებული ვიზიტი  განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ვებ-გვერდზე განთავსებული აღნიშნული ვიზიტის შესახებ ბრძანების მიხედვით  ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა 2014 წლის 22 თბერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაბამისად აღნიშნულ ვიზიტზე პრემიერის ყოველდღიური სასტუმროს ხარჯი შეადგენს  2198 ლარს, ხოლო დღიური ნორმა 364 ლარს. თუ სასტუმროს მომსახურებაზე გაწეულ აღნიშნულ ხარჯს შევადარებთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში 2013 წლის 24 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში ვიზიტისას გაწეულ ანალოგიურ ხარჯებსვნახავთ, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია. აშშ -ში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცხრა დღიანი ვიზიტის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება დაახლოებით 43 300 აშშ დოლარი დაუჯდა, რაც ყოველდღიურად დაახლოებით 4800 აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

 

2014 წლის 1 იანვრიდან 8 ივლისამდე მთავრობის კანცელარიის თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ვიზიტებზე გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 156 191 ლარი. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია სამსახურის უფროსის გიორგი მირცხულავას – 52 196 ლარი და კანცელარიის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის – 39 358 ლარი მივლინებებზე.  მათი სამივლინებო ხარჯების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია ე.წ. როუმინგულ მომსახურებაზე. გიორგი მირცხულავას შემთხვევაში როუმინგის ხარჯი შეადგენს 25 092 ლარს, ხოლო ნინო კობახიძის შემთხვევაში – 19 855 ლარს.

 

 

2013 წელს ქ. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად დელეგაციის სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 162 633 ლარი. აღნიშნული თანხიდან 106 788 ლარი წარმოადგენს სასტუმროს ხარჯს, 15 416 ლარი მგზავრობის ხარჯს, ხოლო აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6191 ლარი.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს დელეგაციის ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯები გამოიყურება შემდეგნაირად:

 

 

 

  •  საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები

 

2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 310 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა სრულად გადახდილია ლობისტური კომპანიის PATTON BOGGS LLP მომსახურებისათვის. საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მიხევით ხსენებული კომპანია საქართველოს დახმარებას უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებში, ნატოსკენ სწრაფვაში, ამერიკის მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, მედიასთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობაში, ხელს უწყობს შესაბამისი ღონისძიებებისა და შეხვედრების მოწყობას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაცნობის მიზნით.

 

 

საინტერესოა, რომ 2012 წლის ოქტომბრის თვის საპარლემენტო არჩევნებამდე აღნიშნული ლობისტური კომპანიის მომსახურებით  აქტიურად სარგებლობდა აგრეთვე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

 

 

 

  •  წარმომადგენლობითი ხარჯები

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ 2013 წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 485 143 ლარი. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი 118 864 ლარი  დახარჯულია  ბაზალეთის ტბაზე 26 მაისს ჩატარებულ ღონისძიებაზე. პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 100 302 ლარი.   კანცელარიის ყველაზე ძვირად ღირებული წარმომადგენლობითი ხარჯები გამოიყურება შემდეგნაირად:

 

 

  • გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვები

 

2013 წელს  საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ განხორციელებული  70 889 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა  განპირობებული იყოგადაუდებელი აუცილებლობით. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა (11 350 ლარი) მოხმარდა 3 მეტალოდეტექტორის გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვას.

 

 

 

  •  შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დასაქმებულია 70 შტატგარეშე მოსამსახურე.  განვლილ წლებთან შედარებით კანცელარიაში შეინიშნება შტატგარეშე მოსამსახურეების  რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით კანცელარიაში დასაქმებული იყო დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები  შტატგარეშე მოსამსახურე.

 

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შტატგარეშე მოსამსახურეების ზრდამ განაპირობა მათი შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მნიშვნელოვანი მატება. 2013 წელს შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 484 754 ლარი, მაშინ როდესაც 2014 წლის ნახევარი წლის მანძილზე უკვე დახარჯულია 770 064 ლარი. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე  პრემიის სახით გაცემულია მხოლოდ 1 875 ლარი, ხოლო 2013 წელს 40 739 ლარი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ 2014 წელს შტატაგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდა  განპირობებულია  დასაქმებულთა  რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით.

 

 

 

  • პრემიები და სახელფასო დანამატები

 

საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის  2013 წლის 15 მარტის N52  და  28 თებერვლის N44 ბრძანებების საფუძველზე განისაზღვრა მთავრობის კანცელარიის უფროსის და კანცელარიის სხვა საჯარო მოსამსახურეთათვის სახელფასო დანამატის გაცემის წესი.  აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ აღნიშნული ბრძანებების მიხედვით ყოველთვიური სახელფასო დანამატის ოდენობა განსაზღვრულია მხოლოდ კანცელარიის უფროსისათვის – 4335 ლარი (ხელზე 3468 ლარი).

 

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, აღნიშნული ბრძანებების მიხედვით დარეგულირდა მხოლოდ კანცელარიის უფროსის სახელფასო დანამატის ოდენობა, ხოლო კანცელარიის სხვა საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის განსაზღვრის კომპეტენცია მიენიჭა კანცელარიის უფროსს. ამავე დროს, დოკუმენტების მიხედვით, მთავრობის  კანცელარიაში აღარ ხდება პრემიის ყოველთვიურად გაცემა, თუმცა დამკვიდრდა დანამატების ყოველთვიურად გაცემის პრაქტიკა. მაგ. დეპარტამენტის უფროსები ირაკლი ქარსელაძე და გაიოზ თალაკვაძე 2013 წლის მარტის თვიდან (აღნიშნული ბრძანების შემდგომ) იღებდნენ იგივე  5 075 ლარის (ხელზე 4060 ლარი) ოდენობის ყოველთვიურ სახელფასო დანამატს, რამდენსაც იღებდნენ წინა თვეებში  პრემიის სახით. ამავე დროს, 2013 წელს  მათი პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული შემოსავლები  აღემატება კანცელარიის უფროსის შემოსავლებს.

 

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის  2012 და 2013 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არსებული მონაცემების მიხედვით 2013  წელს  გაცემული პრემიების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით შემცირდა 1 795 958 ლარით, ხოლო სახელფასო დანამატების რაოდენობა გაიზარდა 1 407 208 ლარით.

 

2014 წლის იანვრის თვეში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე მთავრობის კანცელარიის საჯარო მოსამსახურეთათვის დანამატის გაცემის წესი იგივე შინაარსით განისაზღვრა.

 

შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების შემდგომ სახელფასო დანამატების გაცემისა და ოდენობის განსაზღვრის წესი 2014 წლის საწყისი 6 თვის მონაცემების მიხედვით არ არის შეცვლილი. კანცელარიის უფროსის მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსების უმრავლესობა ყოველთვიურად იღებენ 5075 ლარის (ხელზე 4060 ლარი)  ოდენობის სახელფასო დანამატს. შესბამისად, 2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული სახელფასო დანამატები გამოიყურება შემდეგნაირად:

 

2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში პრემიები გაცემულია მხოლოდ შემდეგი თანამდებობის პირების შემთხვევაში:

 

როგორც ზემოთ მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში 2013 წლის მარტის თვის შემდგომ   ყოველთვიური პრემიები ჩანაცვლებულია სახელფასო დანამატებით. სხვადასხვა მაღალი თანამდებობების შემთხვევაში ყოველთვიურად გაიცემა თანამდებობრივ სარგოზე მაღალი ოდენობის სახელფასო დანამატები. ამავე დროს, მთავრობის კანცელარიის საჯარო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები (ხელფასი) გამოიყურება შემდეგნაირად:

 

 

დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა დადგენილება საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობისგან საზღვრის წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულ უწყებებში დაარეგულირებს პრემიების გაცემის წესს. ამასთან საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე პრემიების გაცემის წესის დარეგულირებასთან. თუმცა, ზემოთ მოყვანილმა მონაცემებმა (სხვა საჯარო დაწესებულებებში ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკის მსგავსად) ნათლად აჩვენა, რომ პრემიების გაცემის საკითხთან  ერთად საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია აგრეთვე სახელფასო დანამატების გაცემის წესის რეგულირებაც.

ჩვენი აზრით, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების სისტემა საჭიროებს კომპლექსურ რეფორმას, მათ შორის თანამდებობრივი სარგოების (ხელფასის) პროპორციულ გაზრდას და პრემია-დანამატების გაცემის წესის თანამდებობრივ სარგოსთან შესაბამისობაში მოყვანას. ასეთი მიდგომა თავისთავად გამორიცხავს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობის პრემიისა თუ დანამატის ყოველთვიური გაცემის აუცილებლობას. ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის იმპლემენტაციის პირობებში. რეფორმის განხორციელება ხელისუფლებას მისცემს მაღალ კვალიფიცირებული კადრების თავისუფლად მოზიდვისა და შენარჩუნების საშუალებას, რაც დღეს ხდება პირველ რიგში არა სახელფასო განაკვეთების, არამედ სახელფასო დანამატებისა თუ საპრემიო წახალისების ხარჯზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in მთავრობა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s