პროკურატურის მიერ ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია

miyuradebaaa2014 წლის მარტის თვეში IDFI -იმ შემოგთავაზათ ფარული მიყურადების შესახებ სტიტისტიკური ინფორმაციის გასაჯაროების პრაქტიკა სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მაგალითზე.  ხსენებულ  სტატიაში ჩვენს მიერ აღნიშნული იქნა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინსტიტუტის თებერვლის თვეში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე,  რომელიც ეხებოდა 2012 – 2014 წლებში ფარული მიყურადების შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, სრულყოფილი პასუხის გასაცემად მოითხოვა ოთხ თვიანი ვადა (პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზე მოწოდებული იქნა მხოლოდ 2013 წლის 25 ოქტომბრიდან  2014 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში მთავარი პროკურატურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის კავშირგაბმულობის არხებიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ მიმართული შეუმდგომლობების რაოდენობა, რამაც შეადგინა 18 შემთხვევა).

2014 წლის 12 ივლისს (4 თვის  გასვლის შემდგომ) IDFI – იმ საქართველოს პროკურატურიდან დამატებით მიიღო მიყურადების შესახებ დანარჩენი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები. როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 96 შუამდგომლობით კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ და 2 შუამდგომლობით კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე.

 

 

საქართველოს პროკურატურიდან 2014 წლის თებერვლის თვეში მოთხოვნილი იქნა აგრეთვე 2005-2014 წლებში მოსამართლეების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით წარდგენილი  შუამდგომლობების რაოდენობა.  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით მოსამართლეებზე ფარული მიყურადება შეიძლება განხორციელდეს,  მხოლოდ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.   2014 წლის 12 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2010 წლის 8 აპრილიდან 2013 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით მოსამართლეების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით საქართველო მთავარ პროკურატურას საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის არცერთი შუამდგომლობით არ მიუმართავს. დანარჩენი პერიოდის შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ პროკურატურის მიერ არ იქნა მოწოდებული.

 

 

ანალოგიური შინაარსის მოთხოვნით IDFI – იმ მიმართა აგრეთვე საქართველოს უზენაესს სასამართლოს. მათგან მიღებული პასუხის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მიერ ამგვარი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განცალკევებით აღრიცხვა არ ხორციელდება.

 

 

აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)  საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში IDFI – იმ, ფორუმში მონაწილე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართეს რეკომენდაციით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  გარკვეული პერიოდულობით  პროაქტიულად გამოქვეყნებულიყო  ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლომ, როგორც ღია მმართველობის პარტნორობის მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურამ,  გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაცია და 2014 წლის სექტემბრიდან აიღო ვალდებულება მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველო პარლამენტში ინიცირებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  ახალი კანონის პროექტი, სადაც მოქმედი კანონისგან განსხვავებით დასაშვებად მიჩნეულია, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას.   მსგავსი ჩანაწერი, მნიშვნელოვნად ეწინააღდმეგება ღია მმართველობის პრინციპებს და ეჭქვეშ აყენებს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ საქმიანობას.

IDFI -ი მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების რაოდენობის შესახებ მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას მისი სტატისტიკური ხასიათიდან გამომდინარე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ“ არსებული სტატისტიკური მონაცემები არ იძლევა ინფორმაციას ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შინაარსის შესახებ და მისი გასაჯაროებით ვერ მოხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების თაობაზე საიდუმლო მონაცემების იდენტიფიცირება. აღნიშნულს, ადასტურებს დღევანდელი პრაქტიკა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პარტნიორობა ღია მმართველობისათვის ინიციატივის ფარგლებში აღებული ვალდებულებაც.

შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  ახალი კანონის პროექტის ინიციატორებს და უშუალოდ ბატონ ირაკლი სესიაშვილს, მოახდინონ კანონპროექტის იმ მუხლის კორექტირება რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა, რადგან ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი საჯაროობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით და შეასუსტებს საზოგადოების კონტროლის მექანიზმებს ფარული მიყურადების საკითხებთან დაკავშირებით.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s