2013 წელს სამინისტროების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები

cheki2014 წლის იანვრის თვეში IDFI – იმ ყველა სამინისტროს მიმართა 2013 წელს  სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ დეტალური (კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალი, თოთოეულზე დახარჯული თანხა, ღონისძიების ჩატარების დრო, ადგილი და მოწვეულ სტუმართა ოდენობა) ინფორმაციის მოთხოვნით. ერთადერთ  სამინისტროს, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წელს საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 3 782 528 ლარი.  აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა 1 931 519 ლარი დახარჯულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს – 422 702 ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში – 296 616 ლარს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში- 188 395 ლარს.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩვენს მიერ სამინისტროებისგან  მოთხოვნილი იქნა წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია, თუმცა მთელი რიგი სამინისტროების მხრიდან არ იქნა კონკრეტული ღონისძიების მიხედვით ინფორმაცია მოწოდებული.  მაგალითად,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში ინფორმაცია მოწოდებულია ხარჯების სახეების მიხედვით, თუმცა არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ღონისძიების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ 2013 წელს “ბანკეტებსა და ლანჩებისათვის” დახარჯა 150 746 ლარი, ხოლო საჩუქრებისთვის – 67 275 .

 

ფინანსთა სამინისტროს,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაშიც სამწუხაროდ ინფორმაცია მოწოდებული იქნა არასრულყოფილი სახით (მხოლოდ ჯამური ოდენობები). ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მათ 2013 წელს უმასპინძლეს 33 საერთაშორისო დელეგაციას, თუმცა სად გაიმართა აღნიშნული ღონისძიებები და როგორ გადანაწილდა 188 395 ლარი მათ მიერ არ იქნა გასაჯაროებული.უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების ოდენობა მნიშვნელოვნად არ აღემატება სხვა სამინისტროების ანალოგიურ ხარჯებს, მაგ. იმავე მუხლით გაცილებით მეტი ან დაახლოებით იგივე ოდენობის თანხები აქვთ გახარჯული თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურის, დიასპორის სამინისტროებს. მიუხედავათ აღნიშნულისა, საზოგადოების მხრიდან სწორედ ფინანსთა სამინისტროს კრიტიკა ისმის ყველაზე ხშირად  საბიუჯეტო სახსრების გასართობ ღონისძიებებსა და კვებაზე ხარჯვასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო დეტალურად მოგვაწოდებდა ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ვფიქრობთ, რომ სხვა უწყებებთან მიმართებაში ეს ხარჯები არც თუ ისე გამორჩეული იქნებოდა და საზოგადოებას საშუალებას მისცემდა სხვადასხვა უწყებების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობის შედარების საშუალებას.

როგორც სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციიდან  გამოჩნდა 2013 წელს ყველაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს.  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამინისტრომ  აღნიშნული  ინფორმაცია დეტალურად მოგვაწოდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე დიდი თანხა  474 766 ლარი დაიხარჯა 2013 წლის 28-29 ივნისს ქ. ბათუმში სასტუმრო შერატონში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.  აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს  საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 163 553 ლარი. 2013 წელს სამინისტროს მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალზე დაიხარჯა 51413 ლარი, ხოლო დიპლომატიური კორპუსის საახალწლო მიღებისთვის – 22 965 ლარი.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2013 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია დიასპორის დღის ღონისძიებასთან.  აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების ხარჯმა შეადგინა 33 238 ლარი, ოფიციალური  სადილის ხარჯმა – 11 547 ლარი, ხოლო დარბაზის დაქირავების ხარჯმა – 13 500 ლარი.

ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლობით ხარჯებს შორის  ყველაზე დიდი წილი 28 831 ლარი გახარჯულია 24-25 ივნისს საქართველო უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით.   როგორც სამინისტროდან მიღებული სარესტორნო მომსახურების ჩეკებიდან ირკვევა  აღნიშნულ ღონისძიებასთან  დაკავშირებით 2013 წლის 25 მაისს რესტორან ფაეტონში 81 პერსონაზე გამასპინძლებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 14 553 ლარი, მათ შორის მუსიკოსების მომსახურებაზე გაიხარჯა 3000 ლარი, ღვინის შეძენაზე 2170 ლარი, ერთილიტრი ჩივასრე გალის შეძენაზე – 182 ლარი,  22 კოლოფი  სიგარეტის  შეძენაზე  157  ლარი.

 

2013 წელს კონკრეტული სამინისტროს მიერ გაწეულ  წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ზემოთ მოყვანილი მონაცემები ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი იყო სამინისტროებიდან მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in დაფინანსებული ღონისძიებები and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s