ფინანსური ხასიათის დანაშაულების სტატისტიკა (2004- 2014) (ნაწილი 2)

financial2014 წლის აპრილში IDFI წერდა 2004-2014 წლებში ფინანსური ხასიათის დანაშაულების სტატისტიკის შესახებ. 2014 წლის 16 აპრილს ინსტიტუტმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია 2004-2014 წლებში ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისების ან გაფლანგვის მუხლებით გამოვლენილი შემთხვევების შესახებ, სამსახურებრივი პოზიციების, უწყებებისა და რეგიონების მითითებით.

აღნიშნული მოთხოვნების პასუხად IDFI-მ საგამოძიებო სამსახურიდან არასრულყოფილი ინფორმაცია მიიღო. კერძოდ, მიღებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული ქრთამის აღებასა და  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში გამოვლენებილი პირების სამსახურებრივი პოზიციები, და მითვისებისა და გაფლანგვის შემთხვევები რეგიონების მიხედვით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რეგიონულ ჭრილში ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელი გახდა იქიდან გამომდინარე, რომ 2004 წლიდან დღემდე საგამოძიებო დეპარტამენტის ქვედანაყოფების სტრუქტურამ მრავალი ცვლილება განიცადა.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2004 წლიდან 15 მარტიდან 2014 წლის 16 აპრილამდე ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო 171 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 201 პირზე.

qrtami2006-2014

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 9 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ფაქტი ქრთამის აღების კუთხით გამოვლინდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხოლო ყველაზე ნაკლები – სულ 2 – საჯარო რეესტრში. ცენტრალური ხელისუფლებიდან ქრთამის აღება დაფიქსირდა ხუთ სამინისტროში, ყველაზე მეტი, 11 ფაქტი იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3 შემთხვევა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. კერძო სექტორში სულ წლების მანძილზე 15 შემთხვევა გამოვლინდა. წლების მიხედვით თუ შევხედავთ, ერთი წლის მანძილზე ყველაზე მეტი, 62 დარღვევა მოხდა 2010 წელს, ხოლო 2007 წელს ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო.

qrtami2006-2014chart

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით 2005 წლიდან 2013 წლის ჩათვლით გამოძიება დაიწყო 124 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 113 პირზე.

uflebamosileba2005-2013

ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი დარღვევა აღმოჩენილ იქნა კერძო სექტორში, ხოლო ყველაზე ცოტა, მხოლოდ თითო-თითო შემთხვევა, დაფიქსირდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის სამინისტროში. წლების მიხედვით დარღვევების რაოდენობა არაერთგვაროვანია, ყველაზე მეტი დარღვევა მოხდა 2006 წელს, ხოლო 2013-ში – ყველაზე ნაკლები. საინტერესო დინამიკა იკვეთება წლებისა და სტრუქტურული ორგანიზაციების მიხედვით. 2006 წელს დაწყებული დევნის 23 შემთხვევიდან 19 კერძო სექტორში იყო. 2012-2013 წლებში აღნიშნული დარღვევების გამო დევნა მხოლოდ კერძო სექტორში დაიწყო.

uflebamosileba2005-2013chart

2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 16 აპრილის ჩათვლით მითვისება-გაფლანგვის მუხლით გამოძიება დაიწყო 2 145 ფაქტზე. როგორც დიაგრამიდან ჩანს, დარღვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2004-2006 წლებში და 2006 წელს მიაღწია პიკს, როდესაც გამოვლინდა 383 შემთხვევა. 2007 წლიდან შემთხვევების რაოდენობა განახევრდა და 2012 წლამდე წელიწადში საშუალო 150 საქმე აღიძრებოდა. 2013 წელს წინა ხუთ წელთან შედარებით უფრო მეტი, 219 გამოძიება დაიწყო.

mitviseba-gaflangva2004-2014

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სტატისტიკა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s