პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2013 წლის ხარჯები

prezidentis administracia 1112014 წლის 19 თებერვალს IDFI – იმ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა 17 სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. ადმინისტრაციამ ინსტიტუტის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.  მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  ჩვენს მიერ ამჯერად წარმოდგენილი იქნება 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაცემული პრემიების, გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების, როუმინგული მომსახურების ხარჯებისა და ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი.

  •   პრემიები და სახელფასო დანამატები

2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიის სახით თანამშრომლებზე სულ გაცემულია 1 796 333 ლარი. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობის პრემიები (294 310 ლარი)  თანამშრომლებზე გაიცა აგვისტოს თვეში.

1

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაცემული პრემიებიდან 634 587 ლარი მიიღეს თანამდებობის პირებმა. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით 2013 წელს მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე ირაკლი ნადირაძემ – 56 050 ლარი. მას მცირედით ჩამოუვარდება ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის მიღებული პრემიის ოდენობა – 49 560 ლარი. 2013 წელს 10 ყველაზე მაღალი პრემიის მიმღებ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ :

2

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამდებობის პირებზე პრემიების გაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. მაგ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს 2013 წლის იანვრიდან მაისამდე  პრემია საერთოდ არ მიუღია, ხოლო მაისიდან ნოემბრამდე ყოველთვიურად იღებდა ხელფასის ორმაგ ოდენობას – 7080 ლარი.

3

 

რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, როგორც  მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებისთვის აღნიშნული განსაზღვრული არ ყოფილა, ხოლო სხვა თანამშრომლებისთვის სულ გაცემულია მხოლოდ 10 893 ლარის დანამატი.

  •   წარმომადგენლობითი ხარჯები

 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 1 340 132 ლარი. 2013 წელს  აღნიშნული თანხიდან  კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენისთვის ყველაზე დიდი თანხების გამოყოფა განხორციელდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე.  ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სუვენირების შეძენაზე სულ დახარჯულია 285 790 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ტექნიკური /საინჟინრო მომსახურებების შესყიდვამ შეადგინა 256 147 ლარი. 2013 წელს ღონისძიებებისათვის სასმელის შესყიდვაზე გახარჯულია 186 375 ლარი. წარმოამდგენლობით ხარჯებს შორის ვხვდებით პრეზიდენტის ტელეეთერით მომსახურებას, რამაც შეადგინა 78 000 ლარი.

chartprezident

ყველაზე დიდი თანხა  ერთჯერადად  გადახდილია 2013 წლის 22 იანვარს სუვენირების  შეძენაზე – 88 870 ლარი.  ადმინისტრაციის მიერ გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ერთჯერადად გადახდილ ყველაზე დიდ თანხებს შორის არის აგრეთვე სატრანსპორტო მომსახურების და მგზავრობის ხარჯი – 24 836 ლარი. პრეზიდენტის ტელეეთერით   მომსახურება – 20 000 ლარი, ღონისძიებისთვის სასმელის შესყიდვა – 14 043 ლარი.

4

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დეკემბრის თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ერთჯერადად გაწეულ ყველაზე ძვირადღირებულ წარმომადგენლობით ხარჯს, იგი წარმოადგენს  საჩუქრად გადასაცემი ტკბილეულის შეძენას  – 6 881 ლარი.

5

IDFI – იმ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებით მიმართა კონკრეტულ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. ადმინისტრაციამ ამ შემთხვევაშიც სრულად დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა. როგორც მიღებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა ყველაზე დიდი თანხის 88 870 ლარის ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „iphone +” – თან და სუვენირის სახით შესყიდულია 100 ცალი Ipod Touch ღირებულებით 42 500 ლარი, 40 ცალი Iphone 4s ღირებულებით 45 960 ლარი და სხვა ტექნიკა.

 6

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სასაჩუქრედ ერთჯერადად შეძენილია სხვა და სხვა ფირმის მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა, მაგალითად მობილური ტელეფონი Iphone 5 ან სულაც აკორდეონი.

7

 

8

 

პრეზიდენტის შეხვედრების ტელეეთერით მომსახურებაზე   ხელშეკრულებები  გაფორმებულია ტელეკომპანია „რუსთავის 2“ – ის გენერალურ დირექტორთან, რომლის საფუძველზეც გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა 2013 წელს სულ შეადგინა 78  000 ლარი.

აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად  ადმინისტრაცია პრეზიდენტის შეხვედრების ორგანიზების მიზნით, „რუსთავი 2“ -სგან ყიდულობდა პირდაპირი ეთერის დროისათვის სატელიტური მომსახურების უზრუნველყოფის მომსახურებას.

9

10

ყველაზე ძვირადღირებულ ერთჯერადად გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის მოყვანილ  სასმელის შესყიდვისთვის გახარჯულ 14 043 ლარზე ხელშეკრულება გაფორმებულია შპს თელავის მარანთან, რომლის მიხედვითაც შესყიდულია აღნიშნული ღირებულების სხვადასხვა სახეობის ღვინის ნაწარმი.

11

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ვხდებით აგრეთვე ფოტო მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს. მაგალითად 2013 წლის 7 მაისიდან 2013 წლის 10 მაისამდე ფიზიკურ  პირისათვის ფოტო მომსახურებისათვის  გამოიყო 2037 ლარი.

12

წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ვხვდებით აგრეთვე ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ტექნიკური/ საინჟინრო მომსახურების შესყიდვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ჰორიზონ ტვ სტუდიასთან“. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების საერთო ღირებულებამ შეადგინა 50 000 ლარი.

13

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენლობით ხარჯს შეადგენდა – 4461 ლარი წვეულებისა და ღონისძიების ხარჯი. როგორც ირკვევა აღნიშნული ღონისძიება გაიმართა რესტორან კოპალაში.

14

 

  •   როუმინგის ხარჯები

2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ეგრეთ წოდებულმა როუმინგის  ხარჯებმა შეადგინა 136 556 ლარი. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა ათვისებულია საგარეო ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზურაბ დარჩიაშვილის მიერ – 50 177 ლარი. ადმინისტრაციის უფროსის  ანდრო ბარნოვის როუმინგის  ხარჯებმა შეადგინა -20 334 ლარი, ხოლო მისი პირველი მოადგილის ირაკლი ნადირაძის ხარჯი შეადგენს 20 295 ლარს.

15

 

  •   ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული  ავტომობილები

 ადმინისტრაციის ბალანსზე  იმყოფება 56 ავტომობილი, რომელთა საწყისი საერთო საბალანსო ღირებულება შეადგენს 3 389 565 ლარი, ხოლო დღეისთვის მათი ნარჩენი ღირებულება შეადგენს 2 146 842 ლარს. ქვევით შეგიძლიათ იხილოთ ყველაზე ძვირადღირებული ღირებულების ავტომობილები:

16

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილები თანამდებობების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად:

 

avtomobilebis

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in ავტოპარკის ხარჯები, სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2013 წლის ხარჯები

  1. გია says:

    დედა მოგიტყანთ,სამაგისოს ვინ რას აკეთებთ,ქვეყანა და მოსახლეობა ისევ ტრაკშია

  2. kudusha says:

    ნაცსაღორეთი!!!

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s