პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პროაქტიული გამოქვეყნების ახალი სტანდარტი

logoparlamentსაქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2012 წელს შესული ცვლილებებით ყველა საჯარო დაწესებულებას პროაქტიული გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტები სავალდებულოდ უნდა განესაზღვრათ შესაბამისი სამართლებრივი აქტებით 2013 წლის 1 სექტემბრამდე.  როგორც მოგეხსენებათ  საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესახებ ვრცელდება მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებზე.   მსგავსი დადგენილებები მიიღეს სხვა საჯარო დაწესებულებებმა თუ თანამდებობის პირებმა: საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, აჭარის ა/რ მთავრობამ, თბილისის მერიამ, თბილისის და რუსთავის საკრებულოებმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს იუსტიციის საბჭომ და სხვა.

IDFI-ის მიერ არაერთგზის გავრცელებული საჯარო განცხადებისა თუ ოფიციალური მიმართვის შემდგომ 2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებ-გვერდებზე დაევალა  2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 მარტამდე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა  მოიცავს  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ჩამონათვალის უდიდეს ნაწილს. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში პარლამენტის  საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებულია რიგი პუნქტები რომლებიც კიდევ უფრო აფართოებს გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.

თუმცა, ამავე დროს ბრძანებით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი პუნქტი, რაც დამტკიცებული იქნა  საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ნუსხაში, მაგ.:

  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაციის გასაჩივრების წესი;
  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები;

ასევე არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ვაკანტური პოზიციებისა და კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტი. საქართველოს პარლამენტი  საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს მხოლოდ გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ ინფორმაციას. რაც შეეხება კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობას, კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესს  და პროცედურას პარლამენტის ბიუროს აღნიშნულის გამოქვეყნების ვალდებულება  არ დაეკისრა.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საკანონმდებლო ორგანოს სპეციფიკა და უზრუნველყოფილია როგორც დამატებითი იურიდიული დოკუმენტების, ასევე ფინანსური ხასიათის მონაცემების გასაჯაროება. კერძოდ,  ფინანსური ხასიათის მონაცემები გამოქვეყნებული იქნება  საქართველოს პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატისა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ ვებ-გვერდზე დამატებით შემოგვთავაზა შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოქვეყნება:

  • საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური შეთანხმება, ორგანული კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;
  • საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილება , საქართველოს პარლამენტის დადგენილება მთავრობის ნდობის, საკადრო თავდაცვის ან სამხედრო საკითხზე, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის, დენონსაციის ან გაუქმების შესახებ;
  • საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება;
  • ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების, ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობის, ინტერფრაქციული ჯგუფის, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების შესახებ;
  • ინფორმაცია მაჟორიტარი საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების და მათი ბიუროების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ;
  • ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული სამართლებრივი აქტების რაოდენობის შესახებ, აქტის სახეების მიხედვით;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის წესი;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასი – კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა და სხვა დანამატები;
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და დანამატების ოდენობების განსაზღვრის შესახებ;
  • საქართველოს პარლამენტის წევრთათვის  და აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი;
  • საქართველოს პარლამენტში არსებული მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა ;
  • საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა;
  • საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს დებულება და ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობა.

საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარის ზემოთ ხსენებული ბრძანების მიხედვით შემუშავებულია აგრეთვე პარლამენტიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (contact.parliament.ge) დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა ელექტრონულად გადააგზავნოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადების ფორმა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულია სამი სახის განცხადების ნიმუში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმითი, თუ რა ფორმით სურს განმცხადებელს საჯარომ ინფორმაციის მიღება – ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნის, კომპაქტურ დისკზე ჩაწერის თუ მის მიერ წარდგენილ მეხსიერების ბარათზე ჩაწერით.

parliamentt

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებული პასუხში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან პლენუმის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილებას (შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოსცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები). თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ზემოთაღნიშნული გარემოებისა 2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო დადგენილება, რომელიც აწესებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსად, რომლის დადგენილებაც  ვრცელდება  საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, სააპელაციო სასამართლოებზე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტზე, პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი  სრულად მოიყვანა თანხვედრაში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებთან, რაც ჩვენი აზრით ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში ერთიანი პრაქტიკის დანერგვის კუთხით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსად საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით შემოგვთავაზა აგრეთვე სასამართლოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება.

sakonsttt

IDFI-ი მიესალმება იმ  ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, ინფორმაციის  პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და შესაბამისი ნუსხა.  მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულმა დაწესებულებებმა პროაქტიული გამოქვეყნების წესების დანერგვისას იხელმძღვანელეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტით და ამასთან დამატებით განსაზღვრეს, საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება.  IDFI  გამოთქვამს იმედს, რომ 2014 წლის 1 მარტამდე მათ მიერ ჯეროვნად იქნება შესრულებული აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებები.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s