საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების გაჭიანურებული პროცესი (ნაწილი 2)

satauradროგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესახებ ვრცელდება მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებზე.  რაც შეეხება იმ საჯარო დაწესებულებებს, რომლებზეც არ ვრცელდება მთავრობის აღნიშნული დადგენილება, მათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტები სავალდებულოდ უნდა განესაზღვრათ შესაბამისი სამართლებრივი აქტებით 2013 წლის 1 სექტემბრამდე.  IDFI შეეცადა გამოერკვია რამდენად უზრუნველყვეს აღნიშნულმა საჯარო დაწესებულებებმა მათზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 ჩვენს მიერ უკვე შემოთავაზებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებული პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების შესაბამისობის ანალიზი მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებთან.  სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბრძანებულების მიღებამდე უკვე არსებობდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი  საჯარო ინფორმაციის ნუსხა, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მის ძალზედ შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენდა.

დღეის მდგომარეობით საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსებულია მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სისტემა (აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ სისტემის მეშვეობით გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუმცა პასუხი დღესაც არ მიგვიღია), რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას, მიუხედავად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ამ მხრივ ვებ-რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და ინფორმაციის განთავსება კვლავაც არ არის უზრუნველყოფილი.

 

  • საქართველოს პარლამენტი

 მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა სამწუხაროდ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – საქართველოს პარლამენტს დღეის მდგომარეობით კვლავაც არ აქვს დამტკიცებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც დაავალდებულებდა პარლამენტის აპარატს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის წესის დანერგვას. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია არა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ პარლამენტი ამით უგულებელყოფს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დანერგვას, არამედ პირველ რიგში იმით, რომ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით მათზე დაკისრებულ ვალდებულებასაც.

  • საქართველოს სასამართლოები

 სასიხარულო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაგვიანებით თუმცა მაინც დაამტკიცა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, ინფორმაციის  პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და შესაბამისი ნუსხა. საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესები ვრცელდება საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, სააპელაციო სასამართლოებზე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტზე. დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ვებ-გვერდებზე ზემოთ ხსენებულ საჯარო დაწესებულებებს დაევალათ 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 მარტამდე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაითვალისწინა IDFI-ის რეკომენდაცია და ამ მნიშვნელოვანი სიახლის სტანდარტი სრულად მოიყვანა თანხვედრაში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებთან, რაც ჩვენი აზრით ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში ერთიანი პრაქტიკის დანერგვის კუთხით.

 iusticiis sabj

  • რეგიონები

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2013 წლის 10 ოქტომბერს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ.  აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ  26 აგვისტოს № 219 დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტებთან.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეის მდგომარეობით როგორც აჭარის ა/რ მთავრობის ასევე მისი ოთხივე სამინისტროს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და გარკვეული ინფორმაციის განთავსება.

რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მათ არ შეუსრულებიათ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულება და არ მიუღიათ შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც უზრუნველყოფდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დანერგვასა და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტის შემუშავებას.

სამწუხაროდ თვითმმართველი ერთეულების მხოლოდ მცირე ნაწილმა უზრუნველყო საქართველოს  კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულება.  საქართველოს 68 თვითმმართველი ერთეულიდან საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მარეგულირებელი აქტები განთავსებულია მხოლოდ შემდეგი თვითმმართველი ერთეულების  მიერ:

  • ქ. თბილისის მერია
  • ქ. თბილისის საკრებულო
  • ქ. რუსთავის საკრებულო
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 მათ შორის გამორჩეულია ქალაქ თბილისის მერია, რომელმაც სრულიად განსხვავებული სტანდარტი შემოგვთავაზა. თბილისის მთავრობამ აიღო ვალდებულება  თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს ქ. თბილისის მერიაში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას.

meria

სხვა თვითმმართველი ერთეულების მიერ შემუშავებული სტანდარტების  ანალიზი ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა ბლოგ-პოსტში, სადაც გამოტანილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხიდან ის პუნქტები, რომლთა გამოქვეყნებაზეც, უარი განაცხადეს სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებმა.

  •  სხვა საჯარო დაწესებულებები

 მთელმა რიგმა საჯარო დაწესებულებებმა, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება, დღეის მდგომარეობით უზრუნველყვეს საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და გარკვეული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. მათ შორის არიან:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • საარჩევნო სისტემების განვითარებისა, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
  • კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
  • საჯარო სამსახურის ბიურო
  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • ფინანსური მონიტორინგის სამსახური
  • ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

სხვა საჯარო დაწესებულებებიდან, რომელთა ვებ-გვერდებზეც ამ მომენტისათვის არ არის უზრუნველყოფილი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება წარმოადგენენ:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური “საქსტატი“
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური
  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – “საქპატენტი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურების გარდა სხვა დაწესებულებების შემთხვევაში უცნობია, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული იქნა თუ არა მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტის გამოცემა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა  კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაექვემდებარა საქართველოს მთავრობას. განახლებული დებულების დამტკიცების შემდგომ იგეგმება პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამუშაოების გატარება, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა მხოლოდ, რომ ამ მომენტისათვის აღნიშნული სამართლებრივი აქტები გენერალური აუდიტორის მიერ გამოცემული არ არის.

saqstati jpj

auditIDFI-ი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს რომლებსაც 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28- მუხლის მე-2 ნაწილითა და 37- მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

1. შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები და სასწრაფოდ დაამტკიცონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი;  

2. ერთიანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილებით;  

3. ნორმატიული აქტის შემუშავებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულად მოიყვანონ თანხვედრაში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხასთან;  

4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ. and tagged , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s