მოსამართლეთა გაზრდილი ანაზღაურება

Wooden justice gavel and block with brass2013 წლის 15 ოქტომბერს IDFI-იმ გამოაქვეყნა სტატია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ, რომლის მიხედვითაც სარგოებთან შედარებით მოსამართლეებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა 35%-დან 135%-მდე მერყეობდა. როგორც  მოსამართლეთა  ქონებრივი დეკლარაციებიდან მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა, პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2012 წელს შეადგენდა დაახლოებით 3 400 ლარს, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების – 3 800 ლარს, ხოლო უზენაესი სასამართლოს – 6 200 ლარს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იმავე ინსტანციის მოსამართლეები თანაბარი თანამდებობრივი სარგოს პირობებში იღებდნენ განსხვავებული ოდენობის შემოსავლებსაც, ვინაიდან მათ მიერ მიღებული დანამატები და პრემიები განსხვავებული ოდენობის იყო.

სტატიის გამოქვეყნების დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ ზუსტად რა ოდენობით გაიზრდებოდა მოსამართლეების ხელფასები. დღეისთვის უკვე ცნობილია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ (დღეს საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო აღნიშნული კანონპროექტი). როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების ეტაპობრივი ზრდა სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ეს პროცესი 2007-2009 წლებში დაიწყო, და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეფერხდა. მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესება. სარგოების ზრდა ასევე მიზნად ისახავს სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეების სარგოების მეტ-ნაკლებ დაახლოებას. მოსამართლეების სარგოები 2014 წლის 1 იანვრიდან სავარაუდოდ შემდეგნაირად განისაზღვრება:

mosamartleebis gazrdili xelfasi

როგორც ირკვევა, პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში, მათი თანამდებობრივი სარგო 2014 წლის იანვრიდან გაორმაგდება, სხვა თანამდებობის პირთა (უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების) სარგოების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 24%-დან 84%-მდე.

sargoebis zrda2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია აგრეთვე გამოვთვალოთ, სავარაუდოდ როგორი იქნება 2014 წლის მანძილზე მოსამართლეების საშუალო წლიური შემოსავალი, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები კანონით გათვალისწინებულ სარგოსთან ერთად გააგრძელებენ პრემიებისა და დანამატების მიღებას. 2012 წლის მანძილზე გაცემული პრემიებისა და დანამატების გათვალისწინებით, 2014 წლის 1 იანვრიდან პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი სავარაუდოდ გაიზრდება 3 400 ლარიდან 5100 ლარამდე, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების – 3 800 ლარიდან 6 300 ლარამდე, ხოლო უზენაესი სასამართლოს – 6 200 ლარიდან 7 800 ლარამდე.

საინტერესოა, რომ გაზრდილი სარგოების პირობებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსამართლეები პრემიებსა და დანამატებს საერთოდ აღარ აიღებენ, პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეების საშუალო სარგოები მაინც უფრო მეტი იქნება, ვიდრე საშუალო ყოველთვიური შემოსავალი (სარგოს, დანამატისა და პრემიის გათვალისწინებით), რასაც ისინი 2012 წლის მონაცემებით იღებდნენ. მაგ. თუკი პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2012 წელს შეადგენდა 3400 ლარს, 2014 წლიდან მხოლოდ სარგო იქნება 4000 ლარი; სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების შემთხვევაშიც, თუკი 2012 წელს აღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 3800 ლარს, 2014 წლიდან მხოლოდ სარგო შეადგენს 1200 ლარით მეტს, 5000 ლარს. მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში გამოიკვეთა მდგომარეობა, რომ 2012 წლის მანძილზე მიღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარით აჭარბებს 2014 წლიდან განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოებს.

საქართველოს სასამართლოების შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების  ზრდა გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის გეგმაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შრომის ანაზღაურების მუხლით გამოყოფილი თანხები გაზრდილია 38%-ით, უზენაესი სასამართლოსთვის – 29%-ით, ხოლო საერთო სასამართლოებისთვის – 67%-ით. აღნიშნული მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ 2014 წელს იგეგმება როგორც მოსამართლეების ასევე სასამართლოებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოების ზრდა, ვინაიდან მხოლოდ მოსამართლეებისთვის ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით  ხელფასების ზრდა არ განაპირობებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლოების შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების აღნიშნული პროცენტით მატებას.

mosamartleebis-xelfasebi-biujetshi

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ., საშტატო ნუსხა, სახელფასო ფონდები და პრემიები. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s