საჯარო დაწესებულებების ნაწილს 2012 წელს 10 დეკემბრის ანგარიშები არ წარუდგენია

ყოველი წლის 10 დეკემბერს  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  49-ე მუხლის შესაბამისად საჯარო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშებს წარუდგენენ მაკონტროლებელ ორგანოებს.

IDFI -ის მიერ 2012 წელს განხორციელებულმა კვლევამ გამოავლინა სერიოზული ხარვეზები, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები 10 დეკემბრის ანგარიშის წარდგენისას უშვებენ. საჯარო დაწესებულებების უმეტესობა ანგარიშს არასრულყოფილი სახით წარადგენს. ხშირად ანგარიშების წარდგენა ვადის დარღვევით ხდება, უფრო მეტიც,ზოგიერთი საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშის წარდგენას აუცილებელ ვალდებულებად არ განიხილავს.

საინტერესოა 10 დეკემბრის ანგარიშების წარდგენის 2012 წლის სტატისტიკა.

IDFI – იმ  2013 წლის განმავლობაში  სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას მიმართა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  49-ე  მუხლის შესაბამისად 2012 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის წარდგენილი საჯარო ინფორმაციის ანგარიშების მოთხოვნით. მიღებული პასუხებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ სხვადასხვა დაწესებულებების მიდგომა  10 დეკემბრის ანგარიშთან დაკავშირებით განსხვავებულია.

დაწესებულებების ნაწილმა (სამინისტროებმა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, თვითმმართველი ერთეულების გამგეობებმა და სხვ.) ინსტიტუტს მიაწოდა  2012 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის გაგზავნილი ანგარიშების ქსეროასლები. 2012 წლის 10 დეკემბრის ანგარიში მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა და მიგვითითა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად მიგვემართა შესაბამისი უწყებისთვის (საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის).

2

მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ  ქვემოთ მოცემული ბმულები:

სამინისტროები: 

იუსტიციის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 იურიდიული დახმარების სამსახური

გამგეობა და მერია:

 ქუთაისის მერია

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

სხვა საჯარო დაწესებულებები:

საქართველოს ეროვნული ბანკი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა დადებითი მაგალითები საჯარო დაწესებულებების სახეების მიხედვით, რომელიც ეხებოდა 2012 წლის  10 დეკემბრის საჯარო ინფორმაციის ანგარიშის მომზადებას და საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის გაგზავნას.

  თუმცა ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ მიერ 10 დეკემბრის ანგარიში 2012 წელს არ შესრულებულა. სამინისტროების მხრიდან 10 დეკემბრის ანგარიშის შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს,  ინსტიტუტმა ამ მოთხოვნით 85 უწყებას მიმართა. მათგან 11-ს ინფორმაცია არ მოუწოდებია. 74 საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან  საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიში 2012 წელს  წარადგინა 46-მა. ორი დაწესებულების ინფორმაციით, მათ ეს ვალდებულება არ ეკისრებათ, ხოლო 26-ს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიში არ წარუდგენია.

3

მაგალითისთვის  იხილეთ  ბმულები:

შემოსავლების სამსახური

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ფინანსთა სამინისტროს აკადემია

გამოცდების ეროვნული ცენტრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში ვხდებით ასევე ისეთ შემთხვევებს, როდესაც მათ მიერ შემუშავებული 10 დეკემბრის ანგარიში არანაირ კავშირში არ არის 49-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშთან. მაგალითად საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხში აღნიშნულია, რომ 2012 წელს 10 დეკემბრის ანგარიში წარდგენილია განსხვავებული ფორმატით, რაც დაკავშირებულია არა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან არამედ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან.

 Image

 

 2012 წელს საჯარო ინფორმაციის ანგარიში არ წრუდგინა მაკონტროლებელ ორგანოებს რეგიონული საჯარო დაწესებულებების დიდმა ნაწილმაც. ინსტიტუტმა 10 დეკემბრის ანგარიშების მოთხოვნით 56 რეგიონულ საჯარო დაწესებულებას მიმართა. მუნიციპალიტეტების გამგეობების   ნაწილმა (20) მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ეს ვალდებულება არ შეუსრულებიათ.  საჯარო ინფორმაციის ანგარიში 2012 წელს  28 მუნიციპალურმა ორგანომ მიაწოდა პარლამენტსა და პრეზიდენტს.  ცხრა რეგიონულ უწყების პასუხში ნათქვამია, რომ  10 დეკემბრის ანგარიში არ გაუგზავნია.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

2013 წელს საქართველოს ზოგად ადმინისტარციილ კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით საჯარო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიში წარუდგინონ არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრს. სზაკის 49-ე მუხლის თანახმად  ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დეკემბრის ანგარიში ასევე  გამოაქვეყნოს  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. IDFI გააგრძელებს ამ პროცესის მონიტორინგს.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s