საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია კვლავ ხელმიუწვდომელი იქნება

აგსრულებაIDFI – იმ  2013 წლის 25 სექტემბერს მიმართა სსიპ- აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წელს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წლის 9 თვის განმავლობაში (1 იანვარი – 25 სექტემბერი) სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა შეადგენს 54 722 173 ლარს. რაც შეეხება უშუალოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხულ თანხების ოდენობას, მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს განცალკევებით ამ მონაცემების აღრიცხვას.

sapoceso1

შეგახსენებთ, რომ IDFI-იმ სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა აგრეთვე  2013 წლის 5 მარტს. აღნიშნული მოთხოვნა ბიურომ სრულყოფილად დააკმაყოფილა და ინსტიტუტს მიაწოდა 2009-2012 წლების მონაცემები, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:

2009 წელი: 8 040 392.81 ლარი

2010 წელი: 42 361 459.28 ლარი

2011 წელი: 51 009 723.78 ლარი

2012 წელი: 38 627 586.89 ლარი

saproceso2

IDFI დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს იმ ფაქტის გასარკვევად თუ რა გახდა რეალური მიზეზი რის გამოც ბიურომ არ გაასაჯაროვა 2013 წლის განმავლობაში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა, მაშინ როდესაც 2009 – 2012 წლების ანალოგიური მონაცემები მათ მიერ მოწოდებული იქნა სრულყოფილად 2013 წლის მარტის თვეში. სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის სამსახურის მიერ მონაცემთა აღრიცხვა 2013 წლიდან გადავიდა განსხვავებულ სისტემაზე, რომელიც მათ არ აძლევდა საშუალებას განცალკევებით გამოეყოთ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული სხვა სახდელებისგან.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულ თანხების შესახებ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, რომ აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და საბოლოოდ გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საპროცესო შეთანხმებები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s