პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი – თვითმმართველი ერთეულებისთვის

rustaviIDFI  აგრძელებს იმ საჯარო დაწესებულებათა  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მონიტორინგს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება. ჩვენს მიერ უკვე წარმოდგენილი იქნა თბილისის საკრებულოსთვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისობის ანალიზი მთავრობის მიერ მიღებულ სტანდარტთან, ამჯერად შემოგთავაზებთ ყველა სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მიერ დღეის მდგომარეობით მიღებული სტანდარტების შესაბამისობის ანალიზს.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, თვითმმართველი ერთეულების  მიერ მიღებული  დოკუმენტები  მის ძალზედ შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიებს წარმოადგენს.  ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ ინფორმაციების ჩამონათვალს რომლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებაც არ დაივალდებულეს თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებმა.

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
  • ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები, კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
  • ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს
  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში.
  • ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით.
  • ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
  • ბიუჯეტის შესარულების შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
  • ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით
  • ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
  • ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
  • უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
  • სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ
  • ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან
  • ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში.
  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
  • უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
  • სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ
  • ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია
  • ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდვინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალის გარდა, ასევე  აღსანიშნავი და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებულია ისეთი პუნქტები, რომლებიც არ იყო ასახული მთავრობის დადგენილებით მიღებულ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციის ნუსხაში. მაგალითად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა პროაქტიულად გამოაქვეყნოს  დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების ორგანოების საქმიანობის შემოწმების შესახებ, ასევე მათ დაევალათ  თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების საჯარო ანაგარიშების გამოქვეყნება.

  • ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში.
  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
  • ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები
  • ბიუჯეტის შესარულების შესახებ ინფორმაცია;
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
  • ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
  • უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
  • სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ
  • ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია
  • ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოთ ჩვენს მიერ გამოტანილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხიდან ის პუნქტები, რომლთა გამოქვეყნებაზეც დღეის მდგომარეობით, უარი განაცხადეს სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებმა.

IDFI-ი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შედგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით და არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც მათ გამჭვირვალობის ნაკლებ ვალდებულებას დააკისრებს, რასაც სამწუხაროდ მეტ-ნაკლებად ადგილი აქვს თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების მაგალითზე.

ამასთან IDFI მოუწოდებს ყველა სხვა  თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს, დროულად განსაზღვრონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები და მათი შემუშავებისას დაეყრდნონ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი – თვითმმართველი ერთეულებისთვის

  1. Pingback: საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე შესრულებული ვალდებულება | Opendata Blog

  2. Pingback: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების გაჭიანურებული პროცესი (ნაწილი 2) | Opendata Blog

  3. Pingback: პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პროაქტიული გამოქვეყნების ახალი სტანდარტი | Opendata Blog

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s