თანამშრომელთა შვებულება გენდერულ ჭრილში

downloadIDFI  კვლავ აგრძელებს შემოთავაზებული კვლევის  “საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში “  კონკრეტული თავების განცალკევებით გამოქვეყნებას. ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ბოლო თავი,  რომელიც დაკავშირებულია თანამშრომელთა შვებულებასთან გენდერულ ჭრილში.

საქართველოს შრომის კოდექსის V თავის 21 მუხლით დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე არანაკლებ 15 სამუშაო დღით წელიწადში. ინსტიტუტი შეეცადა გამოერკვია, თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე შვებულებით. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა საქართველოს 164 საჯარო დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე ანაზღაურების გარეშე შვებულებით ისარგებლა 1674 თანამშრომელმა, რომელთაგან სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულია – 100 თანამშრომელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 432 თანამშრომელი, ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) – 1077 თანამშრომელი, ხოლო სხვა დაწესებულებებში – 65 თანამშრომელი.

shvebuleb1საქართველოს შრომის კოდექსის VI თავის 27 მუხლით დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით. ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხევაში – 140 კალენდარული დღე.  იმავე თავის 28 მუხლი ითვალისწინებს შვებულებას ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

საქართველოს 164 საჯარო დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე  ე.წ. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ისარგებლა 1143 თანამშრომელმა, ხოლო არა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით 354 თანამშრომელმა.

  • ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარგებლე თანამშრომელ მამაკაცთა რაოდენობაა – 731, ხოლო ქალების – 943.

shvebuleb2დაწესებულებათა სახეების მიხედვით ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაში ნებისმიერ შემთხვევაში ჭარბობენ ქალები. სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარგებლე ქალთა რაოდენობამ 56% შეადგინა, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 65,9%, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) – 51,8%.

shvebuleb3

  • ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

 საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 27-ის მიხედვით, დასაქმებულს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ბუნდოვან განმარტებას, რამდენად ვრცელდება აღნიშნული პუნქტი ასევე დასაქმებულ მამაკაცებზე. სასურველია საქართველოს შრომის კოდექსში „ბავშვის მოვლის გამო“ გატანილი იქნას ცალკეულ პუნქტად. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ინსტიტუტის მიერ საჯარო დაწესებულებებისთვის გაგზავნილ მოთხოვნაზე, ე. წ. დეკრეტული შვებულებების გამოყენების რაოდენობის შესახებ გენდერულ ჭრილში, საჯარო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, თავიანთ მოწოდებულ მონაცემებში არ აკონკრეტებდნენ რომელი სქესის მიერ იყო აღნიშნული გამოყენებული, ვინაიდან დეკრეტული შვებულება მათთვის თავის მხრივ, ცალსახად, ნიშნავს მხოლოდ ქალის მიერ გამოყენებად უფლებას.

163 საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული დოკუმენტაციიდან დაზუსტებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვხვდებით მამაკაცთა მიერ აღნიშნული მიზეზით შვებულების გამოყენების შემთხვევას.

shvebuleb4რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხს, წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს შრომის კოდექსისას 22 მუხლში არსებული ჩანაწერის მიხედვით  დადგენილი შვებულებით ისარგებლა 8 მამაკაცმა. ეს მუხლი მოიცავს ასევე დროებითი შრომის უუნაროებისთვის აღებულ შვებულებას, რაც არ გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ შვებულება შრომის უუნაროებისათვის თუ ბავშვის მოვლის გამო იქნა გამოყენებული.

shvebuleb5ყველაზე მეტი შემთხვევა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობისა საჯარო დაწესებულებების სახეების მიხედვით დაფიქსირდა საქართველოს საჯარო სამართლის  იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 655 შემთხვევა.

shvebuleb6

  • ანაზღაურების გარეშე  დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე საქართველოს 163 საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით ისარგებლა მხოლოდ 354 ქალმა.

shvebuleb7მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსით ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ 126 კალენდარული დღე, თანამშრომლები მაინც თავს არიდებენ ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით სარგებლობას. როგორც მიღებული მონაცემებიდან ირკვევა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების შემდგომ ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით სარგებლობს საჯარო მოსამსახურეთა მხოლოდ 31%.  დაწესებულებების სახეების მიხედვით ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით სარგებლობის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

shvebuleb8

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სტატისტიკა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to თანამშრომელთა შვებულება გენდერულ ჭრილში

  1. ლევანი says:

    საქართველოს შრომის კოდექსის VI თავის 27 მუხლი ითვალისწინებს მამაკაცებისთვის დეკრეტული შვებულების მიცემას? მეც ვაპირებდი, შარშან მესარგებლა მსგავსი შვებულებით, მაგრამ განმიმარტეს, რომ მამაკაცებისთვის შეზღუდულია და მხოლოდ ქალებს შეუძლიათ სარგებლობაო. წელსაც მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავარ (დაახლოებით ერთ თვეში იდევ ველოდებით ბავშვს) და შესაძლებელია თუ არა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ვისარგებლო და რამდენი ხნის განმავლობაში? წინასწარ მადლობა

    • opendatablog says:

      მოგესალმებით ლევან, საქართველოს შრომის კოდექსის VI თავის 27 მუხლში არ არის დაკონკრეტებული დასაქმებულთა სქესი, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ ცალსახაა, რომ ბავშვის მოვლის გამო პუნქტთან მიმართებაში ამ მუხლის გამოყენება შეუძლია ბავშვის ორივე სქესის მშობელს. მითუმეტეს, რომ აღნიშნული პრაქტიკა დამკვიდრებულია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და არ შეიძლება გაიმიჯნოს მშობელთა უფლებები ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით სქესის მიხედვით. ამასვე მეტყველებს კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი: ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ზემოთ მოტანილი მაგალითიც (სსიპ მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრი). რაც შეეხება ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადას დღესდღეობით ეს არის 126 კალენდარული დღე, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან იქნება 183 კალენდარული დღე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s