პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი – პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის

downloadIDFI იწყებს  იმ დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მონიტორინგს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება. ამჯერად ჩვენს მიერ შემოთავაზებული იქნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისობის ანალიზი მთავრობის მიერ მიღებულ სტანდარტთან.

2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს №219 დადგენილება “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც ამკვიდრებს პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს უშუალოდ მთავრობის და სამინისტროების, აგრეთვე მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო დაწესებულებებისთვის (სსიპ-ები და საქვეუწყებო დაწესებულებები).

ხსენებული დადგენილების კვალდაკვალ 2013 წლის 2 სექტემბერს გამოცემული იქნა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებაც, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტი მის შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით პრეზიდენტის  ადმინისტრაციას არ დაევალება შემდეგი ინფორმაციის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნება:

  • ადმინისტრაციული  ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში;
  • ადმინისტრაციული  ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები, ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესი შესახებ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში;
  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები;
  • ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები;
  • ბიუჯეტის შესარულების შესახებ ინფორმაცია;
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი;
  • ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად;
  • უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია;
  • სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით მიღებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხიდან, ვხვდებით ისეთ პუნქტებს, რომლებიც არასრულყოფილადაა წარმოდგენილი მთავრობის დადგენილებით მიღებულ პუნქტებთან შედარებით. მაგალითად პუნქტში, რომელიც ეხება ინფორმაციას ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნოს კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა, კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა. აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეხება ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეულ სამივლინებო ხარჯებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ აღნიშნულისთვის გაწეული ხარჯების გამოქვეყნებას ჯამურად, რაც მას არ ავალდებულებს თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯების გამოქვეყნებას განცალკევებით.

IDFI-ი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შედგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობისა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით და არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც მათ გამჭვირვალობის ნაკლებ ვალდებულებას დააკისრებს, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს პრეზიდენტის ბრძანებულების მაგალითზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი – პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის

  1. Pingback: საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე შესრულებული ვალდებულება | Opendata Blog

  2. Pingback: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების გაჭიანურებული პროცესი (ნაწილი 2) | Opendata Blog

  3. Pingback: პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პროაქტიული გამოქვეყნების ახალი სტანდარტი | Opendata Blog

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s