მარეგულირებელი კომისიების წევრთა შრომითი ანაზღაურება (2012)

premia2012 წელს IDFI – იმ   წარმოგიდგინათ მარეგულირებელი კომისიების წევრთა შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა 2009-2011 წლების მაჩვენებლებს. ამჯერად, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნება მარეგულირებელი კომისიების  წევრების 2012 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის – გურამ ჩალაგაშვილის  სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი აღემატება წინა წლების შემოსავლებს და შეადგენს 288 000 ლარს. წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული ასევე კომისიის წევრებს სერგო მესხს – 279 000 ლარი და ზურაბ გაბელაიას – 268 925 ლარი. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს მაია ნადირაძეს და გოჩა შონიას, მათ მიერ 2012 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ მოიძიება.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე აღნიშნული მონაცემების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე  IDFI – იმ   ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისგან გამოითხოვა ინფორმაცია კომისიის წევრებზე დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ, რის გასაჯაროებაზეც  კომისიამ უარი განაცხადა. აღნიშნულის  მთავარ განმაპირობებულ ფაქტორს ინსტიტუტის ვარაუდით სწორედ ზემოთ მოყვანილი ძალიან მაღალი შემოსავლები წარმოადგენს.

energetik1

energetikchart

რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებს ჩვენს მიერ დამატებით შემოთავაზებული იყო მათი 2012 წლის სავარაუდო შემოსავლები, რომელიც გამოანგარიშებული იყო მათზე გაცემული პრემიების და სახელფასო განაკვეთების მიხედვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც უმნიშვნელოდ განსხვავდება ჩვენს მიერ ჯერ-კიდევ 2013 წლის მაისის თვეში  შემოთავაზებული სავარაუდო მონაცემებისგან. 2012 წელს ოფიციალური მონაცემებით კომისის წევრების მიერ მიღებული დეკლარირებული შემოსავლები გამოიყურება შემდეგნაირად: კარლო კვიტაიშვილი – 253 594 ლარი, სოფიო ბრიტანჩუკი – 215 724 ლარი, აკაკი სიხარულიძე – 245 687 ლარი, ირაკლი მოსეშვილი – 253 421 ლარი. რაც შეეხება 2012 წელს კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი ჩიქოვანის შემოსავლების ოფიციალურ მონაცემებს, აღნიშნული საჯარო სამსახური ვებ-გვერდზე არ მოიძიება, რაც სავარაუდოდ შეადგენს 285 448 ლარს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის წევრებზე პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გასაჯაროებული იქნა  მხოლოდ ერთჯერადად (თარიღდება 2013 წლის 02 აპრილით). კომისიის წევრთა დეკლარირებული შემოსავლების ოდენობა კი ცხადჰყოფს, რომ პრემიების გაცემას ხშირი ხასიათი აქვს, რაც სამწუხაროდ აღარ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

komunikac1

komunikacchart

როგორც ზემოთ მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა საქართველოს მარეგულირებელი კომისიების წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებული  შემოსავლების მზარდი ტენდენცია 2012 წელსაც შენარჩუნებულია. როგორც კომუნიკაციების ეროვნული ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიების წევრთა შემოსავლები  ყოველთვიურად საშუალოდ 18 000 -დან 24 000 ლარამდე მერყეობს.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მარეგულირებელი კომისიების წევრთა შრომითი ანაზღაურება (2012)

  1. maka20@mail.ru says:

    dzalian mainteresebs am adamianebs ra ganatleba da background-i aqvt da mati dgis ganrigi da movaleobebi

  2. Pingback: მარეგულირებელ კომისიებში და სხვადასხვა სსიპ-ებში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები | Op

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s