სასამართლო სტატისტიკა 2007-2013

temidaქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ- ერთ ყველაზე მთავარ პირობას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება წარმოადგენს.  2012 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ მიუკერძოებელი სასამართლო  სისტემის ჩამოყალიბება იქნა დასახული. სასამართლოების დამოუკიდებლობის განვითარების ტენდენციების  შეფასებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია  სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.  IDFI – იმ ჯერ კიდევ 2012 წელს  პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში შეიმუშავა სასამართლო სტატისტიკის მოდული,  რომელიც წარმოადგენდა სასამართლოების მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების ელექტრონული ვიზუალიზაციის საშუალებას.  ხსენებული მონაცემების საფუძველზე ჩვენს მიერ ქვემოთ გამოტანილი იქნება ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში  პირველი ინსტანციის სასამართლოების საქმიანობაზე.

წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხები, მაგ. ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში სულ გადარიცხულმა თანხამ 140 036 163 ლარი შეადგინა.

saproceso1

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე სასამართლო სტატისტიკას, საქართველოს  I ინსტანციის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო შეთანხმებით გამოტანილი განაჩენების ყველაზე დიდი ოდენობა 2010 წელს დაფიქსირდა – კერძოდ სულ 16 641 განაჩენის გამოტანით განხილული სისხლის სამართლის საქმიდან (19956 პირი) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 13 345 საქმეზე ( 15 867 პირი).   2012 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო შეთანხმებებით გამოტანილი განაჩენების შემცირება განპირობებულია თავად განხილული საქმეების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით.

რაც შეეხება განაჩენის გამოტანით განხილულ საქმეებში საპროცესო შეთანხმებების პროცენტულ მაჩვენებელს, იგი ყოველწლიურად იზრდება და 2013 წლის 6 თვის მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 91% შეადგინა. 5451 განაჩენის გამოტანით განხილული საქმიდან (6396 პირი) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 4974 საქმეზე (5812 პირი).  saproceso2           saproceso2

saproceso4სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების სიმცირე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას წლების განმავლობაში გარკვეულ ეჭქვეშ აყენებდა, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სასამართლო სისტემის ინსტიტუციური გაუმართაობა და პოლიტიკური ზეგავლენის არსებობა. 2007-2010 წლებში არსებითად განხილულ საქმეებში (სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება) გამამართლებელი განაჩენების უჩვეულოდ მცირე მაჩვენებლები ფიქსირდება, რაც 0,1% -დან 0,2% -მდე მერყეობს. აღნიშნული თვალსაზრისით 2012 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, კერძოდ 1149 არსებითად განხილულ სისხლის სამართლის საქმიდან (1406 პირი) გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია  90 საქმეზე (117 პირი), რაც  7,8%-ს შეადგენს.  2013 წლის 6 თვის განმავლობაში არსებითად განხილულ სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენების პროცენტული წილი 1,6 პროცენტამდეა შემცირებული, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ გამართლებულთა დაბალი პროცენტული მაჩვენებელი განპირობებულია არა გამამტყუნებელი არამედ შეწყვეტილი საქმეების ზრდის გამო. აღნიშნულ პერიოდში შეწყვეტილია არსებითად განხილული საქმეების 39,8%. სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის პროცესში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები შეიძლება იყოს თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ და სხვა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 105).

ganachenebi1ganachenebi2ganachenebi3ganachenebi4აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან მკვეთრად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა. 2012 წელს თითქმის განახევრებულია სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულთა რაოდენობა წინა წლების მონაცემებთან შედარებით (10 922 პირი), ხოლო 2013 წლის 6 თვის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 6375 მსჯავრდებულ პირს უტოლდება.

msjavrdebulebiრაც შეეხება მსჯავრდებულთა სასჯელის სახეებს, 2013 წლამდე  თავისუფლების აღკვეთა მისჯილთა  და პირობითი მსჯავრდების რაოდენობა თითქმის გათანაბრებულია. ხოლო 2013 წლის 6 თვეში პირობითი მსჯავრდების რაოდენობა მკვეთრად აღემატება თავისუფლების აღკვეთა მისჯილთა რაოდენობას.

sasjelis saxeebiსასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე შეფარდებულ ღონისძიებებს შორის ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია გირაოს ფორმა. საინტერესოა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შემთხვევები გირაოს შეფარდების მაჩვენებლებს აღემატება მხოლოდ 2009 და 2010 წლებში. რაც შეეხება 2013 წლის 6 თვის მონაცემებს 3338 შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, ხოლო 2439 შემთხევაში – დაპატიმრება.

giraoჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იყო ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოების საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეებზე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად გაზრდილია, სისხლის სამართლის საქმეების არსებითად განხილვის პროცესში საქმეების წარმოების შეწყვეტის ტენდენცია. შეწყვეტილი საქმეების ზრდამ განაპირობა, როგორც გამამართლებელი ასევე გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებლების კლება. მაგალითად თუ შევადარებთ 2012 წლის 6 თვის და 2013 წლის 6 თვის მაჩვენებლებს ვიხილავთ, რომ 2012 წლის 6 თვის შეწყვეტილი საქმეების 2,8%-იანი მაჩვენებელი გაზრდილია 39,8 %-მდე, გამამტყუნებელი განაჩენების 87,5%-იანი მაჩვენებელი შემცირებულია 57,3 % -მდე, გამამართლებელი განაჩენების 8,6 %-იანი მაჩვენებელი შემცირებულია 1,6%-მდე, ხოლო ნაწილობრივ  გამამართლებელი განაჩენები 1,1%- დან გაიზარდა 1,3%-მდე.

ganachenebi6tve2013 წლიდან  მნიშვნელოვნად შეცვლილია I ინსტანციის სასამართლოების   ადმინისტრაციულ საქმეებთან  დაკავშირებული სტატისტიკური მაჩვენებლები. 2013 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული სარჩელით სასამართლოებს მიმართა 4070 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სასამართლოს მიმართეს მხოლოდ 712 შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ შეტანილი განცხადებების რიცხვი თითქმის გაუტოლდა 2008-2012 წლებში (ყოველწლიურად) შეტანილ განცხადებების რიცხვს.

shesulisarcheli

2013 წლის 6 თვის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით დაფიქსირდა ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი (69%). აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წელს შეადგენდა 30,5 % -ს, ხოლო 2011 წელს -25,1%.

gadawyvetilebebigadawyvetileba2gadawyvetileba3რაც შეეხება საგადასახადო დავებზე ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობა კვლავ მაღალია. 2013 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 23,6 % დამთავრდა ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ. აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე იყო წინა წლებში: 2011 და 2012 წლებში ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა 16 % შეადგინა.

sagdasaxado1sagadasaxado2როგორც ზემოთ განხილული ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეების სტატისტიკური მონაცემების ანალიზისას გამოჩნდა 2013 წლიდან შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, რომლებიც გამოიხატება ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების რაოდენობაში. განსაკუთრებით გამორჩეულია ადმინისტრაციულ დავებზე 2013 წლის 6 თვის განმავლობაში ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების 63%-იანი მაჩვენებელი, (აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლის შესაბამისი 6 თვის განმავლობაში შეადგენდა მხოლოდ 33%-ს) რაც ჩვენი აზრით მოსახლეობაში გაამყარებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის რწმენას.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სასამართლო პრაქტიკა, სტატისტიკა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s