სტატისტიკური მონაცემები შიდსით და C ჰეპატიტით ინფიცირებულთა შესახებ

2cat აივ ინფიცირებულთა რაოდენობა

2013 წლის 28 მაისს IDFI-იმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო სტატისტიკური ინფორმაცია 2006-2012 წლებში საქართველოში შიდსის (აივ) და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და 2012 წლის წინასწარი მონაცემებით მათმა რიცხვმა შეადგინა 3641 პირი.

1

შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება ასევე ყოველწლიურად დაფიქსირებული ახალი შემთხვევები. 2006-2012 წლებში სულ დაფიქსირებულია შიდსის ვირუსით დაინფიცირების 2685 ახალი შემთხვევა, რომელთაგან ყველაზე დიდი რაოდენობა 526 ფიქსირდება 2012 წლის წინასწარ მონაცემებში.

2

ზემოთ მოყვანილი შიდსის ვირუსით ინფიცირებულების რეგისტრირებულთა  და ახალი შემთხვევების მონაცემების ანალიზისას იკვეთება, რომ 2006-2011 წლებში ყოველწლიურად შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა იზრდება ზუსტად იმ ოდენობით რამდენიცაა დაფიქსირებული ახალი შემთხვევები, რაც მეტყველებს, რომ  ხსენებულ პერიოდში შიდსის ვირუსით დაინფიცირებულების რეგისტრაციიდან მოხსნის მაჩვენებელი ნულს უტოლდება.

3

C ჰეპატიტის (HCV) ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

რაც შეეხება C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულია მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობის მოწოდებისგან სამინისტრომ თავი შეიკავა. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2006-2012 წლებში საქართველოში დაფიქსირდა C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების 12 743 ახალი შემთხვევა, რომელთაგან ყველაზე დიდი ოდენობა 2511 ახალი შემთხვევა ფიქსირდება 2011 წელს.

4

IDFI – იმ  C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულების  რეგისტრირებული  რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2012 წლის თებერვალში მიმართა. სამინისტრომ ინსტიტუტს მოაწოდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის პრევალენტობა აღწევს 6,7%-ს ანუ საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია ინფიცირებული HCV- ვირუსით.

5

სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის 2008 წელს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მოწოდება და განმეორებით შეკითხვაზე მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ. აღნიშნული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანთა საგანგაშო რაოდენობისა და მათი დახმარებისა თუ მკურნალობის ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არ არსებობის გამო.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in სტატისტიკა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s