რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები

satavuri IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან  მიიღო  ოფიციალური  ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარის მიერ, ოკუპაციის ხაზის დარღვევისათვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2009 წლიდან 2013 წლის ივნისის თვემდე საოკუპაციო ჯარების მიერ უკანონოდ დაკავებულია 1110 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან  ცხინვალის  საოკუპაციო ხაზთან  დაკავებულ იქნა 474 პირი, ხოლო აფხაზეთის – 636 პირი.

okup1

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ოკუპაციის ხაზის დარღვევისათვის აფხაზეთის მიმართულებაზეა დაკავებულია – 2012 წელს -190 პირი. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება ძალიან გახშირდა 2013 წელს ვინაიდან, დღეის მდგომარეობით  დაკავებულების  რაოდენობა უკვე  117 პირს შეადგენს.

okup2

okup3

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქეების ოკუპაციის ხაზის დარღვევისათვის უკანონო დაკავებების თვალსაზრისით მსგავსი მდგომარეობაა ცხინვალის რეგიონში. 2013 წელს (იანვარი-ივნისი) უკვე დაკავებულია 80 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ყველაზე მეტი მოქალაქის (135 პირი) დაკავება განხორციელდა 2011 წელს.

okup4

okup5

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ კვლავ ინტენსიურად გრძელდება როგორც აფხაზეთის ასევე სამაჩაბლოს რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები.

shss1

shsss2

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s