პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები

saakashvili-obama2013 წლის 11 თებერვალს IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხი მხოლოდ 26 მარტს მივიღეთ, 13 მარტს ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგმოწოდებული პასუხი მოიცავდა ინფორმაციას ყველა მოთხოვნის შესახებ, გარდა სამივლინებო ხარჯებისა. სამივლინებო ხარჯების შესახებ ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ მოთხოვნა მუშავდება და დამატებით მოგვეწოდება დასრულებისთანავე.

მოთხოვნა სამივლინებო ხარჯების შესახებ:

საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით (ცალ-ცალკე) განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე და სამუშაო შეხვედრებზე 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია

2013 წლის 3 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დამატებით მოგვაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. პასუხში არ არის მოწოდებული ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების ხარჯები და არ არის მითითებული ოფიციალური ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები.

როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე სულ დაიხარჯა 2 336 857,14 ლარი, მათ შორის 405 104,43 ლარი აშშ-სა და გერმანიაში, 402 036,73 ლარი აშშ-სა და საფრანგეთში და 169 991,94 ლარი – ბელგიასა და ჩეხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე.

prezidentmivlineba

ღია წყაროების გადამოწმების შედეგად შესაძლებელია კონკრეტულ ვიზიტებზე მეტი ინფორმაციის მიღებაც.

13.01.2012: აშშ და გერმანია – 405 104,43 ლარი

2012 წლის იანვარში აშშ-ში ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს. ამავე პერიოდში პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია გერმანიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.

04.03.2012: აშშ და საფრანგეთი – 402 036,73 ლარი

2012 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში “საინვესტიციო და ეკონომიკური მნიშვნელობის“ ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც იგი შეხვდა აშშ–ის სენატის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას. ამავე პერიოდში პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში,  თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

31.10.2012: ბელგია და ჩეხეთი – 169 991,94 ლარი

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ჩეხეთში დაიწყო 2012 წლის 12 ნოემბერს, პრეზიდენტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ბელგიაში ვიზიტით მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის 13 ნოემბერს გაემგზავრა და შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუისსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს.

10.02.2012: გერმანია და კორეა – 167 870,78 ლარი

2012 წლის თებერვალში პრეზდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრომარტის ბოლოს პრეზიდენტი კორეაში გაემგზავრა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად.

08.06.2012: ბრაზილია – 151 415,41 ლარი

2012 წლის მაისში პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ბრაზილიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლების ვიზიტთან დაკავშირებით სადაც მან აღნიშნა, რომ „ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ.“ საინტერესოა, რომ ერთ თვეში პრეზიდენტის განკარგულებით ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ბრაზილიაში პრეზიდენტის ვიზიტზე გამოიყო 151 415,41 ლარი.

ამასთან, როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 9 სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით (რუმინეთი, ემირატები, ბელგია, ჩეხეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ავღანეთი), რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოიყო 705 550,94 ლარი. 

თარიღების მიხედვით პრეზიდენტის 2012 წლის სამივლინებო ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:

prezidmivlintarigebi

იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა დეტალებს განხორციელებული ვიზიტების თაობაზე, IDFI შეეცადა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაერკვია, თუ რა შედიოდა გახარჯულ თანხებში და ვინ იღებდა უშუალო მონაწილეობას ვიზიტებში.

როგორც IDFI-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგ. საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს.

სასურველია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თავსდებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდების შესაბამის განყოფილებებში, რაც მივლინებების ხარჯებისა და მიზნობრიობის გამჭვირვალობისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. არსებული მდგომარეობით ასეთი ინფორმაცია არაასრულად არის წარმოდგენილი ოფიციალურ ელექტრონულ ვებ-რესურსებზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in მივლინებები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s