IDFI ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ

semeklogo2013 წლის 26 მარტს, ინსტიტუტმა მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვა საჯარო ინფორმაცია 12 პუნქტად. კომისიამ 2013 წლის 05 აპრილის №6/06-18/58-770 წერილით უარი განაცხადა გაეცა ინფორმაცია მოთხოვნის შემდეგ პუნქტებზე:

1-ლი – ინფორმაცია ხელმძღვანელსა და მის  მოადგილეებზე (ცალ-ცალკე) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ;

მე-2 – ინფორმაცია თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ;

მე-3 – მოქმედი საშტატო ნუსხა  თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით;

მე-10 – ინფორმაცია ხელმძღვანელის ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე  გაწეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ.

უარის მოტივად მითითებულ იქნა კონფიდენციალურობა.

idfiwyalmomarageb

IDFI-ის მიერ მიღებული უარი თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების პრემიებთან, სამივლინებო ხარჯებსა და დანიშნული თანამდებობის პირების ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით

2013 წლის 18 აპრილს, ინსტიტუტმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოთხოვნით ბათილად იქნეს ცნობილი შესაბამისი უარის აქტი და დაევალოს კომისიას ინსტიტუტისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ინსტიტუტს კომისიის უარი უკანონოდ მიაჩნია, ვინაიდან თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემები კანონით ღიაა, ხოლო სხვა შემთხვევებში, მოთხოვნილი ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

დღეის მდგომარეობით, ინსტიტუტი მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნის მოლოდინშია. აქვე გვინდა დამატებით აღვნიშნოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უარს ეუბნება IDFI-ის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ანალოგიური შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2011 წელს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ინსტიტუტმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს კომისიამ არ გაითვალისწინა ომბუდსმენის მიერ მათზე გადაგზავნილი  რეკომენდაციები, რაც შემდგომში აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშიც:

“საქართველოს სახალხო დამცველმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, გაეცა ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი შემდეგი საჯარო ინფორმაცია: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლების სია, მოცემულ ორგანოში დასაქმებული პირების მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი და ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი, ასევე სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯები (კონკრეტულ პირთა ვინაობაზე მითითების გარეშე).”

საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში – საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გვ.99

სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კვლავ აგრძელებს გაუმჭვირვალედ და არა ანგარიშვალდებულად საქმიანობას და არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ მოვალეობას უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s