საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩვნების შემდგომ

statisIDFI-იმ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში  9 თვის  განმავლობაში 224 საჯარო დაწესებულებას მიმართა 2441 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო  1525 განცხადებაზე. ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 2441 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული 294 მოთხოვნა, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 194 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 26  შემთხვევაში, ხოლო 402  შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება.

9tvepasuxebiskategoriebi

პროექტის მიმდინარე პერიოდში ინსტიტუტის მიერ მიღებული 2439 პასუხიდან უმრავლესობა (1612 პასუხი) მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ 413 შემთხვევაში ეცნობა ინსტიტუტს, რომ დაწესებულებას ესაჭიროება 10 დღიანი ვადა ინფორმაციის მოსაწოდებლად. უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების ჩათვლით 34%-ის შემთხვევაში დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.

9tve10dge

პროექტის განხორციელების პერიოდი დაემთხვა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.  საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის თუ როგორ იმოქმედა ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკაზე.  2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენი მონაცემებით  შეინიშნება დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.  არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51 % – იანი ნიშნული 76 % – მდე გაიზარდა , ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 30 % – დან  14%- მდე შემცირდა. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ასევე 10 დღიანი ვადების დაცვის თვალსაზრისითაც. საპარლამენტო არჩევნებამდე გაგზავნილი მოთხოვნების 54 % – ის შემთხვევაში დარღვეული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა, ხოლო შემდგომ პერიოდში მხოლოდ 34 % – ის შემთხვევაში.

9tvejami

შენიშვნა: დიაგრამაზე მოყვანილ პროცენტულ  მონაცემებში ასახვა არ ჰპოვა საჯარო დაწესებულებებისგან მიღებულმა იმგვარმა პასუხებმა, სადაც იუწყებიან რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ან კონკრეტული ქმედება არ განუხორციელებიათ.

საინტერესოა ის ფაქტი, თუ რა ინტენსივობით  განიცადა პროგრესი ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სხვადასხვა სახის საჯარო დაწესებულებებმა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ინსტიტუტის მხრიდან ყველაზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გაეგზავნათ: სამინისტროებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატებს, თვითმმართველ ერთეულებს  და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს.  ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს რეალური სურათი დავინახოთ, თუ როგორ აისახა პოლიტიკური ცვლილებები ზემოთ მოყვანილი ჯგუფების მიხედვით  საჯარო დაწესებულებებში.

სამინისტროების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში 28%-ით შემცირდა უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების პრაქტიკა, ხოლო სრულყოფილად გაცემული პასუხების რაოდენობამ 41% -ით მოიმატა.

9tvesaministroebi

საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში არჩევნებამდე არსებული სრულყოფილი პასუხების გაცემის  52%-იანი ნიშნული გაიზარდა 79%-მდე,  ხოლო უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების 31% -იანი პრაქტიკა  6 %-მდე შემცირდა.

9tvessipebi

საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აგრეთვე რეგიონებში არსებულმა თვითმმართველმა ერთეულებმა და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.  თვითმმართველი ერთეულების შემთხვევაში, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ხშირ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათ მუშაობა უწევდათ დაძაბული პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა არჩევნებამდელ პერიოდთან შედარებით 22% -ით იმატა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 16% – ით შემცირდა. რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა 8%-ით განიცადა პროგრესი, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 2%- ით შემცირდა.

9tveadgilobrivi

9tvegubernatori

როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დიაგრამებიდან გამოჩნდა პოლიტიკური ცვლილებები საჯარო დაწესებულებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დადებითად აისახა. ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს მუშაობას საჯარო დაწესებულებებიდან საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას და აკვირდება რამდენად შენარჩუნდება დადებითი ტენდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში IDFI-ს მიერ  2011-2012 წლებში საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების სტატისტიკური მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2012 წლის ანგარიშში შევიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთის მხრივ ჩვენს მიერ წარმოებული საქმიანობის ობიექტურობას და მეორეს მხრივ საერთაშორისო საზოგადოების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ადამიანთა ერთ-ერთ ძირითად უფლებად აღიარებას.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სტატისტიკა and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s