სახელმწიფო უნივერსიტეტების ღიაობა

Education fund -- Graduation cap & coins.უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ახალი თაობის განათლებისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში. გამომდინარე აქედან, მათ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროაქტიული უზრუნველყოფა.

IDFI-იმ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია საქართველოს ათი უმაღლესი სასწავლებლიდან:

უნივერსიტეტებს გაეგზავნათ შემდეგი სახის მოთხოვნები:

1. ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილეების (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია 2012 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე  წერილის მიღების მომენტამდე თვეების მიხედვით;

2. მოქმედი საშტატო ნუსხა  თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით;

3. 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში (ბალანსი);

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის  შესაბამისად, 2012 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საჯარო ინფორმაციის ანგარიში (ე. წ. 10 დეკემბრის ანგარიში);

5. 2012 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე  წერილის მიღების მომენტამდე  შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, შესყიდვის ფასის და გამოშვების წელის მითითებით;

6. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წინამდებარე წერილის მიღების მომენტამდე საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა  რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; 

7. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წინამდებარე წერილის მიღების მომენტამდე  ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებულ თანამშრომელთა  რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

8. 2012 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე  წერილის მიღების მომენტამდე  დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალი გახარჯული თანხების ოდენობის მითითებით.

ათივე უნივერსიტეტმა სრულყოფილად უპასუხა მხოლოდ ორ მოთხოვნას – ავტოპარკის ხარჯებისა და საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. ყველა მოთხოვნას სრულყოფილად გასცეს პასუხი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმა და სოხუმის უნივერსიტეტმა. დანარჩენი დაწესებულებების შემთხვევაში ერთი კითხვა მაინც იყო უპასუხო, ან არასრულად მოწოდებული.

ზემოთ აღნიშნული საკითხებიდან უნივერსიტეტებმა ყველაზე ნაკლებად გაასაჯაროვეს ინფორმაცია თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების პრემიების შესახებ. ოთხმა სასწავლებელმა – თსუ-მ, ილიას უნივერისტეტმა, თელავის უნივერსიტეტმა და ზუგდიდის უნივერსიტეტმა არასრულად მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. მიზეზი უმეტეს შემთხვევებში იყო მხოლოდ დაჯამებული მონაცემების მოწოდება, თვეების ან/და თანამდებობის პირების მიხედვით დაკონკრეტების გარეშე. ამას გარდა, საინტერესოა თსუ-ს პასუხი, რომლის მიხედვითაც პრემიები მიჩნეულ იქნა პერსონალურ მონაცემებად და ამ მიზეზით არ განსაჯაროვდა:

tsu premiebi

ასევე შედარებით არასრულყოფილი სახით იქნა მოწოდებული ინფორმაცია უნივერსიტეტების მიერ დაფინანსებული ღონისძიებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის (ე. წ. 10 დეკემბრის) ანგარიშების შესახებ – პირველ შემთხვევაში თსუ-მ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე, ქუთაისის უნივერსიტეტმა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო გორის უნივერსიტეტმა ღონისძიებების ნაცვლად შესყიდვებისა და ტენდერების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. რაც შეეხება 10 დეკემბრის ანგარიშებს, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ქუთაისის უნივერსიტეტმა და თელავის უნივერსიტეტმა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს, ხოლო ბათუმის უნივერსიტეტმა არასრულყოფილი პასუხი გასცა მოთხოვნას. ამას გარდა ბათუმის უნივერსიტეტმა არც ხელმძღვანელობის მიერ გაშვებული თანამშრომლების შესახებ კითხვას გასცა პასუხი.

ქვემოთ მოცემული დიაგრამაზე (სურ.1) ჩანს გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების შინაარსის განაწილება

uni pasuxebis shinaarsi1new

უნივერსიტეტების მიერ გაცემული პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე გაუმჭვირვალე დაწესებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია – რადგან რვა მოთხოვნიდან ორზე არასრული ინფორმაციაა მოწოდებული, ხოლო ორ შემთხვევაში დაწესებულებამ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

თსუ-მ არასრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა პრემიებისა და 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსის შესახებ. პრემიებთან დაკავშირებით თსუ-მ მოგვაწოდა მხოლოდ თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ჯამური რაოდენობა, ხოლო თანამდებობის პირების შესახებ მოთხოვნაზე უარი განაცხადა იმ მოტივით რომ, პერსონალური ინფორმაციის შემცველია. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წლის მანძილზე თსუ-ს 2212 თანამშრომელზე სულ პრემიის სახით გაიცა 1 935 603 ლარი.   ბიუჯეტის შემთხვევაში სრული ბალანსის ნაცვლად მოწოდებულია მხოლოდ კატეგორიების ჯამური ამონაწერი ბიუჯეტიდან.

უნივერსიტეტმა ასევე უარი თქვა დაფინანსებული ღონისძიებებისა და საშტატო ნუსხის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.  ღონისძიებების შემთხვევაში უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ ინფორმაციის დასამუშავებლად დიდი დრო არის საჭირო, და ასევე, დეპარტამენტს არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი. რაც შეეხება საშტატო ნუსხას თანამდებობრივი სარგოს მითითებით, თსუ-მ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.

tsugonisziebebiscr

უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-ს წესდების მიხედვით, „უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. უნივერსიტეტზე და მის მიერ განხორციელებად საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. (14.03.2013 N 39/ნ)“[1]. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თსუ-მ სხვა უნივერსიტეტებთან ერთად შეიცვალა იურიდიული სტატუსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად გახდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მას კვლავ ევალება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების დაცვა.

დიაგრამაზე (სურ 2) ჩანს, რომელი უნივერსიტეტებია უფრო ღია, და რომელი უფრო დახურული საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით

uni pasuxebis shinaarsi2new

მთლიანობაში (სურ. 3) უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შინაარსობრივად შემდეგნაირად ნაწილდება:

uni pasuxebis shinaarsinew

ამ მხრივ ვფიქრობთ მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკაც. მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უნივერსიტეტები ინფორმაციის თავისუფლების აქტის შესაბამისად ასაჯაროვებენ ხელფასების სახელობით ნუსხას და თსუ-ს ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით აღნიშნული საკითხი არ მიაჩნიათ დასაქმებულთა პერსონალურ მონაცემებად. მაგალითად, College Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2007-2011 წლებში საჯარო უნივერსიტეტების ხელფასების შესახებ, სულ მოყვანილია მონაცემები 43 უნივერსიტეტის შესახებ.

masonsalaries

იმედს გამოვთქვამთ, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობა იქნება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საჯაროობის ტრადიცია მხოლოდ ნაწილობრივ არის დამკვიდრებული ამ სექტორში. ხოლო, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიუხედავად წესდებით განსაზღვრული ვალდებულებებისა, ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს.


[1] საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №208/ნ., 2011 წლის 28 დეკემბერი, თავი I, მუხლი 2. უნივერსიტეტის დებულება. 

http://www.tsu.edu.ge/data/file_db/news/wesdeba%20(kodificirebuli).pdf

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in ბიუჯეტი, დაფინანსებული ღონისძიებები, თანამდებობის პირები, საშტატო ნუსხა, სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to სახელმწიფო უნივერსიტეტების ღიაობა

  1. ნუგზარ კერესელიძე says:

    უნივერსიტეტებიდამ მიღებული ინფორმაცია თუ არის საჯარო და სად შეიძლება მათი გაცნობა

    • tamariakobidze says:

      ბატონო ნუგზარ, გმადლობთ დაინტერესებისთვის.

      ჩვენს მიერ გამოთხოვილი ყველა სახის ინფორმაცია არის საჯარო და იტვირთება პროექტის ვებ-გვერდზე (www.opendata.ge). ზემოთ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ ბმულები, სადაც თითოეული უნივერსიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია არის ატვირთული. მაგ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია:
      http://www.opendata.ge/#!lang/ka/cat/news/topic/757

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s