ქუთაისის გამწვანების და საგზაო ინფრასტრუქტურის აუდიტის ანგარიშები

qutaisiინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს სახელმწიფო  აუდიტის  სამსახურიდან მიღებული 2012 წელს დაწყებული და ამ პერიოდისათვის დასრულებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნებას. 2013 წლის 6 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემულია თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის გამწვანების ღონისძიებების და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები. როგორც ანგარიშიდან ირკვევა ქალაქ ქუთაისის გამწვანების პროგრამა 2009-2011 წლებში დაფინანსდა მხოლოდ ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაფინანსება განისაზღვრა 1 903 800 ლარით. ხსენებულ პერიოდში სულ განხორციელდა 22 შესყიდვა ცხრილი N1 -ის შესაბამისად:

gamwvaneba

ზემოთ ხსენებულ აუდიტის ანგარიშში  გამოვლენილია მთელი რიგი კანონშეუსაბამოები და უზუსტობები, რაზე დაყრდნობითაც ანგარიშში ხაზგასმითაა ნახსენები, რომ გამწვანების ღონისძიებებზე მერიის მიერ შექმნილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანების გამოვლენას. მაგალითად შპს „აღმდგენის“ მიერ წარმოდგენილი სახელშეკრულებო ღირებულება და შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, რის მეშვეობითაც ზედმეტად აუნაზღაურდა 6 700 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული გაზრდილი ერთეულის ფასებით ზედმეტად აუნაზღაურდა 5 100 ლარი.  გაზრდილი ერთეულის ფასებით 2009 წელს ზედმეტად აუნაზღაურდა 12 500 ლარი ასევე შპს „იმერეთმშენ-2000“-ს.

აუდიტის ანგარიშის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ სატენდერო კომისიის მიერ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიმართ ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად ხდებოდა შეფასების კრიტერიუმებით  ქულების მინიჭება და გამარჯვებულის გამოვლენა. მაგალითად 2010 წელს მწვანე საფარის მოვლა-პატრონობაზე შპს „ქალაქსერვისმა“ პირველ ლოტზე 60 000 ლარის შემოთავაზებით გაიმარჯვა შპს „ფლორა“-ს 58 800 ლარის შემოთავაზებაზე, რომელსაც გააჩნდა უფრო მეტი გამოცდილება და საჭირო ინვენტარი.

რაც შეეხება ქალაქ  ქუთაისის გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციასა და საგზაო ნიშნების მოწყობის ღონისძიებებს 2009-2011 წლებში დაფინანსდა, როგორც ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერების საშუალებით.  განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაფინანსება განისაზღვრა 10 402 400 ლარით. ხსენებულ პერიოდში სულ განხორციელდა 38 შესყიდვა ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:qutaisigza

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით გამოვლენილია კანონშეუსაბამოების ფაქტები. მაგალითად 2010 წლის მარტის თვეში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტმა – შპს „წყალტუბოგაზსერვისმა“. ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს აღნიშნული ფირმის კონკურენტი შპს „კოლხი“ შეასრულებდა 14 000 ლარით ნაკლებად.

აუდიტის  ანგარიშში ასევე გამოაშკარავებულია სხვა სისტემური ნაკლოვანებები, მაგალითად  2009-2010 წლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული საგარანტიო ვადები, რის გამოც სამუშაოს ჩაბარების შემდგომ წარმოქმნილ ხარვეზებზე მერია პასუხისმგებლობას ვერ აკისრებს მიმწოდებლებს. თუმცა გამოვლენილ კანონშეუსაბამოების ფაქტებში ასევე ვხვდებით შემთხვევას, როდესაც მომწოდებლების მიერ ხელშეკრულების მოთხოვნები სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით დარღვეულია, რაზეც ქალაქ ქუთაისის მერიას არ გამოუყენებია ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. სულ ჯამში დარიცხული არ არის 24 200 ლარის ჯარიმა.

სრულად  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

  1. ქალაქ ქუთაისის გამწვანების ღონისძიებების ღონისძიებების შესაბამისობის აუდიტი.
  2. ქალაქ ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s