ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეფექტიანობის აუდიტი

logo-ligamusინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2013 წლის 3 აპრილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიიღო 2012 წელს დაწყებული და ამ პერიოდისათვის დასრულებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ყველა ანგარიშის ასლი. მოწოდებულ აუდიტის ანგარიშებს შორისაა აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. ხსენებულ ანგარიშში წარმოდგენილია გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტის ფინანსური სახსრების არაეფექტიანად ხარჯვასთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან, სახელმწიფო ქონების მართვასთან, შიდა კონტროლის სისუსტეებთან და განხორციელებული შესყიდვების კანონიერებასა და ეკონომიურობასთან.

როგორც წარმოდგენილი აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურად გადანაწილების შედეგად 2011 წელს უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ 8 სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას შეუწყდა დაფინანსება და ფუნქციონირებას აგრძელებენ გრანტებიდან მიღებული შემოსავლებით, რის გამოც ის თანამშრომლები, რომლებიც არ მონაწილეობენ საგრანტო პროექტებში, განთავისუფლდნენ  ან უხელფასოდ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

ilia samecniero dawesebuleba

 აუდიტის ანგარიშში ხაზგასმითა ნახსენები, რომ უნივერსიტეტს ეკონომიკური საქმიანობა აყენებს ფინანსურ ზარალს. 2012 წლისათვის უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას : სტამბა და გამომცემლობა, სასტუმროები, წიგნების მაღაზია და თეატრი. ეკონომიკურ საქმიანობაზე გაწეულმა ხარჯების ზრდამ გამოიწვია  ის გარემოება, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე უნივერსიტეტის მოგება შემცირდა 40% – ით, მაშინ როდესაც მთლიანი შემოსავლები გაზრდილია 50%- ით.

სასტუმროები  –  2009 – 2011 წლებში  ხარჯმა შეადგინა 643 370 ლარი (ხარჯი მოიცავს წლიურ კომუნალურ, სახელფასო და სხვა ხარჯებს, არ მოიცავს კაპიტალურ და ცვეთის ხარჯს), ხოლო აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იმავე პერიოდში შეადგენს 465 763 ლარს.

სტამბა – 2011 წელს სტამბის შემოსავლებმა შეადგინა 40 330 ლარი, ხოლო სახელფასო ხარჯმა შეადგინა 251 750 ლარი.

თეატრი – 2011 წელს უნივერსიტეტის თეატრში განხორციელდა 128 სპექტაკლი, რომლის შემოსავალმაც შეადგინა 13 250 ლარი, ხოლო წლიურმა სახელფასო ხარჯმა შეადგინა 116 350 ლარი.

წიგნის მაღაზია – 2009 -2011 წლებში წიგნების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 382 750 ლარი, რომლის ხარჯებმაც შეადგინა 609 210 ლარი.

ანგარიშში გამოვლენილია სამეცნიერო – კვლევით საქმიანობaსთან დაკავშირებული პრობლემები. პროექტის გეგმებისა და პრიორიტეტების განუსაზღვრელობით უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევების ნაწილი არააქტუალურია, საზოგადოებისათვის გამოუყენებადი და შედეგს ვერ აღწევს. მაგალითად, პროექტის არასათანადოდ შეფასების შედეგად, ბიოდიზელის მიღების ტექნოლოგიის კვლევის შედეგი ვერ იქნა მიღწეული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა უნივერსიტეტის უძრავ-მოძრავი ქონება. ბოლო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხვული შენობა ნაგებობები 91%-ით გაიზარდა, ხოლო არა წარმოებული აქტივები 288% – ით. შერჩევითი წესით შესწავლილი იქნა  ქონების ეფექტიანად გამოყენება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რომ მთელი რიგი შენობა ნაგებობები არის გაძარცვული და მიტოვებულ მდგომარეობაში. აუთვისებელია 4 410 მ2 ქონება, რომლის დანიშნულება და ფუნქცია განსაზღვრული არ არის.

აუდიტის ანგარიშში მითითებულია აგრეთვე ფინანსური ანგარიშგების შიდა კონტროლის სუსტ მექანიზმებზე. ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია უნივერსიტეტის ფუნქციები, რამაც შეასუსტა არსებული შიდა კონტროლის გარემოს ეფექტიანობა.

უნივერსიტეტის ზრდასთან ერთად იზრდება უნივერსიტეტის ხარჯები და შესყიდვის მოცულობა. 2008- 2011 წლებში უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვები გაზრდილია 125%- ით. სულ ამ პერიოდში განხორციელდა 4 200 შესყიდვა, რომლის სახელშეკრულებო ფასმა შეადგინა 20 293 152 ლარი.  სულ გამოაცხადა 275 ტენდერი, აქედან 13 ტენდერი გამოცხადდა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. ვინაიდან ხსენებული 13 ტენდერის  ფასმა შეადგინა მთლიანად განხორციელებული ტენდერების 45 პროცენტი, აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა სწორედ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერების მართლზომიერების საკითხი.  გამოვლენილია რიგი სისტემური ხარვეზები, რომლებიც ეხება პრეტენდენტების სწრაფად შერჩევას, შესყიდვის პროცედურების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას, რამაც გამოიწვია მაღალი ფასის მქონე კომპანიების გამარჯვება.

აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა, რომ ჩატარებული 13 სამშენებლო ტენდერიდან 11 ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მაღალი ფასის მქონე კომპანიები. მიუხედავად მაღალფასიანი კომპანიის გამარჯვების ტენდენციისა, უნივერსიტეტმა არ მოახდინა შეფასების კრიტერიუმებისა და კოეფიციენტების კორექტირება, რომელიც მიმართული იქნებოდა შესყიდვების ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად. შედეგად 2008 – 2010 წლებში ზედმეტად გადახდილმა თანხამ შვიდ ტენდერზე შეადგინა 817 600 ლარი.

tender1tender

სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მოწოდებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s