პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ სტატისტიკური ანალიზი (2012 წლის ივლისი- 2013 წლის თებერვალი)

statisIDFI-იმ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში  8 თვის  განმავლობაში საჯარო დაწესებულებებს მიმართა 2193 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო  1325 განცხადებაზე. ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 2193 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული 337 მოთხოვნა, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 168 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 18 შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 345  შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება.

diagram1

პროექტის მიმდინარე პერიოდში ინსტიტუტის მიერ მიღებული 1856 პასუხიდან უმრავლესობა (1405 პასუხი) მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ 338 შემთხვევაში ეცნობა ინსტიტუტს, რომ დაწესებულებას ესაჭიროება 10 დღიანი ვადა ინფორმაციის მოსაწოდებლად. უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების ჩათვლით 36%-ის შემთხვევაში დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.

diagram2

პროექტის ხსენებული პერიოდი მიმდინარეობდა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების პარალელურად.  საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის თუ როგორ იმოქმედა ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკაზე.  2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენი მონაცემებით  შეინიშნება დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.  არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51 % – იანი ნიშნული 73 % – მდე გაიზარდა , ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 30 % – დან  17%- მდე შემცირდა. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ასევე 10 დღიანი ვადების დაცვის თვალსაზრისითაც. საპარლამენტო არჩევნებამდე გაგზავნილი მოთხოვნების 54 % – ის შემთხვევაში დარღვეული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა, ხოლო შემდგომ პერიოდში მხოლოდ 36 % – ის შემთხვევაში.

diagram3

საინტერესოა ის ფაქტი, თუ რა ინტენსივობით  განიცადა პროგრესი საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სხვადასხვა სახის საჯარო დაწესებულებებმა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ინსტიტუტის მხრიდან ყველაზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გაეგზავნათ: სამინისტროებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატებს, თვითმმართველ ერთეულებს  და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს.  ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს რეალური სურათი დავინახოთ, თუ როგორ აისახა პოლიტიკური ცვლილებები ზემოთ მოყვანილი ჯგუფების მიხედვით  საჯარო დაწესებულებებში.

სამინისტროების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში 29%-ით შემცირდა უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების პრაქტიკა, ხოლო სრულყოფილად გაცემული პასუხების რაოდენობამ 40% -ით მოიმატა.

diagram4

პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ასევე დადებითი  გავლენა იქონია  საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით სახელმწიფო მინისტრის აპარატებზე, რომლების შემთხვევაშიც არჩევნების შემდგომ პერიოდში უპასუხოდ დატოვებული შეკითხვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

diagram5

საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში არჩევნებამდე არსებული სრულყოფილი პასუხების გაცემის  52%-იანი ნიშნული გაიზარდა 70%-მდე,  ხოლო უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების 31% -იანი პრაქტიკა 16 %-მდე შემცირდა.

diagram6

საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აგრეთვე რეგიონებში არსებულმა თვითმმართველმა ერთეულებმა და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.  თვითმმართველი ერთეულების შემთხვევაში, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ხშირ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათ მუშაობა უწევდათ დაძაბული პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა არჩევნებამდელ პერიოდთან შედარებით 22% -ით იმატა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 16% – ით შემცირდა. რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა 8%-ით განიცადა პროგრესი , ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 2%- ით შემცირდა.

tvitmartvelebidiagram8

როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დიაგრამებიდან გამოჩნდა პოლიტიკური ცვლილებები საჯარო დაწესებულებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დადებითად აისახა. ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს მუშაობას საჯარო დაწესებულებებიდან საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას და აკვირდება რამდენად შენარჩუნდება დადებითი ტენდენცია  საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, რომელიც აშკარაა პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ საჯარო დაწესებულებებში.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in სტატისტიკა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s