პირველად: საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხები

saprocesobiujeti1მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, დღემდე უცნობი იყო ის თანხები, რაც საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად ირიცხებოდა. IDFI პირველად აქვეყნებს ინფორმაციას 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ. 

IDFI დაინტერესდა საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხებით. კერძოდ შემდეგი ინფორმაციით:

  1. საპროცესო შეთანხმებების შედეგად, 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია;
  2. რა ოდენობის თანხებზე დადებულ იქნა საპროცესო შეთანხმებები 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.
  3. იმ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელთა ქონება 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში ჩამორთმეულ და გადაცემულ იქნა სახელმწიფოსთვის (თითოეული წლისათვის ცალ-ცალკე), აგრეთვე ამ ქონების საერთო ღირებულება ხსენებული წლების მიხედვით.

აღნიშნული მოთხოვნებით IDFI-მ 2013 წლის 6 თებერვალს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. პროკურატურიდან 2013 წლის 27 თებერვალს მიღებული წერილით პასუხი გაეცა პირველ ორ მოთხოვნას. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო არ აწარმოებს. 2013 წლის 1 მარტს მიღებული წერილით იგივე შინაარსის პასუხი გაეცა მესამე მოთხოვნას ჩამორთმეული ქონების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ პროკურატურიდან 2013 წლის 1 მარტს მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო არ აწარმოებს მსგავსი ინფორმაციის აღრიცხვას, რის გამოც მთავარი პროკურატურა ვერ მოგვაწოდებს ინფორმაციას.

აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ IDFI-მ 2013 წლის 5 მარტს იგივე მოთხოვნებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნული ბიუროდან 2013 წლის 12 მარტს მიღებული წერილით IDFI-ის ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ფლობს ინფორმაციას 2009-2012 წლებში დადებული საპროცესო შეთანხმებების თანხის ოდენობის და ასევე იმ მოვალეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა ქონება 2009-2012 წლებში ჩამორთმეულ და გადაცემულ იქნა სახელმწიფოსთვის.

ამავე დროს, წერილიდან ირკვევა, რომ 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების შედეგად (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ) სახელმწიფო ბიუჯეტში სულ გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 140 039 162.76 ლარი. ეს თანხა წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

2009 წელი: 8 040 392.81 ლარი

2010 წელი: 42 361 459.28 ლარი

2011 წელი: 51 009 723.78 ლარი

2012 წელი: 38 627 586.89 ლარი

agsrulebiserovnulibiurosaproceso

აღსრულების ეროვნული ბიუროდან 2013 წლის 12 მარტს მიღებული წერილი, რომლითაც ირკვევა 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ოდენობის შესახებ.

saprocesobiujeti2

საპროცესო შეთანხმებების შედეგად 2009-2012 წლებში ბიუჯეტში გადარიცხული თანხები

აქვე შეგახსენებთ, რომ IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) მიერ შემუშავებულ სასამართლო სტატისტიკის მოდულში გამოქვეყნებულია საპროცესო შეთანხმებით 2007-2012 წლებში გამოტანილი განაჩენების რაოდენობა, საიდანაც ირკვევა, რომ მხოლოდ 2009-2012 წლებში საპროცესო გარიგებით განაჩენი გამოტანილ იქნა 52 402 პირზე.

saproceso2007-2012

2007-2012 წლებში საპროცესო გარიგებით გამოტანილი განაჩენების რაოდენობა

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებს, ეს ინფორმაცია დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს თუმცა, სამწუხაროდ ხელმიუწვდომელი იყო. მართალია ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების რაოდენობა (მაგ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მონაცემებით 2009 წელს – 61 100 000 ლარი), თუმცა, დღემდე უცნობი რჩებოდა, თუ კონკრეტულად რა თანხა ირიცხებოდა ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებების შედეგად.

შესაბამისად, IDFI პირველად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რეალურად რა თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე.

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in ბიუჯეტი, სტატისტიკა and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to პირველად: საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხები

  1. Pingback: შეთანხმებული სამართალი | Blawg.Ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s