საზოგადოებრივ მაუწყებლიდან განთავისუფლებულთა რაოდენობა

GPB

სანდრო როჩიკაშვილი

2013 წლის 6 თებერვალს IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს”. მოთხოვნილ ინფორმაციას წარმოადგენდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგი, ინფორმაცია იმის შესახებ თუ 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რამდენ თანამშრომელს არ გაუგრძელა შრომითი კონტრაქტი და რამდენ ახალ თანამშრომელს გაუფორმდა კონტრაქტი, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის მიზეზი, და რამდენი პირი იქნა აყვანილი გამოსაცდელი ვადით იმავე პერიოდში (პოზიციების მითითებით).

IDFI-ს მოთხოვნაზე პასუხად სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გამოაგზავნა ინფორმაცია განთავისუფლებული და მიღებული თანამშრომლების რაოდენობისა და თანამდებობების შესახებ. სამწუხაროდ შეკითხვაზე თანამშრომელთა განთავისუფლების მიზეზების შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილში განმარტა, რომ “შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა სხვადასხვა მიზეზით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”, თუმცა განთავისუფლების კონკრეტული მიზეზები წერილში არ არის განმარტებული.

მაუწყებლის წერილი

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სულ 2012 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებლიდან განთავისუფლდა 164 თანამშრომელი, ხოლო კონტრაქტი გაფორმდა მხოლოდ 22 ახალ თანამშრომელთან. შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის ფაქტების უმეტესობა მოხდა 2013 წლის იანვარში (63 თანამშრომელი) და თებერვალში (86 თანამშრომელი). შედარებისთვის, 2012 წელს თანამდებობიდან დაითხოვეს თხუთმეტი თანამშრომელი, ერთი ოქტომბერში, რვა ნოემბერში და ექვსი დეკემბერში.

საზოგადოებრივი_განთავისუფლებულებისაზოგადოებრივი_განთავისუფლებულები_2

დათხოვნების რაოდენობასთან შედარებით მიღებულ თანამშრომელთა რაოდენობა მცირეა. კერძოდ, 164 განთავისუფლების ფონზე მოხდა მხოლოდ 22 ახალი თანამშრომლის დანიშვნა, აქედან 13 დაინიშნა 2012 წელს და 9 დაინიშნა 2013 წელს. მიღებული თანამშრომლების უმეტესობა დაინიშნა იგივე თანამდებობაზე, საიდანაც წინა თვეებში დაითხოვეს თანამშრომლები. გამონაკლისს წარმოადგენენ საშვთა ბიუროს ოპერატორის, ფინანსური აუდიტორის და რეჟისორის თანამდებობები, რომლებიც დაიკავეს თითო-თითო ახალმა თანამშრომელმა და რომლებიდანაც ოქტომბრის შემდგომ არავინ გაუნთავისუფლებიათ.

საზოგადოებრივი_მიღება

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი ასევე იტყობინება, რომ 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში გამოსაცდელი ვადით მიღებული იქნა მთავარი იურისტი და მთავარი რეჟისორი.

This entry was posted in საშტატო ნუსხა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s