ერთი შეკითხვის ორი პასუხი – დაჭრილთა რაოდენობა ავღანეთში

tavdacva sur2013 წლის 4 იანვარს IDFI-იმ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “პირველად: დაჭრილთა რაოდენობა ავღანეთში და პრემიები თავდაცვის სამინისტროში” სადაც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გასაჯაროვდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის სამი წლის განმავლობაში დაჭრილი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა (სულ 93 ადამიანი):

2010 წელს – 20 სამხედრო;

2011 წელს – 44 სამხედრო;

2012 წელს – 29 სამხედრო (26 ნოემბრის მდგომარეობით).

tavdacva1

ამავე დროს, თავდაცვის მინისტრის მრჩევლის ვაკო ავალიანის საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით დაჭრილთა რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენს მიერ მიღებულ ოფიციალურ პასუხში იყო მითითებული. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ ხელმეორედ გადაგვემოწმებინა აღნიშნული ინფორმაცია და 25 იანვარს განმეორებით მივმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შემდეგი კითხვით:

გთხოვთ მოგვაწოდოთ 2010-2013 წლებში  ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა სრული რაოდენობა.

2013 წლის 5 თებერვალს IDFI-იმ ვადების დაცვით და სრულყოფილი სახით მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

2010 წელი – 23 სამხედრო;

2011 წელი – 62 სამხედრო;

2012 წელი – 45 სამხედრო;

2013 წელი – 4 სამხედრო.

avganeti

შესაბამისად, დაზუსტებული მონაცემებით, 2010 წლიდან 2013 წლის 30 იანვრამდე  დროის პერიოდში ავღანეთში სულ დაიჭრა 134 საქართველოს სამხედრო მოსამსახურე. ხოლო სხვაობა წინა მონაცემებთან შედარებით არის 41 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეში.

ჩვენ დამატებით გადავამოწმეთ მოწოდებული ინფორმაცია და თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბოლო მონაცემების სიზუსტე. თავდაცვის სამინისტროსთან სატელეფონო საუბრის შემდგომ ასევე გაირკვა, რომ უზუსტობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ წინა მონაცემები ეყრდნობოდა მხოლოდ საჯარისო ნაწილებიდან მოწოდებულ ინფორმაციას, ხოლო განმეორებით მოწოდებულ მონაცემებში აგრეთვე შევიდა სამედიცინო სამსახურში აღრიცხული დაჭრილთა რაოდენობაც.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ერთი შეკითხვის ორი პასუხი – დაჭრილთა რაოდენობა ავღანეთში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s