პრემიები კასპის მუნიციპალიტეტში – 2012 წელი

2012 წლის 26 ნოემბერს IDFI-იმ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. როგორც პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა სწორედ ამ დღეს საკრებულოს დეპუტატებმა კასპის გამგებელი კახა ხაჩირიშვილი გაანთავისუფლეს  და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა საქართველოს სოციალურ ქსელებში ამ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი გამგებელი ომარ (ოლეგ) იაძე. 2013 წლის 29 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოლეგ იაძის ხელმოწერით ინსტიტუტს მოაწოდა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა 2012 წლის განმავლობაში (თვეების მიხედვით) გამგეობის თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია. მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში 2012 წლის მანძილზე 215 თანამშრომელზე გაიცა 545 377,39 ლარი, მათ შორის საკრებულოს თავჯდომარემ დავით მესროფაშვილმა წახალისების სახით ერთი წლის განმავლობაში მიიღო 31 721 ლარი, ხოლო კასპის ყოფილმა გამგებელმა კახაბერ ხაჩირიშვილმა 23 954 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები (გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე) ჩვენი ინფორმაციით ხელფასის ერთმაგ ოდენობას პრემიის სახით თითქმის ყოველთვიურად იღებდნენ და ზოგადად წლების განმავლობაში შეინიშნება ზოგიერთი მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა სახელფასო შემოსავლების ზრდა. მაგალითის სახით, წარმოგიდგენთ, კასპის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის  დეკლარირებული შემოსავლების სტატისტიკას:

kaspi stat

საინტერესოა, რომ დეკემბრის თვეში კასპის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე პრემიები გაიცა ორჯერ. ანუ თანამშრომელთა უმეტესობამ 2012 წლის დეკემბერში პრემიის სახით მიიღეს ხელფასის ორმაგი ოდენობა. რაც შეეხება 26 ნოემბერს გამგებლად დანიშნულ ოლეგ (ომარ) იაძეს და აგრეთვე მასთან ერთად გამგეობაში დანიშნულ ახალ თანამშრომლების უმეტესობას მათ პრემიის სახით ხელფასის  ერთმაგი ოდენობა მიიღეს.

oleg iaZe

iazde

სრული ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ იხილეთ ბმულზე.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s