რეგიონებში განხორციელებული სპეციალური ტრანსფერები წინა საარჩევნო პერიოდში

2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, მთავრობის სარეზერვო ფონდი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა) თვითმმართველი ერთეულებისთვის სპეციალური ტრანსფერების განხორციელება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა თვითმმართველ ერთეულებს მიმართა მათ ბიუჯეტებში  განხორციელებული სპეციალური ტრანსფერების დეტალური ხარჯთაღრიცხვების მოთხოვნით.  მათ მიერ მეტ-ნაკლები სისრულით მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა კვლევა „რეგიონებში განხორციელებული სპეციალური ტრანსფერები წინა საარჩევნო პერიოდში“, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ მოყვანილ ბმულზე. ამჯერად კვლევაზე დაყრდნობით  ჩვენს მიერ განხილული  იქნება ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც თან ახლდა წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს თვითმმართველი ერთეულების დაფინანსებას.

 2012 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში  გადარიცხულმა თანხამ შეადგინა  933 322 900 ლარი, რაც 309 928 600 ლარით აღემატება 2011 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მათთვის გადარიცხულ თანხას. სოლიდური განსხვავება 2011 წლის და 2012 წლის პირველი 9 თვეების შედარებისას ძირითადად განპირობებულია 2011 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებული შედარებით მცირე ოდენობის  სპეციალური ტრანსფერების გამო.

sur 1

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთელი წლის განმავლობაში თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებულმა სპეციალურმა ტრანსფერმა შეადგინა 569 109 100 ლარი. აღნიშნული მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ 2011 წელს თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებული სპეციალური ტრანსფერების უდიდესი ნაწილი მოდის მე-4 კვარტალზე, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წინასაარჩევნო პერიოდთან, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნები“-ს გამოჩენას.

რაც შეეხება 2012 წლის 9 თვის განმავლობაში თვითმმართველ ერთეულებში თანხების მოძრაობის შესახებ  ინფორმაციას ის წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ სქემაზე.

sur2

ინსტიტუტი ამჯერად შემოგთავაზებთ წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო  ფონდებიდან თვითმმართველ ერთეულებში თანხების მოძრაობის მცირე ანალიზს.

2012 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში განხორციელებული სპეციალური ტრანსფერების უდიდესი ნაწილი მოდის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გადარიცხვაზე (256 232 600 ლარი), რომლის 67% (172 399 300 ლარი)   მიმართული იქნა საქართველოს ათი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი თანხა გადანაწილდა ყველა სხვა ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებში.

sur 3
თვითმმართველი ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზემოთ მოყვანილი 10 თვითმმართველი ერთეულისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის უდიდესი ნაწილის გადარიცხვა განპირობებულია გახმაურებული  პროექტების დაფინანსების გამო:

  •    სოფელ განმუხურში წყლის პარკის მშენებლობა
  • ანაკლია განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე კაფე-რესტორნის მშენებლობა
  • ქ.ზუგდიდში ცენტრალური პარკის მშენებლობა
  • ქალაქ ლაზიკის მშენებლობა
  • რაბათის უბანის სარეაბილიტაციო სამუშაოები
  • . ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლების ფასადების მოწესრიგებ
  • მესტიაში ტურისტული პოტენციალის გაზრდა
  • ქალაქ გორში წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია
  • აჭარის სათხილამურო კურორტის განვითარება
  • ძველი თბილისის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია
  • ქ. ფოთში საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციაsur4

ზემოთ მოყვანილი პროექტების უმრავლესობას ახორციელებდნენ, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები. შპს – ებისთვის გადარიცხულ თანხებს ფინანსთა სამინიტრო ასახავდა როგორც თვითმმართველი ერთეულისთვის განხორცილებულ ტრანსფერს. სწორედ ამ ფაქტით იყო განპირობებული, რომ მაგალითად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მიერ ინსტიტუტისთვის მოწოდებული იქნა მხოლოდ საქართველოს მთავრობის N55 განკარგულებით უშუალოდ მათთვის გამოყოფილი 2 300 000 ლარის ხარჯთაღრიცხვა. სავარაუდოდ დანარჩენი თანხა მიმართული იქნა პირდაპირ შპს-ებში, რომლის  ხარჯთაღრიცხვაც  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას  არ გააჩნდა.

 რაც შეეხება დანარჩენი თვითმმართველი ერთეულების მიერ ათვისებულ თანხებს მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი ნაწილი  მიმართული იქნა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ათვისებული თანხები ძირითადად გადანაწილებულია  შემდეგი  პრიორიტეტების მიხედვით:

  • საგზაო სამუშაოები (ასფალტის დაგება, ხიდები, ბოგირები და სხვა)
  • წყლის სისტემის რეაბილიტაცია
  • საცხოვრებელი სახლების ფასადების მოწყობა
  • სპორტული მოედნების რეაბილიტაცია
  • სკვერების რეაბილიტაცია
  • გარე განათების მოწყობა
  • ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია

 წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებული სპეციალური ტრანსფერებით გამორჩეული იყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.  2012 წლის 9 თვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 39 226 000, რომლის უდიდესი ნაწილი – 30 460 000 გადარიცხულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის. (2011 წლის 9 თვის განმავლობაში პრეზიდენტის ფონდიდან თვითმმართველ ერთეულებზე გადარიცხულმა თანხამ სულ 3 957 200 ლარი შეადგინა). რეგიონებში განხორციელებული ყველა აღნიშნული გადარიცხვა მცირე  დროის მონაკვეთში  18 ივნისიდან – 26 ივლისამდე განხორციელდა.   თვითმმართველი ერთეულებისგან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პრეზიდენტის ფონდიდან გადარიცხული თანხების უდიდესი ნაწილი მოხმარებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

sur 5

როგორც ზემოთ მოყვანილ დიაგრამაზეა ნაჩვენები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხა ინფრასტრუქტურული ღონისძიების დაფინანსების გარდა, ზოგიერთი თვითმმართველი ერთეულის მხრიდან გამოყენებული იქნა სოციალური დახმარებების განსახორციელებლად. ჩვენი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში  სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოქალაქეებისთვის მასშტაბურად ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა საზოგადოების მხრიდან შეიძლება აღქმული იქნას,  როგორც  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამომრჩეველზე ორიენტირებული ღონისძიებების დაფინანსება. აღნიშნულს ადასტურებს მაგ. გურია NEWS – ის მიერ გამოქვეყნებული სტატია – სოციალური დახმარებები_ ამომრჩევლის მოსყიდვის საშუალება”.

sur6

sur7

2012 წლის 9 თვის მანძილზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხა გადაირიცხა ასევე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.  ამ პერიოდში გამოყოფილია 9 043 600 ლარი საიდანაც გადარიცხულია 6 157 600 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მსგავსად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რეგიონებისთვის თანხის გამოყოფა განსაკუთრებით გააქტიურდა ივლისის თვეში. ყველაზე  დიდი თანხა (6 500 000) ლარი გამოიყო საქართველოს მთავრობის  2012 წლის 12 ივლისის N1329 განკარგულებით. აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გადანაწილდა ოთხ თვითმმართველ ერთეულზე.

sur8

2012 წლის ივლისის თვეში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გამოიყო ასევე 1 116 000 ლარი. აღნიშნული თანხის გამოყოფას ემსახურებოდა მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა შეხვედრის ორგანიზებისთვის ზემოთ ხსენებული თანხა გადანაწილდა საქართველოს სამოცდასამ ადგილობრივ თვითმმართველ  ერთეულსა (თითოეულს ერგო 16 000 ლარი) და ცხრა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაზე (თითოეულს ერგო 12 000 ლარი).

sur9

მესტიის მუნიციპალიტეტისთვის სტუმრების მიღება-მომსახურებისთვის 14490 ლარის გამოყოფას ეხმაურება ასევე 2012 წლის 30 იანვრის საქართველოს მთავრობის N131 განკარგულება.

sur10

გაურკვეველია რა ტიპის შეხვედრების ორგანიზებისთვის იქნა ზემოთ მოყვანილი თანხები გადანაწილებული საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წინასაარჩევნო პერიოდში.

როგორც ირკვევა საქართველოს რეგიონებში ჩვენს მიერ ზემოთ განხილული ფონდებიდან  წინასაარჩევნოდ განხორციელებული სპეციალური ტრანსფერების უდიდესი ნაწილი მიმართული იქნა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორიცლებლად. ინსტიტუტი მიესალმება რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად გატარებულ ღონისძიებებს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული პრობლემატური საკითხების გადასაჭრელად შექმნილია სპეციალური ფონდები, რომლის ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია  წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან  ამომრჩეველზე ორიენტირებული ღონისძიებების თავიდან აცილება.

პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების უდიდესი ნაწილის წინასაარჩევნო პერიოდის მოკლევადიან შუალედში  თვითმმართველ ერთეულებზე გადანაწილება ბადებს შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად თანაბარ წინაასარჩევნო პირობებში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი და ჰქონდა თუ არა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების (საბიუჯეტო სახსრების) პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in მთავრობის სარეზერვო ფონდი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რეგიონები, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სარეზერვო ფონდები, სახელმწიფო პროექტები და პროგრამები and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s