2012 წელს (იანვარი-ნოემბერი) რეგიონებში გაცემული პრემიები

IDFI-იმ 2012 წლის 26 ნოემბერს სამოცდაორ  თვითმმართველ ერთეულს მიმართა 2012 წელს (თვეების ჭრილში) თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა)  დარიცხული პრემიების  ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.  50 მათგანმა მეტ ნაკლები სისრულით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა, 11-მა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო რუსთავის მერიამ აღნიშნულ მოთხოვნაზე ინფორმაციის მოწოდების ნაცვლად მხოლოდ განმარტა, რომ პრემია წარმოადგენს მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს შემადგენელ ნაწილს, რომელიც გაიცემა წახალისების მიზნით.

1 premia

მერიების და გამგეობების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა რეგიონებში თანამშრომელთა წახალისების მიზნით დაჯილდოების სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. გაცემული პრემიების სიდიდე და პრემიის გაცემის ინტენსივობა, თვითმმართველ ერთეულებში, სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი.  ყოველთვიური და კვარტალური პრემიების გარდა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც თვითმმართველი ერთეული პრემიებს გასცემს ერთი თვის განმავლობაში ორჯერ. (ე.წ. სააღდგომო პრემია, სარვამარტო პრემია, 6 მაისის პრემია, მარიამობის პრემია და ა.შ.)

batu

როგორც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, პრემიების გაცემის თვალსაზრისით, გარკვეული ზეგავლენა იქონია 2012 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა – საპარლამენტო არჩევნებმა და მის შედეგად ხელისუფლების ცვლილებამ.  ოქტომბერ-ნოემბერში გამგებლების და მერების უმრავლესობას პრემია არ მიუღია.

chart2012 წლის 11 თვის განმავლობაში მიღებული პრემიების სიდიდით გამორჩეულია ქარელის გამგებელი, რომელმაც მიიღო 28 320 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქარელის გამგებელს აგვისტოს თვის შემდეგ პრემია არ მიუღია. მიღებული თანხის სიდიდე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 4 თვის განმავლობაში მასზე გაიცა ორმაგი ხელფასის ოდენობა პრემიის სახით.

qareli

7 premia8 premiaრაც შეეხება მთლიანად თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობას ამ მხრივ გამორჩეულია ბათუმის მერია, რომელმაც 2012 წლის 11 თვის განმავლობაში 435 თანამშრომელზე გასცა 2 107 905 ლარი.

6 premia5 premia

თვითმართველი ერთეულებისგან მიღებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s