სამართლიანია თუ არა საჯარო სამსახურში მიღება-გათავისუფლების პრაქტიკა დღეს საქართველოში?

ავტორი : ირაკლი კოტეტიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი

www.hr.gov.ge

www.declaration.gov.ge

საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მიღება-გათავისუფლების სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების არსებობა ნებისმიერი მთავრობის პოლიტიკურ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, თუ რა ხარისხის სერვისს იღებს ამ ჯაჭვის საბოლოო მიზანი – მოქალაქე. აუცილებელია, რომ საჯარო სამსახურში მიღება-გათავისუფლება ხდებოდეს ასევე პოლიტიკურად ნეიტრალური ნიშნით.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რა პოლიტიკა აირჩია ახალმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს თექვსმეტ სამინისტროს, ოთხ სახელმწიფო მინისტრის აპარატს და საქართველოს მთავრობის კანცელარიას. თითოეულ მათგანს გაეგზავნათ ერთმანეთის იდენტური მოთხოვნები, რომლებიც მოიცავდა შემედეგ 5 კითხვას:

1. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე იმ თანამდებობების ჩამონათვალი რომელთა პოზიციებზე გამოცხადებული იქნა კონკურსი ;

2. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე  იმ თანამდებობების ჩამონათვალი,  რომელთა პოზიციებზე პირები დაინიშნენ კონკურსის გარეშე;

3. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე  იმ თანამდებობების ჩამონათვალი, რომელთა პოზიციებზე დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები;

4. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

5. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებულ თანამშრომელთა  რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გარდა ყველა სხვა საჯარო დაწესებულებამ მეტ-ნაკლები სისრულით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი მოთხოვნა.

მიღებულ პასუხებში იკვეთება სამინისტროებში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის რამდენიმე საერთო მახასიათებელი:

  • პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი კონკურსების გზით თანამშრომელთა აყვანის პრაქტიკა და მაქსიმალურადაა გაზრდილი დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა (რაც, თავის მხრივ, არ მოიცავს კონკურსს).

ზოგადად, კონკურსი არის საუკეთესო გზა, სახელმწიფომ დაიქირავოს კომპეტენტური პროფესიონალები რათა მათ, თავის მხრივ, მაღალი ხარისხის სერვისი მიაწოდონ მოქალაქეებს. კონკურსი ასევე აუცილებელია იმისათვის, რათა მოქალაქეებს გააჩნდეთ რწმენა საჯარო სამსახურში დასაქმების სამართლიანობისა და მერიტოკრატიისადმი. სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს მეგობრებისა და ნათესავების დასაქმებას საჯარო სამსახურში.

რას ამბობს ამის თაობაზე კანონმდებლობა? საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, [საჯარო სამსახურში] პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით…, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რას ითვალისწინებს 30-ე მუხლის პირველი პუნქტი? თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები;

გ) მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები, მრჩევლები;

დ) პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით;

ე) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები;

ვ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს.

ამავე მუხლის მიხედვით, მაღალი რანგის თანამდებობის პირი (დეპარტამენტის, სამმართველოს უფროსი და ა.შ.) დროებით მოვალეობის შემსრულებელად შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. აღნიშნული ნორმა უნდა ამოქმედებულიყო 2013 წლის 1 იანვარს, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებული ცვლილების მიხედვით, ამ თარიღმა გადაიწია 2013 წლის 1 ივლისამდე (ამ ცვლილების მიზანშეწონილობა და სამართლიანობა ცალკე მსჯელობის საგანია, რომელსაც აქ არ შევეხებით).

ანუ, ცალსახად შეიძლება ითქვას შემდეგი: თუ პირი (გარდა 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობისა) თანამდებობაზე არ დაინიშნა კონკურსის შედეგად და იგი არც დროებით მოვალეობის შემსრულებელია, მაშინ მისი თანამდებობაზე გამწესება სხვა ნებისმიერი “უკონკურსო” ფორმით, აშკარა კანონდარღვევაა.

იყენებს თუ არა თანამდებობაზე დანიშვნის აღნიშნულ “უკონკურსო” ფორმას რომელიმე სამინისტრო? ქვემოთ მოყვანილია შესაბამისი ცხრილი, რომელიც ასახავს თუ სად და (ა) რამდენი კონკურსი იქნა გამოცხადებული, (ბ) რამდენი დაინიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებლად და (გ) რამდენი ე.წ. “უკონკურსოდ”:

konkursi1

ცხრილი აჩვენებს ცალსახა ტენდენციას დროებით მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის სასარგებლოდ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრაცია არ ცდილობს, ჩაატაროს კონკურსი და ამ გზით მოიძიოს კომპეტენტური კადრები. ყველაზე მეტი დროებით მოვალეობის შემსრულებელი აღრიცხულია ფინანსთა სამინისტროში (235),  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში (34), რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში (19).

finansta saministro 1

  • რაც შეეხება “უკონკურსო დანიშვნებს”, აქ ყველაზე მეტი (71) შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობის კანცელარიას (44) საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა უშვებს პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნი მოხელეების უკონკურსო წესს. აქ კითხვის ნიშანი მხოლოდ იმ თანამდებობების პირების დანიშვნის „უკონკურსო“ ფორმაზე ისმის, ვისაც პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობით პირდაპირ არ ნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს (7), გარემოს დაცვის სამინისტროს (5), კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (4) , საგარეო საქმეთა სამინისტროს (3), ხოლო თითო “უკონკურსო დანიშვნა” აქვთ განხორციელებული დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
  • რაც შეეხება კონკურსებს, აქ მეტად სავალალო მდგომარეობას ვაწყდებით, რადგან მხოლოდ 2 სამინისტრო ატარებს კონკურსებს-იუსტიციის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, შესაბამისად 7 და 2 კონკურსით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც კონკურსის ჩატარების პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია და ის მთლიანად ელექტრონიზირებულია. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, ონლაინ გაეცნოს საჯარო სამსახურში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიას და ასევე ონლაინ გააკეთოს განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge

  • ქვემოთ მოყვანილი ცხრილი აჩვენებს ასევე ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს თანამშრომელთა გათავისუფლებას, როგორც ე.წ. “პირადი განცხადების” საფუძველზე, ასევე, ადმინისტრაციის ინიციატივით.

oqtombridan

ზემოთ განხილული ყველა ციფრი ასახავს მხოლოდ ინ მონაცემებს, რაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მიიღო თავად საჯარო დაწესებულებებისგან  და ის მოიცავს პერიოდს 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 17 დეკემბრამდე.

როგორც ცხრილიდან იკვეთება, ყველაზე მეტი “პირადი განცხადების საფუძველზე” გათავისუფლებაა თავდაცვის სამინისტროში – 222, ფინანსთა სამინისტროში – 130, იუსტიციის სამინისტროში – 101, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში – 32 და ა.შ.

tavdacva1

რაც შეეხება ადმინისტრაციის მხრიდან განთავისუფლებულ თანამშრომლებს, ამ შემთხვევაში ლიდერობს მთავრობის კანცელარია (97), ხოლო  განთავისუფლებულ თანამშრომელთა საერთო რაოდენობით  შინაგან საქმეთა სამინისტრო (493).

mtavroba1

ასევე, როგორც ცხრილიდან ჩანს, სამინისტროების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის ნაწილი წარმოადგენს მთლიანად სამინისტროს სისტემის (შემავალი სსიპ და საქვეუწყებო დაწესებულებების მონაცემით), ხოლო ნაწილი მხოლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის მონაცემებს. შესაბამისად, შეუძლებელია რეალური დასკვნის გაკეთება იმ სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, რომელზეც მხოლოდ ცენტრალურ აპარატიდან გათავისუფლებულთა რაოდენობა გაგვაჩნია.

ზემოთ განხილული ყველა ციფრი ასახავს მხოლოდ ინ მონაცემებს, რაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მიიღო თავად საჯარო დაწესებულებებისგან  და ის მოიცავს პერიოდს 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 17 დეკემბრამდე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in თანამდებობის პირები, საშტატო ნუსხა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to სამართლიანია თუ არა საჯარო სამსახურში მიღება-გათავისუფლების პრაქტიკა დღეს საქართველოში?

  1. moqalaqe says:

    საქართველოში არც ერთი ხელისუფლების დროს არ ხდებოდა და არ ხდება პროფესიონალების დანიშვნა! თანამდებობებზე ინიშნებოდნენ და ახლაც ინიშნებიან ნათესავები, ნაცნობ–მეგობრები, დაქალები, ასევე რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის “მეგობარი” ქალები! ვიდრე ასეთი “წესი” იარსებებს, დემოკრატიულად განვითარებულ სახელმწიფოდ ვერ შევდგებით!!!! არავის არ აინტერესებს ცოდნა და გამოცდილება! მაპატიეთ, მაგრამ ინგლისურ ენაზე რამოდენიმე ფრაზის დამახსოვრება და წარამარა ამ ფრაზებით მანიპულირება, რასაც ბევრი საჯარო მოხელე იყენებს, საქმეს არ წაადგება! შენს ქვეყანაში შენი ეროვნული კანონმდებლობა უნდა იცოდე პირველ რიგში, ამასთან ქართულად წერა და მეტყველება!!

  2. Pingback: ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ – 2013 წლის პირველი ნახევარი | GDI

  3. BENETON says:

    გამარჯობათ…
    დღევანდელი მდომარეობის მიხედვით კონკურის შედეგად შერჩეულ კანდიდატურას არასაჯარო სამსახურში თუ ეძლევა უფლება მოითხოვოს პრაქტიკის განმავლობაში ნამუშევარი დროის გასამრჯელო?
    გმადლობთ…

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s