2007-2011 წლებში ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება

1lariწინა სტატიებში განვიხილეთ 2012 წელს 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება (ნაწილი 1 და ნაწილი 2). ქვემოთ გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე 2007-2011 წლებში ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების მიმოხილვას.

საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი ხელშეკრულება დაიდო ფიზიკურ პირებთან, რომლებსაც დაუმტკიცდათ საცხოვრებელი ფართი. მათ შორის ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოსამსახურეებისა და პოლიციელების, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეების ოჯახის წევრებს (სულ 192) სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცათ სახელმწიფო ქონებაში არსებული უძრავი ქონება – 192 ბინა თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში. სხვა ფიზიკურ პირებთან სულ მოცემულ წლებში გაფორმდა დაახლოებით 400 ხელშეკრულება.

ქვემოთ განვიხილავთ იურიდიული პირებისთვის და აგრეთვე რამდენიმე საინტერესო ფიზიკური პირისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული სახელმწიფო ქონების შესახებ არსებულ დოკუმენტაციას.

ფიზიკური პირებისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება

ფიზიკური პირებიდან რამდენიმე საინტერესო მაგალითის გამოყოფა შეიძლება:

ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 19 მაისის ბრძანებით ნინო ბურჯანაძეს ერთ ლარად გადაეცა ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები: №4.8 (კოტეჯი №2) საერთო ფართობით 571 კვ.მ, №6 (ავტოფარეხი) საერთო ფართობით 39 კვ.მ, ნაგებობები: №1, №2, №3, №5, №7 და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 31 696 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული ქონება.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომანქანა Toyota Land Cruiser.

ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს 6 ყოფილ წევრს (იაკობ ფუტკარაძე, ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ შაშკინი, ზაურ ჯინჯოლავა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და ლამარა ჩორგოლაშვილი) თითო-თითო ლარად დაუმტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომანქანები.

sakonstitucio1lari

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ წევრებზე ერთ ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება

სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის

პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად სახელმწიფო ქონების გადაცემის შესაძლებლობით ისარგებლეს წალასყურის, თელეთისა და ქვემო თელეთის მაცხოვრებლებმა. მათ შექმნეს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირები, ამ იურიდიულმა პირებმა კი სახელმწიფოსგან თითო-თითო ლარად მიიღეს სახელმწიფო ქონებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათი შემდგომში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ამ სქემით სულ გადაიცა 7 893 255 კვ.მ. საერთო ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

ა(ა)იპ „წალასყური 2009“ დარეგისტრირდა 2009 წლის 27 აპრილს, გარდაბნის რაიონის სოფელ წალასყურისა და სოფელ თელეთის ხუთი მაცხოვრებლის მიერ. თავმჯდომარედ განისაზღვრა სოფელ თელეთის მაცხოვრებელი ჭეშმარიტაშვილი ოთარი. რეგისტრაციის განაცხადში მითითებულია საქმიანობის შემდეგი მიზანი: სოფელ წალასყრის მაცხოვრებელთა მიერ მიწის სავარგულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება, შემდგომი განაწილების მიზნით მოსახლეობას შორის. ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანებით, ა(ა)იპ „წალასყური 2009“-ს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა 719 907 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფელს წალასყურში.

მსგავსი პრინციპით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები გადაეცა კიდევ ორ იურიდიულ პირს – ა(ა)იპ „თელეთი 2009“ (ბრძანება 1 და ბრძანება 2)-სა და ა(ა)იპ „ქვემო თელეთი 2009“-ს. 2010 წლის 11 თებერვალს ა(ა)იპ „თელეთი 2009“-მ სულ 3 814 333 კვ.მ ფართობის 21 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიიღო სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ხელშეკრულების პირობებით, მყიდველი ვალდებული იყო ამ მიწის ნაკვეთებზე მარცვლეული კულტურები მოეყვანა და ამ მიზნით დაესაქნებინა არანაკლებ 350 ადგილობრივი მცხოვრებისა. ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის 31 მარტს ა(ა)იპ „თელეთი 2009“-მ კიდევ 16 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიიღო ერთ ლარად, ჯამური ფართობით 2 713 563 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით მყიდველს დაევალა მიწის ნაკვეთების არანაკლებ 340 ადგილობრივ მაცხოვრებელზე უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა. ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანებით ა(ა)იპ „ქვემო თელეთი 2009“-ს ერთ ლარად გადაეცა 645 452 კვ.მ ფართობის 12 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საპატრიარქოსთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება

საქართველოს საპატრიარქომ 2008-2011 წლებში 14 სხვადასხვა ხელშეკრულება გააფორმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთ ლარად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის გზით მიღების თაობაზე. სულ ამ პერიოდში საპატრიარქომ სიმბოლურ ფასად მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 120.000 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 33 800 კვ.მ-დე საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობები, მათ შორის კინოთეატრ “ხულოს” შენობა და ავტომანქანა ვაზ 21214 (ნივა).

2008-2011 წწ. ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული ხელშეკრულებებით საპატრიარქოს შემდეგი სახელმწიფო ქონება გადაეცა:

sapatriarqo-lari-1

sapatriarqo-lari-2

უცხოური კომპანიებისთვის მიყიდული ტანკერები

2010 წელს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით ოთხ სხვადასხვა უცხოურ კერძო კომპანიას (DEK SHIPPING INC, Kaplan Shipping Enterprises n.v., Buket Shipping S.A. და Karya Tanker Isletmeciligi LTD. STI.) თითო-თითო ლარად გადაეცა საქართველოს საკუთრებაში არსებული ტანკერები.

tankerebi1lari

უცხოური კომპანიებისთვის ერთ ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება

აღნიშნული კომპანიებიდან ორი დარეგისტრირებულია პანამის რესპუბლიკაში, ხოლო ორი – თურქეთში, რის გამოც მათ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება რთულია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის უფლებამოსილებას კარგავს. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას პირდაპირი გადაცემის ფორმით მთავრობა განახორციელებს. ასევე, მთავრობა განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის წესს.

აღნიშნულ კანონპროექტამდე სახელმწიფო ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებდა. საგულისხმოა, რომ

„არსებითი განსხვავება კონკურსსა და პირდაპირი მიყიდვის ფორმას შორის არის ის, რომ, პირველ შემთხვევაში, ობიექტები საპრივატიზაციოდ გამოაქვს სახელმწიფოს, წინასწარ ადგენს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან პირობებს და ამ ფარგლებში საუკეთესო წინადადებების შემთავაზებელი ხდება გამარჯვებული. პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში კი, ქონების შესყიდვის მსურველი თავად მიმართავს განცხადებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ეს უკანასკნელი განიხილავს და საკუთარ დასკვნას წარუდგენს პრეზიდენტს.“ (საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ 2006 №7, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების გასხვისება).

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ. and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s