შსს-დან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა და ახლად დანიშნული თანამდებობის პირები

shsss shenobaსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანიზაციას, რომლისგანაც ინსტიტუტი (IDFI) ხშირად ვერ ახერხებდა საჯარო ინფორმაციის მიღებას. პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ  2012 წლის 16 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. სამინისტრომ ამჯერად, მართალია არასრულყოფილად და 10 დღიანი ვადის დარღვევით, მაგრამ ინსტიტუტს მიაწოდა გარკვეული სახის  ინფორმაცია, რაც დადებით ფაქტად შეიძლება ჩაითავლოს.

ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წინამდებარე წერილის მიღების მომენტამდე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დანიშნულ თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემები (CV) .
  • 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე  შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საკუთარი განცახადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა  რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. 
  • 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე  შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებულ თანამშრომელთა  რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 493 თანამშრომელს, თუმცა მათ მიერ მოწოდებულ პასუხში არ იქნა დაკონკრეტებული თუ რამდენი  თანამშრომელი იქნა განთავისუფლებული საკუთარი განცხადების საფუძველზე და რამდენი ხელმძღვანელობის მიერ.

shssss1 რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დანიშნულ თანამდებობის პირების ბიოგრაფიულ მონაცემებს, შსს-ს მიერ მოწოდებული იქნა პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ დანიშნული თანამდებობის პირების ჩამონათვალი, მათი ახლანდელი თანამდებობის მითითებით.

cv-1

cv-2cv-3ინსტიტუტისათვის მოწოდებული დოკუმენტაციიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან თანამშრომელთა მასობრივად განთავისუფლებას ადგილი არ ჰქონია – ცვლილებები ძირითადად შეეხო თანამდებობის პირებს. შედარებისთვის იხილეთ 2011 წლის მეორე კვარტლის მონაცემები, რის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შტატში 24.950, ხოლო შტატგარეშე – 540 ადამიანი იყო დასაქმებული.

რაც შეეხება სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემას, ინსტიტუტი იტოვებს იმედს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვადების და სხვა ვალდებულებათა დარღვევას.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s