IDFI-ის განცხადება presa.ge-ს მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ

2013 წლის 10 იანვარს presa.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრმა და „ქართული ოცნების“ წევრმა, კახაბერ საკანდელიძემ 214 ათას ლარზე მეტი დახარჯა სამ ავტომობილში. დასაქმების სამინისტრომ, მინისტრის განკარგულებით – „კია“, „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ და „აუდი ა 6“ შეიძინა”.

აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი, რადგან სამივე ავტომობილი ირიცხებოდა სამინისტროს ბალანსზე 2012 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, ამას სამინისტროდან ჩვენს მიერ მიღებული საჯარო ინფორმაცია ადასტურებს, რომელსაც ხელს აწერს დასაქმების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ტრაპაიძე:

idfi_dasaqmeba_gancxadeba

დასაქმების სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია 2012 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შესახებ, ხელს აწერს დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე

საინტერესოა, რომ აღნიშნული სტატია ხელმისაწვდომი იყო შემდეგ ბმულზე და ამოღებულ იქნა ვებ-გვერდიდან IDFI-ის განცხადებიდან მოკლე ხანში. ქვემოთ იხილეთ presa-ge-ზე განთავსებული სტატიის ფოტო:

presa.ge-s news

presa.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც IDFI-ის განცხადებიდან მოკლე ხანში გაქრა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც presa.ge “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტზე” დაყრდნობით ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და შეცდომაში შეყავს საზოგადოება.

dasaqmeba_gancxadeba

2012 წლის 10 სექტემბერს მიღებული პასუხი დასაქმების სამინისტროდან

იხილეთ IDFI-ის ოფიციალური განცხადება:

http://www.idfi.ge/?cat=news&topic=280&lang=ka

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in განცხადება and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s