პროექტის opendata.ge-ის პირველი ეტაპის სტატისტიკური ანალიზი (2012)

stat0

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში ნახევარი წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებს მიმართა 1288 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო მხოლოდ 706-ზე. ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 1288 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული 370 მოთხოვნა, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 81 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 9 შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 122 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება.

stat1

პროექტის პირველ ნახევარში ინსტიტუტის მიერ მიღებული 918 პასუხიდან უმრავლესობა (729 პასუხი) მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ 223 შემთხვევაში ეცნობა ინსტიტუტს, რომ დაწესებულებას ესაჭიროება 10 დღიანი ვადა ინფორმაციის მოსაწოდებლად. უპასუხოდ დატოვებული წერილების ჩათვლით 43%-ის შემთხვევაში დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.

stat2

პროექტის პირველ ნახევარში საჯარო დაწესებულებათა მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა უპასუხოდ დატოვების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ ექვს ადმინისტრაციულ ორგანოს (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის კანცელარია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, თავდაცვის  სამინისტრო) წარედგინათ ადმინისტრაციული საჩივრები ქმედების განხორციელების (საჯარო ინფორმაციის გაცემა) მოთხოვნით.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა ყველამ დააკმაყოფილა  ადმინისტრაციული საჩივარი.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემთხვევაში ინსტიტუტმა მიმართა ადმინისტრაციული სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლოს. პირველ მოსამზადებელ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამცნო ინსტიტუტს, რომ მზად იყო დაეკმაყოფილებინა ინსტიტუტის მოთხოვნა.

პროექტის პირველი ნახევარი მიმდინარეობდა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების პარალელურად.  საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის თუ როგორ იმოქმედა ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკაზე.  ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების (2012 წლის 21 ოქტომბრიდან დღემდე) შემდგომ ინსტიტუტმა ყველაზე მეტი  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა სამინისტროებს და საქართველოს რეგიონებში არსებულ თვითმმართველ ერთეულებს. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, რეალური სურათი წარმოვადგინოთ თუ როგორ აისახა პოლიტიკური ცვლილებები  სამინისტროებსა და თვითმმართველ ერთეულებში საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

 ჩვენი მონაცემებით  შეინიშნება დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. სამინისტროების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში 5%-ით შემცირდა უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების პრაქტიკა, ხოლო სრულყოფილად გაცემული პასუხების რაოდენობამ 19% -ით მოიმატა.

stat3

უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების მხრივ ასევე 5% -იანი კლებადი ტენდენცია შეინიშნება რეგიონების მაგალითზეც, ხოლო სრულყოფილი პასუხების გაცემის პრაქტიკა ამ შემთხევაში 10 % -ით გაიზარდა.

stat4

როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დიაგრამებიდან გამოჩნდა პოლიტიკური ცვლილებები სამინისტროებისა და თვითმმართველი ერთეულების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დადებითად აისახა. რაც შეეხება სრულ ანალიზს იმისა თუ როგორ იმოქმედა პოლიტიკურმა ცვლილებებმა მთლიანობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე აღნიშნულს პროექტის მიმდინარეობისას შემოგთავაზებთ.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in სტატისტიკა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s