პრემიების შესახებ ინფორმაცია კვლავ შეზღუდულია

premia2012 წლის 12 დეკემბერს IDFI-მ 21 საჯარო დაწესებულებისგან გამოითხოვა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) 2012 წელს დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ.

31 დეკემბრის მდგომარეობით ინსტიტუტმა პასუხი მიიღო მხოლოდ ცხრა უწყებიდან: საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გარემოს დაცვის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.

გაგრძელებაში იხილეთ თითოეული საჯარო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი.

ფინანსთა სამინისტრომ პრემიების შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად მოგვაწოდა. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროში 2012 წელს პრემიების სახით გაიცა 2.872.557 ლარი, საიდანაც 1.741.112 ლარი მიიღო სამინისტროს 266-მა თანამშრომელმა, ხოლო 1.131.445 ლარი დაერიცხა 43 თანამდებობის პირს. ზოგადად შეიძლება აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროში არსებული პრემირების სისტემა გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი განაკვეთებით, რომლებიც ხშირად ხელფასის ორმაგ ან სამმაგ ოდენობას მოიცავს. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერი როდესაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეების უმეტესობამ პრემიის სახით მიიღეს ხელფასის ორმაგი ოდენობა (5440 ლარი თვეში). სექტემბრის თვეში ხელფასის სამმაგი ოდენობით პრემია (8160 ლარი) მიიღეს მინისტრის ორმა მოადგილემ და მთავარმა მრჩეველმა. თავად ყოფილმა მინისტრმა, ალეკო ხეთაგურმა პრემიის სახით ორ თვეში 17700 ლარი მიიღო, აქედან 10 620 ლარი სექტემბერში (ხელფასის სამმაგი ოდენობა) და 7080 ლარი ოქტომბერში (ხელფასის ორმაგი ოდენობა). აღსანიშნავია, რომ ნოემბერის თვეში (ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ) პრემიების სისტემა არსობრივად არ შეცვლილა, სამინისტროს მმართველი რგოლის თანამდებობის პირების ნაწილმა ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემია მიიღეს თუმცა, ახალმა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მინისტრის მოადგილეებმა პრემიის სახით მხოლოდ ხელფასის ერთმაგი ოდენობა ჩაერიცხათ. დეკემბრის თვეში ფინანსთა სამინისტროში ჩვეულებისამებრ გაგრძელდა თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა პრემირება, თუმცა, ხელფასის ორმაგი და სამმაგი ოდენობით პრემიის გაცემის შემთხვევას ადგილი აღარ ჰქონია.

finanstapremia

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად მოგვაწოდა. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა პრემია (2832 ლარი) მხოლოდ ნოემბერში მიიღო. ალექსი პეტრიაშვილის წინამორბედმა, ელენე ხოშტარიამ, მინისტრის მოვალეობის შესრულების ორი თვის მანძილზე პრემიის სახით 9024 ლარი მიიღო. კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი, გიორგი ბარამიძე თანამდებობაზე ყოფნისას (2012 წლის იანვარი-აგვისტო) რეგულარულად იღებდა ერთი ხელფასის ოდენობის პრემიას. სულ 2012 წლის 8 თვის განმავლობაში მან პრემიის სახით მიიღო 27.248 ლარი. დანარჩენ თანამშრომლებზე 2012 წელს პრემიების სახით გაიცა 293.134 ლარი.

evrointegraciapremia

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამწუხაროდ ინფორმაცია მოგვაწოდა მხოლოდ დაჯამებული სახით, თანამდებობის პირების ვინაობისა და თვეების მითითების გარეშე. მიღებული წერილიდან ცხადი ხდება, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხულმა პრემიებმა სულ შეადგინა 469.512 ლარი, ხოლო თანამშრომლებზე  პრემიების სახით სულ 725.840 ლარი გაიცა.

soflismeurneobapremia

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საჯარო ინფორმაცია სრული სახით მოგვაწოდა. როგორც ირკვევა, დაარსების დღიდან მინისტრის აპარატმა პრემიები სამჯერ გასცა. ივლისში პრემიებზე სულ დაიხარჯა 11.061,41 ლარი, აგვისტოში – 41.845,96 ლარი, ხოლო ნოემბერში – 5.200 ლარი. აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ პრემიის სახით მიიღო შესაბამისად 1609,09 და 3540 ლარი. ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბერს დანიშნულმა ახალმა მინისტრმა კახაბერ საკანდელიძემ ნოემბერის თვეში პრემიის სახით მხოლოდ 708 ლარი მიიღო. ასევე საინტერესოა, რომ აპარატის თანამშრომლებზე ივლისის თვეში პრემიის სახით სულ გაიცა 6.449,58 ლარი, აგვისტოში – 19.272,73 ლარი, ხოლო ნოემბერში – 3.732 ლარი.

dasaqmebapremia

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სრულყოფილად მოგვაწოდა პრემიების შესახებ ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წელს პრემიის სახით მინისტრ კობა სუბელიანს ჩაერიცხა 23.365 ლარი (იანვარში 5665 ლარი, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით თვეში 3540 ლარი). ანალოგიურად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დალი ხომერიკმა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით თვეში ასევე 3540 ლარი, ანუ ხელფასის ერთმაგი ოდენობის პრემია, მიიღო. მიღებული ინფორმაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ნოემბრის თვეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში პრემიები არ გაიცა.

ltolviltapremia

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სრულად მოგვაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. 2012 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პრემიების სახით სულ გაიცა 238.050 ლარი, აქედან მინისტრებმა პრემიის სახით მიიღეს 38.040 ლარი, თანამშრომლებმა – 81.550 ლარი, ხოლო სხვა თანამდებობის პირმა – 118.460 ლარი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ნოემბერში პრემიის სახით მიიღო 3.000 ლარი. აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწე მისი წინამორბედი (ეკატერინე ტყეშელაშვილი) ყოველთვიურად იღებდა 500 ლარით მეტი ოდენობის პრემიას, ანუ 3500 ლარს.

reintegraciapremia

გარემოს დაცვის სამინისტრომ ასევე სრულყოფილად მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია. მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2012 წელს სამინისტროს თანამდებობის პირების პრემიებზე სულ გამოიყო 160.630 ლარი, თანამშრომლების პრემიებზე – 145.280 ლარი. ყოფილი მინისტრი გიორგი ხაჩიძე ყოველთვიურად პრემიის სახით იღებდა 2700 ლარს. მინისტრის წახალისების აღნიშნული ტრადიცია დაირღვა მხოლოდ ერთხელ, როდესაც ოქტომბრის თვეში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  გიორგი ზედგენიძემ პრემიის სახით მიიღო 5420 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროში არსებული პრემირების  პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა ახალი მინისტრის, ხათუნა გოგალაძეს დანიშვნის შემდგომ. კერძოდ, ნოემბრის თვეში პრემია არ მიუღია მინისტრს, მკვეთრად შემცირდა აგრეთვე სხვა თანამდებობის პირთა ფინანსური წახალისებაც.

garemopremia

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მსგავსად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მხოლოდ დაჯამებული სახით მოგვაწოდა ინფორმაცია გაცემული პრემიების შესახებ. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ის სამწუხარო გარემოება, რომ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა (წერილს ხელს აწერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი) ინფორმაციის არ გაცემა კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტით დაასაბუთა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ამგვარი მეთოდი წლების განმავლობაში იყო აპრობირებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. სამწუხაროა, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პირობებში კვლავ გრძელდება საჯარო ფინანსების გაუმჭვირვალედ განკარგვის ტრადიცია.

sportipremia2

sportipremia1

მიღებული ინფორმაციის ანალიზი მეტყველებს არაერთგვაროვან პრაქტიკაზე, როდესაც ზოგიერთი საჯარო დაწესებულება (მაგ. ფინანსთა სამინისტრო) სრულად გამჭვირვალეს ხდის საბიუჯეტო სახსრების განკარგვას, ხოლო მეორე მხრივ რიგი საჯარო დაწესებულებები (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო) კვლავ ზღუდავენ მოქალაქეთა კანონიერ უფლებას მიიღონ მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია, რითაც აგრძელებენ წინა ხელისუფლების პირობებში დამკვიდრებულ  არაანგარიშვალდებულების პრაქტიკას.

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in თანამდებობის პირები, სახელფასო ფონდები და პრემიები. Bookmark the permalink.

2 Responses to პრემიების შესახებ ინფორმაცია კვლავ შეზღუდულია

  1. Elguja Bebua says:

    სბელიანს პრემია რომ არ მიეღო,ეს ხომ ქვეყნისთვის სირცხვილი იქნებოდა,ისე დააბინავა ეს დევნილები,ზამთარში პანჩურით ჩიტის რზეც არ დაუკლია.ახლა პოულობენ მათ მიერ მოპარულ პროდუქტებსა და ინვენტარებს,რომელიც დევნილებისთვის იყო განკუთვნილი,რაც მოიპარეს ის უნდა დაუბრუნონ დევნილებს,მერე შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ,გამოიძიონ მათი საქმეები.

  2. Pingback: 2012 წელს ცენტრალურ ხელისუფლებაში გაცემული პრემიები | Opendata Blog

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s